https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ისწავლიან, ბატონო, ფეხბურთელები თამაშს”

18:12; 8.12.2013
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

2013 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 2014 წლის ბიუჯეტი გაზრდილია 1 307.4 ათასი ლარით, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით, შემცირებულია 5 724.9 ათ. ლარით, რაც გამოწვეულია იმით, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე თანხის მოცულობა ასახული არ არის, ასევე 2014 წლის პროექტში გათვალისწინებული არ არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხები, რომლებზედაც თანხების გამოყოფა მოხდება 2014 წლის დასაწყისში.

ბიუჯეტის გადასახდელები გაანგარიშებულია არსებული შტატების, საბიუჯეტო დაწესებულებების შენახვისათვის საჭირო თანხებზე, არსებული რესურსებიდან გამომდინარე და გათვლილია სულ 4 770.4 ათას ლარზე, აქედან: მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შენახვაზე დაიხარჯება 1 998.8 ათასი ლარი, მათ შორის: წარმომადგენლობითი ორგანოების შენახვაზე 550.0 ათასი და აღმასრულებელი ორგანოების შენახვაზე სამსახურების ჩათვლით) _ 1 343.0 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ, გასულ წელს შრომის ანაზღაურებაზე 936,5 ათასი ლარი გაიცა. მომავალი წლის ბიუჯეტში კი ეს თანხა 1 998.8 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც საჯარო მოხელეთა ხელფასების მატებითაა გამოწვეული.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დაცვის ხარჯები შეადგენს 12,0 ათას ლარს; თავდაცვის ღონისძიებებზე _ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენახვაზე დაიხარჯება 127.0 ათასი ლარი); სახანძრო დაცვის სამსახურის ხარჯები შეადგენს 250,0 ათას ლარს.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება.

პროექტით ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციაზე 374,0 ათასი ლარია მიმართული, აქედან: საგზაო სამუშაოებზე პირველ ეტაპზე (დიდთოვლობა, სტიქია და სხვა საგზაო სამუშაოები) დაიხარჯება 40.0 ათასი ლარი; ა(ა)იპ კომუნალური სამსახური “სხივი”-ს სუბსიდირებაზე დაიხარჯება 250.0 ათასი ლარი, მათ შორის: განათებაზე (დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება, განათების ქსელის მოვლა-შენახვაზე) – 115,0 ათასი ლარი და დასუფთავებაზე – 135.0 ათასი ლარი;

_ მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დაბა ჩოხატაურის დასასვენებელი პარკის და სკვერის კეთილმოწყობა, _ განმარტავენ გამგეობის საფინანსო სამსახურში.

არადა, 2012 წელს პარკისა და სკვერის კეთილმოწყობისთვის 200 ათას ლარზე მეტი დახარჯეს.

მომავალ წელს, ა(ა)იპ “კურორტ ბახმაროს” დაფინანსებაზე გამოყოფილია 65,0 ათასი ლარი. როგორც გამგეობაში ამბობენ, დაწესებულების მიზანია კურორტ ბახმაროს ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა-პატრონობა, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული დანიშნულების ობიექტების შექმნა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, კომუნალური მომსახურების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა.

ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება დამსვენებელთა მოზიდვა, მოსახლეობის გაჯანსაღების, დასვენების, სამედიცინო და კომუნალური მომსახურების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა. საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. კურორტის ტერიტორიის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. საქუჩო განათების და წყალმომარაგების სისტემის მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა, ინდივიდუალური სააგარაკო სახლების და სხვა ობიექტების მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

საგანმანათლებლო ღონისძიებებზე 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაიხარჯება 728,0 ათასი ლარი, აქედან ა(ა)იპ სკოლამდელი და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულება “მომავალის” შენახვაზე 650.0 ათასი ლარია განსაზღვრული.

_ გაიხსნება ბაგა-ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნება მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. უფრო კონკრეტულად კი საბავშვო ბაღები სოფელ ამაღლებაში, ზოტში, ვან-ზომლეთში, ხევში გაიხსნება, _ ამბობენ გამგეობაში.

