https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“შესაძლოა ყველა რეგიონში ახალი აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი მივიღოთ”

7:12; 2.12.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რა საფრთხეები შეიძლება შექმნას ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმამ, რატომ ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის რეგიონული გაერთიანება საქართველოს კონსტიტუციას, საფრთხეების შემთხვევაში ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა? ამ და სხვა საკითხებზე “გურია ნიუსი” “საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე მიხეილ ჯიბუტს ესაუბრა.

_ ბატონო მიხეილ, რატომ არის თქვენთვის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტი მიუღებელი და რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში რეფორმის განხორციელების შემდეგ?

_ საქართველოს მთავრობის კანონპროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” განხილვისათვის ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ერთი, მე-7 კარი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა რეგიონული გაერთიანებას ეხება და მეორე, კოდექსის სხვა დანარჩენი ნაწილი. მე-7 კარი ეს არის უცხო სხეულის იმპლანტაცია ამ კანონში. ის ეხება გაუგონარი შინაარსის გაერთიანებას. აგრეთვე გუბერნატორის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც, თავისი შინაარსით, ამ კანონის სფერო არ არის. თუ კანონპროექტის ავტორთა ზრახვები განხორციელდა, ეს იქნება საქართველოს ტერიტორიულ დაყოფის ისეთი მაშტაბის ცვლილება, რომელიც ფარნაოზ მეფის შემდეგ არ მომხდარა .შინაარსობრივად კი, საქართველოს ტერიტორიული დაყოფის კანონპროექტში წარმოდგენილი ვარიანტი ეს არის არაკომპეტენტური, მავნებლური, დანაშაულებრივი ქმედება. საქმე იმაშია, რომ დარჩენილ ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის გარდა შემორჩა ქვეყანას, არის ერთიანი სივრცე, სადაც შიდა ტერიტორიული ორგანიზაცია ადმინისტრირების მიზნითაა დაყოფილი და არა კუთხურ–ეთნოსური ნიშნით. კუთხურ ეთნოსური იდენტიფიცირება არაა მიბმული ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ დაყოფასთან, აჭარის გარდა. გურია სად იწყება და სად მთავრდება, ეს ისტორიულ საქმედაა ქცეული. სულ სხვაა თუ სად ცხოვრობენ გურულები. მათი განსახლების არეალი არაა მიბმული ამ ტერიტორიის გურიად – მის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად შექმნასთან. შემოთავაზებული კანონპროექტის განხორციელება კი წამოშობს გურიის “სახელმწიფოს”. როგორც კი ასეთი რამ მოხდება, იმავე დროს დადგება საკითხი გურულების განსახლების არეალისა და გურიის სახელმწიფოს საზღვრების შესაბამისობის შესახებ. საკითხის გარკვევასა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენას მოჰყვება სუფთა ცაზე მეხის გავარდნის მაგვარი მოვლენები შიდა და გარე მტერ–წამქეზებლების მეშვეობით. მე მზარავს ამაზე საუბარი. მაგრამ ჰიპოთეზურად გადაიტანეთ იგი სხვა კუთხეებშიც. საქართველოს ყველაზე დიდი უბედურება დაატყდა თავს როდესაც ის ერთეულებად დაიშალა, მაგრამ საქართველო არასდროს არ ყოფილა დაყოფილი ისეთ ერთეულებად, როგორც დღეს ოფიციოზი ანტიკონსტიტუციურად გვინერგავს ცნობიერებაში. მაგალითად, სამეგრელო- ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი და ა.შ. ეს ისეთივე ნონსენსია, როგორც სამხრეთ ოსეთი.ეს დაყოფა არაა არც კანონიერი და არც ისტორიული. თუ აქამდე ვერ ვხვდებოდით, თუ რატომ იყო ამ დაყოფის გამოყენება წახალისებული, აღნიშნული კანონპროექტით კარგად გამოჩნდაწყარო–ხელისუფლება, რომელიც იცვლება, მაგრამ ეს მიმართულება ხელისუფლების საქციელში უცვლელია. რაც აჩენს ეჭვს, რომ ან ხელისუფლებაშია ამ იდეის გამტარებელი ძალები უცვლელად, ან უცვლელია ხელისუფლებაზე ამ მიმართულებით ზემოქმედი მის გარეთ მდგომი ძალების გავლენა. კანონპროექტის ავტორები გეგმავენ საქართველოს დაყოფას “რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის”, “სამცხე–ჯავახეთის”, “ქვემო ქართლის” და ა.შ. “მუნიციპალიტეტთა რეგიონულ გაერთიანებებად”. გაერთიანების სახელით შენიღბული ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული შეიცავს სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანი აქვს -ტერიტორია, მოსახლეობა, კანონმდებლობა და იურიდიული პირის სტატუსი, ფინანსები და სამართავად მისთვის მიცემული ქონება. ერთი დარჩა ის, რომ არ ჰყავს ჯარი და საგარეო საქმეთა მინისტრი. თუმცა, ესეც იქნება, რაშიც ყველაზე დიდი საფრთხეა. ვიღაცას ხომ შეიძლება მოუნდეს, რომ ჯარიც ჰყავდეს და საგარეო საქმეთა მინისტრიც?! თავიდან აფხაზეთიც ისეთივე უწყინარი გაერთიანება იყო, სადაც შევიდა ისტორიული კუთხეები: საკუთრივ აფხაზეთი, ჯიქეთის ნაწილი, საბედიო, სამურზაყანო, თავისუფალი სვანეთი. იგივე შეიძლება ვთქვათ “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზეც”, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ჩვენი “ბოლშევიკი წინაპრების” პოლიტიკური თამაშით შექმნილი თავსატეხი, რომელიც შედგება საქართველოს ისტორიული კუთხეების: ქართლის, დვალეთის, რაჭის, იმერეთის ნაწილებისაგან.

_ რეფორმის შემდეგ, რომელ რეგიონს შეიძლება მსგავსი საფრთხე შეექმნას, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთს?

_ სეპარატიზმის საფრთხე ყველა რეგიონში შეიძლება შეიქმნას, რაც ნაციონალური ან რელიგიური მოვლენა კი არ არის, არამედ ეკონომიკური მოვლენაა. მას მოცემულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ბიუროკრატიულ–ეკონომიკური ელიტა აყალიბებს, რომელსაც ეკონომიკური ინტერესები გაუჩნდება და სურს ის დაიკმაყოფილოს. ვიღაცას შეიძლება ისიც აკმაყოფილებს, რომ გურიის ბატონ-პატრონი იყოს, ამის შემდეგ იწყება გამართულებელი მოვლენები, მისი ინტერესების განსახორციელებლად. იწყება ამ განზრახვის ისე შეფუთვა, რომ მოიპოვოს მხარდაჭერა. იტყვის, რომ საჭიროა რეგიონს ჰქონდეს რეგიონული ენა. მხარდამჭერი გაჩნდება ევროპის სახით ,რომელსაც მიღებული აქვს რეგიონული ენების ქარტია. თუ გაქვს რეგიონი–რატომ არ გაქვს რეგიონული ენა–ეს ევროპისათვის გაუგებარია, მაგრამ რეგიონი თუ არ გაქვს– ის ამ საკითხს ვერ დასვამს, მაშინ რატომ ქმნი მას? ან შესაძლოა, გაჩნდეს რელიგიის კუთხით შეფუთვის ახალი ვარიანტი, რომ ჩვენ მუსულმანები ვართ ან მართლმადიდებლები და გვინდა ცალკე ვიყოთ, რადგან ვიჩაგრებით. ამის მაგალითად ბალკანეთი შეიძლება დასახელდეს, ერთი ჯიშის და სისხლის ხალხს სეპარატიზმის სურვილი გაუჩნდა და შემდეგ შეიფუთა ზოგჯერ რელიგიური, ზოგჯერ პოლიტიკური და სხვადასხვა ნიშნით. მთელი საფრთხე მხოლოდ ეთნოსზე არ არის მიბმული, შეფუთვის მომენტიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, შესაძლოა, დაყოფა პოლიტიკური ნიშნითაც მოხდეს, თუმცა მთავარი ისაა, რომ არავინ გვეუბნება ეს რატომ უნდა გაკეთდეს. რას გვაძლევს ეს, შედეგი რა იქნება?! არის ფრაზა, რომ თითქოს ეს გააუმჯობესებს თვითმმართველობის სერვისის მიტანას ადამიანებამდე. სინამდვილეში ესეც ტყუილია, რადგან თუ დღეს მუნიციპალიტეტებიდან სერვისს სადღაც მესამე ცენტრში ავიტანთ, ეს კი არ დაუახლოვებს მას მოსახლეობას, პირიქით, დააშორებს. მეორეც, მე-7 კარი თვითმართველობის განვითარების იდეას ეწინააღმდეგება და კიდევ უფრო მეტ ცენტრალიზაციას ახდენს, ვიდრე ეს წინა ხელისუფლებამ გააკეთა.

_ ანუ მიიჩნევთ, რომ ქმედება ამ დაყოფისკენ მიზანმიმართულია?

_ რაც შეეხება საქართველოს – ეს ზუსტად მის დაშლას ემსახურება, ხოლო მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კი საქმე უფრო ჩახლართულია: აქ არსებული მუნიციპალიტეტების დაშლით მათ გამრავლებაზეა საუბარი. სავარაუდოდ, ორჯერ ან სამჯერ მეტი მუნიციპალიტეტი გვექნება, ვიდრე არის. შეთქმულების თეორიის მიმდევარი არ ვარ, მაგრამ როცა ფაქტების ჯაჭვი ემთხვევა ერთმანეთს, დასკვნა თავისით გაკეთდება. მგონია, რომ კანონპროექტი ან უგუნურად ან მტრულადაა შედგენილი. შუალედს ვერ ვტოვებ. დაყოფისკენ მიმართული ქმედების ეჭვს ისიც ამყარებს, რომ დღეს მოქმედი ორგანულ კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” არის მე-9 მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ ადგილებზე საქმის წარმოების ენა სახელმწიფო ენაა. მოცემულ კანონპროექტში კი ენის საკითხი საერთოდ არ არის შეტანილი. დღესაც ბევრ მუნიციპალიტეტში ადამიანებს საქმისწარმოება სახელმწიფო ენაზე უჭირთ, მაგრამ მოტივაცია აქვთ, რომ სახელმწიფო ენა ისწავლონ. ახალი კანონით თუ ჩნდება რეგიონი, მაშინ რეგიონული ენაა საჭირო. უკვე ჯერარმიღებულმა კანონმა გააჩინა ამ მიმართულებით პატარ-პატარა კერები, წარმოიშვა პატარა ჯგუფები, რომელიც ამ მოტივით არიან შეპყრობილები.

_ როგორია თქვენი ხედვა თვითმმართველობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით?

_ ის, რომ დღეს არსებული მუნიციპალიტეტები მასობრივად ხელოვნური პარამეტრებით–მოსახლეობა, მანძილი და ა.შ. დაიყოს, არასწორი გზაა. ავტორები აცხადებენ, რომ ამას სერვისის მიწოდების გაუმჯობესების გულისთვის ვაკეთებთო, მაგრამ ესეც პირობითი ცნებაა. სერვისის მიწოდება რომ სწრაფი და მოსახლეობასთან დაახლოებული იყოს, ამას ქვეყნის ჭრა-კერვა არ სჭირდება და ტექნოლოგიურად შეიძლება გადაწყდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით და ის ხარჯები, რაც ამ კანონპროექტს დაჭირდება, აბსოლუტურად იძლევა შესაძლებლობას, რომ ყველა დიდ თემის ცენტრი ციფრული ტექნოლოგიით იყოს უზრუნველყოფილი და მოსახლეობამ მიიღოს ის მინიმალური მომსახურება, რასაც ის დედაქალაქში იღებს. ეს არის მიმართულება, საითკენაც უნდა წავსულიყავით, მაგრამ ასე არ მოხდა. მუნიციპალიტეტების დაყოფა კი ვფიქრობ საფრთხეების შემცველია, რადგან მასზე უმიზნოდ დიდი ეროვნული ენერგია უნდა დაიხარჯოს. არის კიდევ მეორე საკითხი, თუ მიზანი არ ჩანს, მაშინ თვითმმართველობა საით უნდა განვითარდეს? რა შესაძლებლობა აქვს მას? პროცესი მოქმედ კანონმდებლობაში ნაკლოვანებების აღმოფხვრითა და არსებული კანონმდებლობის ცუდი განხორციელების პრაქტიკის დაძლევით უნდა დაწყებულიყო. ერთმა ჯგუფმა, შევქმენით “ნარმანია–ივანიშვილის” კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტი და თვითმმართველობის განვითარები ვექტორი არა სახელმწიფოსკენ, არამედ სოფლისკენ მივმართეთ. მიგვაჩნია, რომ უნდა შეიქმნას სოფელში, თემში უნდა იყოს არჩევითი ორგანო, რომელის სოფლის თავს აირჩევს. ამ უკანასკნელს დაენიშნება ხელფასი და სოფლის ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტები დელეგირებული უფლებით გადაეცემა. ამასთან, თუკი არის იმის შესაძლებლობა, რომ მუნიციპალიტეტის შეგნით რომელიმე ერთეული ისე განვითარდა, რომ თვითმმართველობის განხორციელება დამოუკიდებლად შეუძლია,მაშინ ის უნდა გამოეყოს ცალკე თვითმმართველობად. სხვათა შორის ასეთ შესაძლებლობას დღევანდელი კანონმდებლობაც იძლევა.

