https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

    ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საეჭვო რეპუტაციის ინვესტორები ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში

11:11; 29.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ფონდის საქმიანობის გაუმჭვირვალობას და საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის და წარსულის მქონე ინვესტორთა მონაწილეობას პრობლემად მიიჩნევს.

“თანაინვესტირების ფონდი არ ასაჯაროებს დეტალურ ინფორმაციას მისი პროექტებისა და ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ. ის არც ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებას აპირებს. გარდა ამისა, ფონდის მიერ გამოცხადებული ინვესტორების ნაწილს (დეტალები იხილეთ ქვემოთ) საეჭვო საქმიანი რეპუტაცია გააჩნიათ, რაც ზედმიწევნით შესწავლას საჭიროებს,” _ მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

თანაინვესტირების ფონდს რთული მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურა აქვს: იგი კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და ორი შვილობილი კომპანია ჰყავს, ერთი ლუქსემბურგში და ერთიც ჰონგკონგში. ფონდის ხელმძღვანელობის თქმით, კაიმანის კუნძულებზე დაგროვებული კაპიტალი საქართველოში ინვესტიციად ამ ორი კომპანიიდან ერთ-ერთის გავლით ჩაიდება. ფონდს ქართული კომპანია “GCF Partners” (შპს ჯი სი ეფ პარტნიორები) მართავს, რომლის წილთა 42% ბაჩიაშვილს ეკუთვნის, 16% – ლევან ვასაძეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ხოლო 42% – უჩა მამაცაშვილს. ამ დროისთვის მწირი ინფორმაცია არსებობს იმის თაობაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს ფონდი და როგორ უნდა იმართებოდეს იგი ინვესტორებისგან დამოუკიდებლად. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მკვლევარის კითხვაზე – დაეზუსტებინა ვასაძისა და მამაცაშვილის როლი, ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ისინი “მართვის კომპანიის აქციონერები არიან … [მათ] არ აქვთ რაიმე აქტიური შეხება ან წვდომა იმ ფულად სახსრებზე, რომლებსაც “GCF Partners” მართავს.”

ფონდის ვებგვერდზე ამ დროისთვის არ არის განთავსებული დეტალური ინფორმაცია რაიმე სახის საზედამხედველო მექანიზმების შესახებ. ვებგვერდზე არსებული “მრჩეველთა საბჭოს” განყოფილებაც ცარიელია. გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია განახლდება და მრჩეველთა საბჭოს შემდეგი მოვალეობები დაეკისრება: “განიხილოს სესხების გაცემა, პროექტების მიმდინარეობა და აუდიტორთა დანიშვნა/გათავისუფლება, ასევე განიხილოს ნებისმიერი სახის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი გენერალურ პარტნიორს, მენეჯერს ან თანაინვესტირების ფონდის დაქვემდებარებაში მყოფ პირებსა და ფონდის პარტნიორებს შორის”. ბაჩიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ “ლევან ვასაძე, სავარაუდოდ, მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი იქნება, ენდრიუ კაკაბაძესა და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად, რომლებსაც ინვესტორები წარადგენენ”.

ფონდის მხარდამჭერები

თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე გიორგი ბაჩიაშვილმა შემდეგი ინვესტორები დაასახელა (ისინი ფონდის ვებგვერდზეც არიან მოხსენიებული): დაბი გრუფი (Dhabi Group – არაბთა გაერთიანებული საემიროები), რას ალ ხაიმას საინვესტიციო სამმართველო (RAK Investment Authority – არაბთა გაერთიანებული საემიროები), აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი, ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holdings Limited – ეკუთვნის ყაზახეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ KazTransOil-ს), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holdings AS – თურქეთი), მაილსტოუნ ინთერნეიშენელ ჰოლდინგს გრუფი (Milestone International Holdings Group Limited – ჩინეთი), ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე მაშკევიჩი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი. ბაჩიაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რა თანხას ჩადებს თითოეული ინვესტორი ფონდში. მისი განმარტებით, ინვესტორები თანხას ერთობლივ ფონდში მოათავსებენ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობა ფონდის მანდატის ფარგლებს მიღმა არსებული პროექტის დაფინანსებას გადაწყვეტს, მას შეუძლია იგი სხვა ინვესტორებს შესთავაზოს და დაფინანსება სხვა წყაროდან მოიპოვოს.

ინვესტორებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან საუბრისას გაირკვა, რომ ისინი უფრთხიან რეპუტაციასთან დაკავშირებულ იმ რისკებს, რომლებიც თანაინვესტირების ფონდის ზოგიერთი ინვესტორის გვერდიგვერდ ინვესტირებამ შეიძლება გააჩინოს.

მაგალითისთვის, ალექსანდრე მაშკევიჩი მილიარდერი ყაზახეთის სამთო სექტორიდან გახდა. 2011 წლის ივნისში ბელგიის სახელმწიფო პროკურორმა მაშკევიჩსა და მის ორ ბიზნეს პარტნიორს ჯარიმის სანაცვლოდ ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდება მოუხსნა. ბელგიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მიმდინარე საქმე იყო.

კიდევ ერთ ინვესტორს – აჰმედ ჩალიკს, ჩალიკ ჰოლდინგის დამფუძნებელი და ამჟამინდელი თავმჯდომარე, ახლო ბიზნეს და პოლიტიკური კავშირი ჰქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვთან (“თურქმენბაში”), რომელიც სიცოცხლის ბოლომდე (2006 წელი) მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტოტალიტარულ, რეპრესიულ და ექსცენტრიულ დიქტატორად მიიჩნეოდა. 2004 წლამდე თურქმენბაშის რეჟიმის დროს აჰმედ ჩალიკს არაერთი პოლიტიკური თანამდებობა ეკავა, მათ შორის ტექსტილის მინისტრის, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლისა და თურქმენეთის ენერგო რესურსების საერთაშორისო მარკეტინგის მრჩევლის თანამდებობები. ამ დროის განმავლობაში იგი მილიარდერი გახდა და ჩალიკ ჰოლდინგი ისე გააფართოვა, რომ მასში სხვადასხვა სექტორში მომუშავე (დაწყებული ენერგეტიკის, ნავთობის, ტექსტილის სექტორებით და დამთავრებული ბანკით ალბანეთში) 34 კომპანია შევიდა. ცნობისათვის wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული 2007 წლით დათარიღებული ამერიკული დეპეშის მიხედვით, ელჩ რიჩარდ ჰოგლანდთან ვახშმისას აჰმედ ჩალიკმა მას უთხრა, რომ პრეზიდენტი ნიაზოვი “მას ისე ეპყრობოდა, როგორც შვილს”. Global Witness-ის მიხედვით, იმ პერიოდში თურქმენეთის სახელმწიფო სახსრების დაახლოებით 75% ბიუჯეტის მიღმა იხარჯებოდა. თურქმენეთი ამჟამად “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კორუფციის აღქმის ინდექსში 176 ქვეყანას შორის 170-ე ადგილზეა. 2007 წელს ჩალიკ ჰოლდინგის აღმასრულებელ დირექტორად 26 წლის ბერატ ალბაირაკი დაინიშნა, რომელიც თურქეთის პრემიერმინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სიძეა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ინვესტორების საქმიანობის გადამოწმების უფრო მკაცრი პროცედურების დანერგვითა და წლიური ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებით, თანაინვესტირების ფონდი შეძლებს მის მიმართ ნდობის ხარისხის ამაღლებას.

ფონდის ფინანსურმა დირექტორმა თეა ჯოხაძემ უარი თქვა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან” ინტერვიუზე, რომლის დროსაც მისგან ინფორმაციის გადამოწმების პროცედურებზე დეტალების მოსმენა სურდა.

ამის შემდეგ ორგანიზაციამ გიორგი ბაჩიაშვილს შემდეგი კითხვით მიმართა: ინფორმაციის გადამოწმების რა პროცედურები ტარდება პოტენციურ ინვესტორზე, სანამ ის ფონდის ინვესტორად შეირჩევა, და იღებს თუ არა ეს გადამოწმება მხედველობაში ინვესტორის მიმართ ოფიციალურ სისხლის სამართლის გამოძიებებსა და ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებებს, რაზეც მან როგორც ფონდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა: “ჩვენ არ გვაქვს უფლება კომენტარი გავაკეთოთ ჩვენი შეზღუდული პარტნიორებისა და მათი შესაძლო წარსულის, მიმდინარე ან მომავალი საქმიანობის შესახებ. ინვესტორების შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ფონდისთვის ყველა მათგანი მისაღებია”.

ფონდის დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ზოგიერთი ინვესტორის შესახებ ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტეს ეჭვ ქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ფაქტებს არ ეყრდნობა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ნესტან კირთაძე მთავრობას "საზეიმო ეიფორიიდან" მალე გამოსვლას ურჩევს

ზაქარეიშვილის უწყება სახელს იცვლის

ყველა სიახლე

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

14:02; 6.03.2026
საზოგადოება

საქართველოში ამინდი გაუარესდება _ პროგნოზი რეგიონების მიხედვით

13:33; 6.03.2026
ზაფრანი

“7-თვიანი დიდი ომი და ფუტკრების გუნდი თეირანის ცაზე“ – ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება

13:24; 6.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს, სად არის

13:16; 6.03.2026
ფინანსები

6-7-8 მარტს „ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

12:55; 6.03.2026
მსოფლიო

“კუბა დაეცემა” – ტრამპი

11:32; 6.03.2026
მსოფლიო

ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

11:29; 6.03.2026
საზოგადოება

რამდენიმე დღეა დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ – “ნაპოვნია მხოლოდ მისი მანქანა”

11:07; 6.03.2026
ზაფრანი

გაიგე, რა არის შენი სისუსტე

9:38; 6.03.2026
მსოფლიო

ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

9:36; 6.03.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

9:31; 6.03.2026
პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5.03.2026
მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო