“ქართული მუსიკა ძალიან მრავალფეროვანია და ჩვენთვის რომ ეკითხათ გარწმუნებთ, რომ უფრო გემოვნებიანი არჩევანი იქნებოდა ნამდვილად. მგონი მაგდენი კომპეტენცია გვაქვს ნამდვილად და მაგდენი გემოვნებაც გვაქვს, მაგრამ რეალურად, მასპინძელი ქვეყანა და ევროკავშირი როდესაც არის, შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას”, _ განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოზიციაში”.
შეგახსენებთ, რომ ვილნიუსის სამიტზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარაფირების ხელშეკრულებას “სულიკოსა” და “შალახოს” ფონზე მოეწერა ხელი.