ამ ეტაპზე ჩოხატაურში ფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 550 ბავშვი.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საბავშვო ბაღების მასწავლებლებს და აღმზრდელებს 40%-ით გაეზრდებათ.

ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შენახვაზე 68.6 ათასი ლარია გათვალისწინებული; სპორტული, კულტურული, ახალგაზრდული ღონისძიებების და რელიგიის შენახვას 966.0 ათასი ლარი მოხმარდება (ეს მუხლი, რომელიც წლებია მუნიციპალიტეტების ბიუჯეტშია ჩასმული საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ამ საკითხზე ჟურნალისტურ გამოძიებას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ. ავტ.)

პროექტის თანახმად, დაფინანსება ეზრდება შპს საფეხბურთო კლუბ “ბახმარო 2009”-ს. წლევანდელ ბიუჯეტში არსებულ 85 ათას ლარს ემატება 65 ათასი ლარი და მომავალ წელს 150.0 ათას ლარს მიიღებენ.

ჩვენს კითხვაზე, რატომ უზრდიან “ბახმაროს” დაფინანსებას, მით უმეტეს, როცა გუნდი ამ სეზონში უმეტესად აგებს, გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ზურაბ ჩანტლაძე ასე გვპასუხობს: _ ისწავლიან, ბატონო, ფეხბურთელები თამაშს. ჩვენც მასე ვიყავით. თავიდან არაფერი ვიცოდით და ნელ-ნელა ვისწავლეთ. ნახეთ, რა გუნდი ეყოლება ჩოხატაურს მომავალს წელს.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბი “ბახმარო” (ე.წ. განახლებული) ბოლო ხუთი წელია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზეა და ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებული წარმატებებით ვერ დაიკვეხნის.

კულტურის განვითარების ხელშეწყობას მოხმარდება 548.0 ათასი ლარი, მათ შორის, ა(ა)იპ კულტურის ცენტრის სუბსიდირებაზე _ 218.0 ათასი ლარი დაიხარჯება; ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანების სუბსიდირებაზე 86.0 ათასი ლარი; ა(ა)იპ სამუზეუმო გაერთიანების _ 98.0 ათასი ლარი; ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლის _ 66,0 ათასი ლარი და ა(ა)იპ სამუსიკო სკოლის სუბსიდირებაზე 80.0 ათასი ლარი დაიხარჯება. ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსებას 10.9 ათასი ლარი მოხმარდება.

აღნიშნული თანხების უმეტესობა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებს მოხმარდება. ისევე, როგორც მიმდინარე წელს. თანაც იმ ფონზე, როცა ა(ა)იპ-ებში ბევრი უცნაური შტატია დაშვებული: მაგალითად, დეკორატორი, სცენარისტი (ოღონდ რისი არავინ იცის), სელექციონერები (ამ შტატის ფუნქციაც გაუგებარია), სპეციალისტი ზეპირსიტყვიერების დარგში; სპეციალისტი ბავშვთა შორის მუშაობის საკითხებში; ლოჯისტიკაზე პასუხისმგებელი პირი; ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი პირი.

საკმაოდ უცნაური, ბევრ შემთხვევაში უფუნქციო შტატების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ამაზე სხვა საგაზეთო სტატიაში გესაუბრებით. მართალია, ხელისუფლება ხმამაღლა აღიარებს ბევრი შტატის არსაჭიროებას, თუმცა, აღიარება, მხოლოდ სიტყვიერად ხდება.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები 326.0 ათასი ლარით დაფინანსდება, აქედან, საზოგადოებრივი ჯანდაცვას მოხმარდება 76.0 ათასი ლარი (მათ შორის მიზნობრივი ტრანსფერი _ 64,0 ათასი ლარი და 12,0 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტით, საიდანაც დაფინანსდება 11 საფერშლო პუნქტი), დანარჩენი 250,0 ათასი ლარი სოციალურ დახმარებებზე დაიხარჯება, მათ შორის: 18 წლის ზევით მკვეთრად გამოსახული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სამედიცინო სტაციონალურ მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დაიხარჯება _ 7,5 ათასი ლარი; ახალშობილთა ოჯახებზე დახმარებაზე _ 15,0 ათასი ლარი; 0-18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარებასა და სტაციონალურ სამედიცინო მომსახურეობაზე _ 20,5 ათასი ლარი, (მათ შორის: სტაციონალურ სამედიცინო მომსახურებაზე _ 4,5 ათასი ლარი); მრავალშვილიანი (4 და მეტ 18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახების დახმარებაზე _ 25,0 ათასი ლარი; უხუცეს დღეგრძელთა დახმარებაზე (100 წელზე ზევით) _ 1,5 ათასი ლარი; დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარებაზე _ 3,6 ათასი ლარი; სამშობლოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურებაზე _ 2,5 ათასი ლარი; საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარებაზე _ 10.1 ათასი ლარი; მარტოხელა, უპატრონო პირთა სარიტუალო მომსახურების ხარჯებზე _ 4,0 ათასი ლარი; სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება, გადაუდებელ შემთხვევაში ბინის შესყიდვის ან დაქირავების ხარჯებზე _ 101,0 ათასი ლარი; ონკოლოგიურ დაავადებულთა სამედიცინო სტაციონალური მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე _ 8,0 ათასი ლარი; ლტოლვილთა დახმარებაზე (სათბობის შეძენა, სხვა აუცილებლობიდან გამომდინარე ერთჯერადი დახმარება და დაკრძალვის ხარჯი) _ 11.1 ათასი ლარი; ფენიკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარებაზე _ 9.6 ათასი ლარი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებისადმი მატერიალური მხარდაჭერა _ 3,6 ათასი ლარი; თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირთა დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს _ 14,0 ათასი ლარი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად – ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი

18:20; 20 თებერვალი, 2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა HIF Tbilisi 2026-ზე ტურიზმის საინვესტიციო ტენდენციების შესახებ მიგნებები გააზიარა

18:18; 20 თებერვალი, 2026
ფინანსები

დარეგისტრირდი CODE IT-ზე – შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს

17:46; 20 თებერვალი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა

16:46; 20 თებერვალი, 2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

11:41; 20 თებერვალი, 2026

საჯარო მოხელეები კონკურსის გადადებას რესტორნებში აღნიშნავენ

დავა რეალურად ჯერ არარსებულ წყალზე

ყველა სიახლე

სამართალი

„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია“

21:35; 20.02.2026
სამართალი

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

21:28; 20.02.2026
საზოგადოება

“შეწყვიტეთ რეფორმა”- ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება

21:27; 20.02.2026
საზოგადოება

პოლიტიკური რეკლამები META-ს პლატფორმებზე – რას ინფორმაციას ავრცელებს ISFED

19:17; 20.02.2026
ფინანსები

Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად – ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი

18:20; 20.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა HIF Tbilisi 2026-ზე ტურიზმის საინვესტიციო ტენდენციების შესახებ მიგნებები გააზიარა

18:18; 20.02.2026
საზოგადოება

მოქალაქეებს ახალი დოკუმენტების შესაცვლელად იბარებენ- რა ხდება ცნობილი

18:15; 20.02.2026
სამართალი

“შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380 000 ლარის ღირებულების 24 000-ზე მეტი კილოგრამი საკვებად უვარგისი კონსერვი”

17:57; 20.02.2026
ფინანსები

დარეგისტრირდი CODE IT-ზე – შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს

17:46; 20.02.2026
სამართალი

სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო

17:43; 20.02.2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობას გავიზიარებ

17:26; 20.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა

16:46; 20.02.2026
საზოგადოება

ვინ არის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის სავარაუდოდ დაკავებული ბიზნესმენი

16:35; 20.02.2026
სამართალი

მკვლელობა შურისძიების მოტივით – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

15:51; 20.02.2026
სამართალი

ეზოდან მოპედი მოიპარეს

15:37; 20.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო