“მისი პიროვნული თვისებები ვიცი. ძალიან პრინციპული და შეუპოვარი ადამიანია. მიმაჩნია, რომ შეწყალების კომისიაში ასეთი პრინციპული ადამიანები უნდა იყვნენ. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ჟურნალისტი შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი ჯერ არ ყოფილა. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეეტილება პირველ რიგში ელისაშვილის პიროვნული ღირსებიდან და შემდეგ პროფესიონალიზმიდან გამომდინარე”, _ განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი დანიშნა.





























































