განხილვას დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე ესწრება.
მისი განცხადებით, კანონპროექტი ბევრ ახალ ცვლილებას და რეფორმას შეიცავს. რაც შეეხება 45 ლარამდე გაზრდილ დახმრებას, მინისტრი აღნიშნავს, რომ ამჯერად დახმარება მხოლოდ სტატუსის მიხედვით არ გაიცემა და ეს დევნილ ოჯახებზე საჭიროების მიხედვით განაწილდება.
“კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმებია. მათ შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა შემწეობა 45 ლარი გახდება. გარკვეულად გადაიხედება სოციალური სტატუსიც. ანუ დევნილთა დახმარება არ იქნება მიბმული სტატუსზე.
შესაბამისად, დახმარება საჭიროებიდან გამომდინარე გაიცემა. ეს ითვალისწინებს იმას, რომ დევნილები ვინც საჭიროებენ დახმარებას, მათთვის სახელმწიფო დახმარება გაიზარდოს,” _ განაცხადა დარახველიძემ.
































































