https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კაკლის მურაბა, “შვიცური ამარეტო” და ქართული “ნაბეღლავი” _ ისტორიები თანამედროვე სოფლის მეურნეობაზე

10:12; 5.12.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ისტორია კაკლის მურაბაზე სერიოზული შესავლის ნაცვლად…

ყველაფერი დაიწყო კაკლის მურაბით… ის ერთადერთია მურაბებს შორის, რომელიც მიყვარს. ერთმა ბიჭმა, საღამოს, ოფისში, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ლამაზ ქილაში შეფუთული კაკლის მურაბა მომიტანა… დაუვიწყარი გემო ჰქონდა იმ მურაბას ორი მიზეზის გამო: პირველი _ ძვირფასი ადამიანის მოტანილი იყო და მეორე _ აშკარად ეტყობოდა ხარისხის კვალი.

პირველად დავხედე ეტიკეტს და აღმოვაჩინე, რომ ქართული “ბრენდი” იყო _ მარნეულის სასურსათო ქარხნიდან. .. ასე აღმოჩნდა ქართულ ღვინოსთან და ჩურჩხელასთან ერთად მარნეულის ქარხნის კაკლის მურაბა ყირგიზეთში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე  (რომელზეც ორჯერ ვიყავი მიწვეული) საქართველოს სახელით… მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ გვქონდა მანდარინის მურაბაც…

კაკლის მურაბის სიყვარულის ისტორია აქ არ მთავრდება… დასასრული იქნება ბოლოში…

გამომცემლობაში, სადაც მე ვმუშაობ (მედიასახლი “გურია ნიუსი”) ძალიან უყვართ სოფლის მეურნეობა და სპეციალური ჩანართიც გვაქვს “კარმიდამო ჩემი”. მეც მიყვარს სოფლის მეურნეობა, ოღონდ ჩემებურად… როცა ამბავს ვიძიებ…

ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა სოფლის მეურნეობას სხვა თვალით ვუყურებ, უფრო მეტად ვსწავლობ თემას და ვხვდები, რომ ამ თემაზე ძალიან ბევრი უნდა იწერებოდეს, ზოგჯერ უფრო მეტიც, ვიდრე პოლიტიკაზე, რადგან საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკა სოფლის მეურნეობისა და აგროინდუსტრიის განვითარებაა.

გლეხის შვილები და გლეხის შრომა _ “ჯერ კიდევ სტაბილურად მძიმე”

“მე გლეხის შვილი ვარ და განსაკუთრებით განვიცდი გლეხის შრომას. პირველივე განცხადებაში ვთქვი, რომ მქონდა პროექტი სოფლის განვითარებაზე, როგორც კი პრეზიდენტი ავირჩიეთ 2004 წელს, მაშინვე მქონდა შეთავაზება მასთან და დღესაც არ ვიცი, ამან რატომ ვერ დააინტერესა.

ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო მეწარმეობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი წარმოება.. სოფლის მეურნეობის რეფორმა მარტივი და გასაგები იქნება.” _ განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  “გურია ნიუსთან.”

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა, რაც ქართულ სოფლის მეურნეობას აქვს არის ის, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, სოფლის მეურნეობა ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის მიმზიდველ დარგად. ძალიან დაბალია სოფლის მეურნეობის დაკრედიტების და სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა:

“თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს, სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9 %-ია და ამავდროულად, რეალური დასაქმების მაჩვენებელი სოფლად, მნიშვნელოვნად ჩამორჩება დასაქმების საერთო ეროვნულ სტატისტიკურ მაჩვენებელს, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სოფლის და სოფლის მეურნეობის მდგომარეობა მოკლედ შეიძლება დახასიათდეს როგორც “ჯერ კიდევ სტაბილურად მძიმე.” _ აცხადებს ლევან კალანდაძე.

დღეს სოფლის მეურნეობა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად არის გამოცხადებული. თუმცა, აქცენტები მხოლოდ ნაწილობრივ კეთდება სოფლად სასოფლო სამეურნეო აქტივობის ზრდასა და სოფლის მეურნეობის, როგორც ბიზნესისთვის მიმზიდველ დარგად ჩამოყალიბებაზე.

როგორი უნდა სახელმწიფოს პოლიტიკა აგროინდუსტრიის ტრენდებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების თვალსაზრისით?

ლევან კალანდაძე: “ხელისუფლების პოლიტიკა აგებული უნდა იყოს სოფლის მეურნეობის ბიზნესისთვის მიმზიდველ და სასურველ დარგად ჩამოყალიბებასა და ამ სფეროთი დაინტერესებული ბიზნესმენებისათვის, ინვესტორებისათვის კომფორტულ და ფინანსურად საინტერესო გარემოს შექმნაზე, გადასახადების და საგადასახადო ტვირთის შემცირებაზე, ფინანსური მოტივაციის და სტიმულების შექმნაზე, სოფლად და სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების ზრდაზე.”

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიციას, ისინი კმაყოფილები არიან მიღწეული შედეგით.

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პერიოდში სოფლის მეურნეობაში უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში.

მცირემიწიანი ფერმერებისთვის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი განხორციელდა. დაიწყო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სამელიორაციო და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. სურსათის უვნებლობის კუთხით, სამჯერ მეტი ინსპექტირება ჩატარდა ვიდრე ბოლო სამი წლის განმავლობაში. ასევე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არის მიღებული, მათ შორის, სასოფლო–სამეურნეო კორპორაციების თვალსაზრისით“, _ აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია.

“ძალიან კარგი და საინტერესო ინიციატივაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ ახალი საკანონმდებლო აქტი. კოოპერაციის სტიმულირება სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ერთ-ერთი მართლაც უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა გახდეს. ეს ცხადია. მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს ინიციატივაც რაღაც ერთიანი კონტექსტიდან, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკიდან ამოვარდნილია და ამდენად, ამ რეგულაციის ეფექტურობის შესახებ საზოგადოებასა და ბიზნეს წრეებში ლოგიკურად ჩნდება უამრავი კითხვის ნიშანი და ეჭვი.

ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის თემა სოფლის მეურნეობაში ცალკე საკითხია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პრობლემაა ზოგადად ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი სტრატეგიის და ერთიანი კონცეფციის არქონა. ” _ აცხადებს ლევან კალანდაძე.

მაგრამ… არსებობს საქართველოში კომპანია, რომელსაც აქვს ერთიანი სტრატეგიაც და ერთიანი კონცეფციაც, მთავარი კი ამ ერთიანობაში ქართულ მიწა და ქართული ხარისხია…

ქართული ხარისხი, შვეიცარიელი ამარეტო, ქართველი თედო და… კაკლის მურაბა…

ამ  “ჯერ კიდევ სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში” (როგორც ლევან კალანდაძე ამბობს. ავტ.) სტაბილურად კარგად მუშაობს ქართული კომპანია “მარგებელი ჰოლდინგი” .

ვისაც ჯერ არ უნახავს, ყველამ უნდა ნახოს თელეთის სანაშენე მეურნეობა და მისი ბინადრები _ შვიცური  ბუღა ამარეტო, რომელსაც როგორც არავის ისე უხდება დიდი რგოლის საყურე ცხვირში, პატრიარქის სახელობის თედო და ულამაზესი “ჩოლკებიანი” ანანო.

ვისაც არ გაუსინჯავს, ყველამ უნდა გასინჯოს “მარნეული აგროს” უგემრიელესი პატარა პომიდვრები სათბურში და რაც მთავარია, კაკლის მურაბა, რომლის წყალობითაც მე რამდენიმე წლის წინ “მარგებელი ჰოლდინგი” გავიცანი.

რაც შეეხება ნაბეღლავს, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც მისი გემო არ გაუსინჯავს.

სტატიის დაწერა სოფლის მეურნეობაზე, უფრო სწორად როგორ შეიძლება განვითარდეს სოფლის მეურნეობა ქართული პროდუქციის ხარჯზე, მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც “მარგებელი ჰოლდინგის” წარმომადგენლებმა ჟურნალისტები ექსკურსიაზე მიგვიწვიეს.

თუმცა, მანამდე ჩემი და “გურია ნიუსის” უმცროსი მეგობრის, მაგდა მამალაძის სიტყვები დამამახსოვრდა, როდესაც ის პროექტში “მედიაწიგნიერება ახალგაზრდებისთვის მეგობრებთან ერთად დააჯილდოვეს”. ჩოხატაურელთა გუნდის სპონსორი კომპანია “წყალი მარგებელი“ იყო.

მაგდა მამალაძე, ჩოხატაურის#1 საჯარო სკოლის მოსწავლე, გუნდის წევრი: “იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ არასდროს დამავიწყდება. ჩემი ოჯახი წარმოშობით ნაბეღლავიდანაა და ეს სოფელი, ეს სახელწოდება ჩემთვის მშობლიურია, მაგრამ დღეიდან, კიდევ  უფრო მეტად ვგულშემატკივრობ ამ კომპანიას – ეს ხომ ჩემ ცხოვრებაში პირველი ჯილდოა!”

მაგდა და მისი მეგობრები  იმ დღეს იყვნენ ძალიან ბედნიერები…

მაშინ ჩოხატაურელმა ბავშვებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ მალე კიდევ უფრო დიდი ჯილდო ელოდათ წინ _ მოგზაურობა დიდ ბრიტანეთში…

კომპანია სს “წყალი მარგებელმა” (ნაბეღლავმა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისათვის ინგლისურ ენაში განათლების ამაღლების წახალისების მიზნით, სპეციალური პროექტი შეიმუშავა და ინგლისურ ენაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სამი მოსწავლე დიდ ბრიტანეთში, ორკვირიანი ენის კურსებით დააჯილდოვა… იქედან ბავშვები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

“წყალი მარგებელი” დიაბეტით დაავადებულ მოზარდებსაც დაეხმარა. ამერიკული არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ექთს ჯორჯიას“ ეგიდით დიაბეტით დაავადებული 50 მოზარდი კახეთში გამაჯანსაღებელ საზაფხულო ბანაკში გაემგზავრა. ისინი ორი კვირის განმავლობაში ექიმებისა და “ექთს ჯორჯიას“ წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ ყვარელში, საპატრიარქოს გიმნაზიის შენობაში ცხოვრობდნენ და ერთობოდნენ…

ბავშვების განათლება და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნებისმიერი კომპანიის სოციალური პროექტის სავიზიტო ბარათია… სწორედ ამიტომ, 2013 წლის 17 აპრილს “ნაბეღლავი” Golden Brand 2012 -ის რჩეული გახდა…

M ნიშანი_ “იმპორტირებულ პროდუქციას სრულად ჩავანაცვლებთ ქართულით!“

მოკლე ისტორია: 2007 წლიდან ცნობილი ქართული მინერალური წყლის “ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის “წყალი მარგებლის“ აქციონერების ინტერესი სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და კვების მრეწველობის განვითარებას დაუკავშირდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება “მარნეულის სასურსათო ქარხნისა“ და “მარნეული აგროს“ ისტორიაც. აღნიშნული კომპანიების გაერთიანება 2009 წლიდან უკვე “მარგებელი ჰოლდინგში“ მოხდა. აღსანიშნავია, რომ ევრობანკის (EBRD) ამ პროექტის შეღავათიანი დაფინანსება 18 მილიონი დოლარის ოდენობით სწორედ “ნაბეღლავის“ გარანტიით განხორციელდა. 2007 წლიდან დღემდე “წყალი მარგებელიდან“ 43 მილიონი ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, რათა ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული, სრული ციკლის სასოფლო სამეურნეო წარმოების სისტემის შექმნილიყო.

მიხეილ სვიმონიშვილი, “მარგებელი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელი: “ჩვენი მიზანია ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის ქართულით ჩანაცვლება. მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას აირჩიოს 100 პროცენტით ქართული პროდუქცია. დავანახოთ, რომ ეს მიღწევადია. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არსებული მითი დაგვემსხვრია, თითქოსდა საქართველოში წარმოება შეუძლებელია და ასევე შეუძლებელია კონკურენცია გაუწიო თურქეთს, ჩინეთს. ჩვენ ეს ამოცანა ამოვხსენით, ჩვენ ვართ პიონერები და ფლაგმანები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, როგორიცაა მეცხოველეობა, მებოსტნეობა და პროდუქციის წარმოება. სულ მალე იმპორტირებული პროდუქციას სრულად ჩავანაცვლებთ ქართული პროდუქციით.”

რაც შეეხება “მარნეულის სასურსათო ქარხანას”, საქართველოში ერთ–ერთი უმსხვილესი საწარმოა. რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, და 50-ზე მეტი დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. მათ შორის კაკლის მურაბას…

ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია “მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ

“მარნეული აგრო” ფლობს მიწის საკუთრებასა და ჩითილების წარმოების სასათბურე მეურნეობას გარდაბანსა და მარნეულში. მოჰყავს ბოსტნეული და ჰოლდინგში შემავალ “მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ნედლეულით ამარაგებს. ეს კი იმის გარანტიაა, რომ ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი არის ქართულ მიწაზე მოყვანილი.“ _ აცხადებს ” მარნეული აგროს დირექტორი გიორგი გიორგი დალაქიშვილი.

საბოლოო ჯამში, ნიშანი M ხარისხისა და ჯანსაღი საკვები პროდუქტის სინონიმად იქცა… და კიდევ, მაგალითად იმისა, როგორ შეიძლება განვითარდეს თანამედროვე სოფლის მეურნეობა ისე, რომ არ დაკარგოს ქართული ნიშა…

P.S. ანუ შეპირებული დასასრული კაკლის მურაბაზე: მგონი, იმ ბიჭმა, ვინც ერთ მშვენიერ საღამოს  მარნეულის ქარხნის უგემრიელესი კაკლის მურაბა მომართვა, დღემდე ვერ გაიგო ნამდვილი მურაბის ფასი… არადა, ყველაფერი რა კარგად დაიწყო… სტატია სოფლის მეურნეობაზე პესიმისტურად რომ არ დავასრულო, ბოლოს მაინც დავწერ, რომ ყველაფერი  კარგად იქნება…

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

14:55; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

ის, რაც თქვენი ხასიათი გგონიათ და არ მოგწონთ, შეიძლება ბავშვობის ტრავმა იყოს – მისგან გათავისუფლება შეგიძლიათ

14:23; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

დღეს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება

12:16; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ზამთარი ძლიერდება მთელი თავისი სიურპრიზებით” _ კობა ფარტენაძე

11:24; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო _ რა ეღირება ის

10:37; 12 იანვარი, 2026

კიევში ეუთო-ს მინისტერიალი მიმდინარეობს

სტუდენტები უკრაინის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ

ყველა სიახლე

მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

18:09; 12.01.2026
სამართალი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს

16:02; 12.01.2026
სამართალი

“თავდაცვის მიზნით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი” _ შსს ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

15:47; 12.01.2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12.01.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

14:55; 12.01.2026
სამართალი

ოზურგეთში “ქურდულ გარჩევას”, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი ხელმძღვანელობდა, ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

14:33; 12.01.2026
საზოგადოება

ის, რაც თქვენი ხასიათი გგონიათ და არ მოგწონთ, შეიძლება ბავშვობის ტრავმა იყოს – მისგან გათავისუფლება შეგიძლიათ

14:23; 12.01.2026
საზოგადოება

დღეს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება

12:16; 12.01.2026
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

12:03; 12.01.2026
მსოფლიო

ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

11:24; 12.01.2026
საზოგადოება

“ზამთარი ძლიერდება მთელი თავისი სიურპრიზებით” _ კობა ფარტენაძე

11:24; 12.01.2026
საზოგადოება

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო _ რა ეღირება ის

10:37; 12.01.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

10:15; 12.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა დავძლიოთ სიზარმაცე

10:13; 12.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს სურნელი

10:11; 12.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო