მოწმეების დაკითხვა ორ საკითხს შეეხება, როგორც დასაქმების პროგრამას, ასევე ე.წ კვარიათის ეპიზოდს. დაცვის მხარის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მათ არ იცოდნენ რომ დღევანდელ პროცესზე მოწმეები კვარიათის ეპიზოდზეც დაიკითხებოდნენ. ჩივიაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე მათ ინფორმაციას არ უცვლის, რის გამოც პროკურორებმა დაცვის მხარის ადვოკატი სიცრუეში დაადანაშაულეს.
პროცესს ქუთაისში თავდა ბრალდებული ვანო მერაბიშვილიც ესწრება.