_ რაც შეეხება მუნიციპალიტეტებისთვის მიწის და ქონების გადაცემის საკითხებს, ხედავთ თუ არა ამაში პრობლემას და რა შეიცვლება რეფორმის გატარების შემდეგ?

_ როგორ გადაწყდება მიწის საკითხი ესეც არ არის გარკვეული, რადგან კანონპროექტში წერია, რომ საკითხს 2017 წელს განიხილავენ. ანუ ახლა მთავრობისთვის მთავარია დაჭრას და დაკეროს, ხოლო მიწას როგორ მისცემს ადგილობრივ თვითმმართველობას, ტყეს და სხვა დანარჩენ ქონებას განსაკარგად, ამას 2016-2017 წელს განიხილავს. კანონპროექტი რეალური თვითმმართველობისკენ არ მიდის, რაც ჩვენ გვჭირდება. მათ აქვთ რაღაც უკანა აზრები, რისი გაშიფვრაც ძნელია. თუ ასე არ არის, მაშინ გვითხრან რა უნდათ გააკეთონ. მიწის გარეშე რა უნდა ჰქნან რეალურად ეს არ ვიცი, ალბათ, ეს ისევ ისე დარჩება ფიქციად, როგორც ახლა მართავს ეკონომიკის სამინისტრო თბილისიდან სათიბებს, წყალს და ა.შ. კიდევ უფრო მეტი ცენტრალიზება მოხდება. რეალური თვითმმართველობისთვის, ამ რეფორმით, ვერც ქონებას მიიღებენ და ვერც მიწა-წყალს. ერთი წელი 4 წლის 25%-ია, რაც ამ ხელისუფლებამ უკვე დახარჯა და ვერ შეძლო ის დაებრუნებინა ხალხისთვის და თვითმმართველობისთვის, რაც წინა ხელისუფლებამ წაართვა. მოსახლეობისთვის უნდა ეკითხათ არსებულ კანონმდებლობაში რა ხარვეზები იყო და იმის მიხედვით უნდა დაეწყოთ ფიქრი რეალურ რეფორმაზე, ამათ კი კანონპროექტი ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე ოთახში დაწერეს და ახლა ცდილობენ ფაქტის წინაშე დაგვაყენონ. სადაური დემოკრატიაა, რომ საზოგადაოებას უწერ კანონპროექტს და მას ისე აკითხებ, როგორც შენ გინდა?! გვეტყვიან, რომ შეხვედრები გვქონდა და რეგიონებში ვიყავითო, მაგრამ მოსახლეობას აუხსნეს ყველაფერი, თუ ინფორმაცია ისე მიაწოდეს, როგორც თვითონ უნდოდათ? რატომ არ არის საჯარო დისკუსიები ამ თემაზე ტელევიზიებში?

_ კანონპროექტს მთავრობაში ყველა ერთხმად არ ეთანხმება, არის შენიშვნებიც.. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოხერხდა ამ შენიშვნების მასში გათვალისწინება?

_ კანონპროექტი, რომელმაც გაიარა მთავრობის სხდომა, მანამდე გაიარა და მიიღო დასკვნა ყველა სამინისტროში – იურიდიული სამსახურების, მინისტრის მოადგილეების და მინისტრების, შემდეგ ყველაზე მთავარი დასკვნა იუსტიციის სამინისტროში, შემოწმდა მისი შესაბამისობა კონსტიტუციასთან და მაინც მიიღეს, ასეთი კანონპროექტი მთავრობის კომპეტენციის გამო შეშფოთებას იწვევს, მთლიანად. თუ მათ ასეთი რამე გაეპარათ, მაშინ ისიც შეიძლება გაეპაროს, რომ სახელმწიფო მთლიანად აჩუქოს ვინმეს.

_ რაც შეეხება პროექტის ფასს, თუ არის ეს დათვლილი და რა შეიძლება დაუჯდეს რეფორმა სახელმწიფოს?

_ ყველა ასეთი გათვლა პროექტის ფასთან დაკავშირებით, ძალიან პირობითია. სახელმწიფომ კონკრეტულად უნდა თქვას მოსახლეობა რა სარგებელს მიიღებს ამ რეფორმით. უნდა ვიცოდეთ ხარჯი და შედეგი. რაც შეეხება პროექტის ფასს, სხვადასხვაგვარი შეფასებაა. ჩვენი გათვლებით, რაც ყველაზე მინიმუმია, 2014-2015 წლებისათვის მისი განხორციელება 500 მილიონი ლარი დაჯდება. უცხოელი სპეციალისების ზოგიერთი შეფასებით მისი ფასი 2-2,5 მილიარდი იქნება. ხარჯების გაზრდას არა მარტო დიდი ცვლილებები იწვევს, არამედ უამრავი დეტალიც. როდესაც ამდენ სოფელს, მუნიციპალიტეტს სახელი შეეცვლება, ავტომატურად უნდა შეიცვალოს საფოსტო ინდექსები, ფირნიშები, რომელიც ყველა გზას და მოსახვევს უჩვენებს და ა.შ. ამასთან, თუ ახალ ცენტრებს ვქმნით, მას ახალი ინფრასტუქტურა – გზა, კანტორა და ა.შ. სჭირდება, რაც ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის.

_ რაც შეეხება თქვენს ალტერნატიულ კანონპროექტს, როდის აპირებთ პარლამენტში შეტანას?

_ პარლამენტში უკვე გაკეთებული გვაქვს განაცხადი, ვაგროვებთ ხელმოწერებს და ვეცდებით ძალიან მალე შევიტანოთ ეს 30 ათასი ხელმოწერა. თუ ეს კანონპროექტის განხილვამდე მოესწრება, მაშინ ჩვენი პროექტი ალტერნატიულ კანონპროექტად უნდა იყოს, თუ არა ცალკე საკანონმდებლო ინიციატივად განიხილავენ. ჩვენი კანონპროექტისადმი უარყოფითი დამოკიდებულება საჯაროდ მას შემდეგ გამოვიტანეთ, რაც ჩვენი მოსაზრებები მისი ავტორების მიერ უგულელყოფილ იქნა. ამასთან, მინდა კანონპროექტის ავტორებს ვუთხრა, რომ ჩვენი კრიტიკა ეფუძნება პრინციპს “მოყვარეს პირში უძრახე”. ვურჩევ მათ, კრიტიკა გამოიყენონ კანონპროექტის გასაუმჯობესებლად, ხოლო ყურადღება გაამახვილონ იმ მიმართულებით ვინც გაკეთებულს უქებს იმ იმედით, რომ მასზე მისი ავტორები “პოლიტიკურ კისერს” წაიტეხენ. ჩვენ არც ეს გვსურს და არც ის, რომ მათ კისრისტეხვას მთელი ქვეყნის ცხვირ–პირის წატეხვა მოჰყვეს.

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში მიემგზავრება

"არის მოსაზრება, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში რუსეთი საქართველოში შექმნის ილუზიას"

ყველა სიახლე

სამართალი

ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

11:34; 11.01.2026
ზაფრანი

საახალწლო კრიმინალური ისტორიები

11:26; 11.01.2026
ზაფრანი

„საშინელი“ ახალი წელი

11:24; 11.01.2026
ზაფრანი

“მძიმე” ახალი წელი   

11:23; 11.01.2026
ზაფრანი

ოჯახური საახალწლო ფასეულობანი   

11:21; 11.01.2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11.01.2026
საზოგადოება

თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა _

10:28; 11.01.2026
სპორტი

ოზურგეთელი მოჭიდავის წარმატება

20:28; 10.01.2026
საზოგადოება

რას უნდა მიექცეს ყურადღება სასაწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით – ეპიდემიოლოგის რჩევები

19:41; 10.01.2026
სპორტი

საქართველოს ჩემპიონატიდან ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შედეგები უკვე დადეს 

19:02; 10.01.2026
მსოფლიო

„მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

18:45; 10.01.2026
პოლიტიკა

საქართველოში ირანის საელჩო განცხდებას ავრცელებს

18:44; 10.01.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

18:21; 10.01.2026
სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

17:43; 10.01.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა

17:12; 10.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო