მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ გიზო უბილავას ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე 2013 წლის 02 აპრილიდან მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილედ მუშაობდა.
გიზო უბილავა დაიბადა 1978 წლის 19 სექტემბერს ქალაქ გალში. 1994 წელს დაამთავრა ზუგდიდის მე-11 საშუალო სკოლა. 1998 წელს დამთავრებული აქვს თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტ „აღმაშენებლის“ იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
მას ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის გამოცდა, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიცაკიო გამოცდა, ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის დარგში და 2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2005 წელს იყო ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი, მანამდე კი ადვოკატის საქმიანობას ეწეოდა. 2002-2004 წლებში გიზო უბილავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორი იყო, ხოლო 1999-2002 წლებში გალი-გულრიფშის რაიონის სასამართლოს მოსამართლეს თანაშემწედ მუშაობდა.
სამეგრელო ზემო-სვანეთის ახალ პროკურორს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.































































