https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ადგილობრივი ბიუჯეტის თანხები ეპარქიისა და სასულიერო პირების პირად ანგარიშებზე

10:06; 11.06.2014
ჟურნალისტური გამოძიება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.

საქართველოში რამდენიმე ათეული რელიგიური ორგანიზაციაა: ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია; ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია; მარიამის ამაღლების კათოლიკური ეკლესია; საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინი; ჯუმა-მეჩეთი; იეზიდთა სასულიერო კრება; ქართველ მუსლიმთა კავშირი; სომეხთა კათოლიკე ეკლესია; სახარების რწმენის ეკლესია; მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია; საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია; წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია; საქართველოს ევანგელისტური ეკლესია; ევანგელური ეკლესია _ სიცოცხლის სიტყვა; ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მადლი; საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია _ ხსნის არმია; კრიშნას ცნობიერების საზოგადოება; ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი; მეგობართა რელიგიური საზოგადოება _ კვაკერები; სვედენბორგის საზოგადოება საქართველოში; სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის _ ერი; თბილისის საენტოლოგიური ეკლესია და სხვა.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ რელიგიური ორგანიზაციებისა, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ. მათი რიცხვი 50 აჭარბებს. თუმცა, არცერთ მათგანს დღემდე არ უსარგებლია ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში ჩადებული საკმაოდ მრავლისმომცველი მუხლით _ "რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა".

ადგილობრივი ბიუჯეტებიდან თანხები მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არის გადარიცხული.

ჩვენს კითხვაზე, რატომ არ მიუღიათ დაფინანსება სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურებში ერთნაირად გვპასუხობენ: არ მოუთხოვიათ. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, თანხა აუცილებლად უნდა გასცენ:

_ ახლა რომ მომთხოვონ, ვერ მივცემთ. ამ მუხლში ჩასმული თანხა უკვე ამოწურულია. წერილს თუ მოგვწერენ, მომავალი წლის ბიუჯეტში ჩავუსვამთ, _ ამბობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ზურაბ ჩანტლაძე, რომელიც განმარტავს, რომ ბიუჯეტში თანხას წლის დასაწყისში შემოსული წერილის შესაბამისად ითვალისწინებენ:

_ წლის დასაწყისში მეუფე გვწერს, თუ რაოდენობის თანხა სჭირდება ეკლესიას და ისე ვსვამთ, _ განმარტავს საფინანსო სამსახურის უფროსი.

"გურია ნიუსმა" გურიის სამივე მუნიციპალიტეტის გამგეობას ერთი და იგივე შინაარსის განცხადებით მიმართა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით: "2005 წლიდან დღემდე რა თანხა დაიხარჯა რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობისთვის; მოგვწერეთ კონკრეტულად რომელ წელს რა რაოდენობის თანხა გაიცა და ვისზე; მოგვაწოდეთ დოკუმენტაცია წლების მიხედვით (ხელშეკრულება, მოთხოვნის წერილი და ა.შ.) რის საფუძველზეც აღნიშნული თანხა ერიცხებოდა კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას. არსებობს თუ არა დოკუმენტაცია, კონკრეტულად რას მოხმარდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან "რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის" მუხლიდან გასული თანხა; არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტები…"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ რამდენიმე წერილი მოგვაწოდა, თუმცა, ზურაბ ჩანტლაძის მიერ დასახელებული ოფიციალური წერილი საჭირო თანხის წლის დასაწყისში მოთხოვნის შესახებ _ არა.

2008 წელს, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმდროინდელ გამგებელს ნიკოლოზ ანდღულაძეს წერს, რომ შემოქმედის ეპარქიის ანგარიშზე გადარიცხონ 10 000 ლარი, რომელიც "გათვალისწინებულია ჩოხატაურის ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრისთვის (5000 ლარი) და ჩოხატაურის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრისთვის (5000 ლარი)"; 2009 წელს, მეუფე იოსები 10 000 ლარს გამგებელს, მამუკა დოლიძეს შემოქმედის ეპარქიის სარემონტო სამუშაოებისთვის სთხოვს. გამგეობის მიერ მოწოდებულ 2009 წლის დოკუმენტაციაში რამდენიმე ხელშეკრულებაა; ერთ-ერთის თანახმად, ი/მ ბეჟან ხაბეიშვილს 1000 ლარი გადაურიცხეს დაბლაციხის ეკლესიის ზარისთვის. 2009 წლის მარტში, 2000 ლარზე ხელშეკრულებაა გაფორმებული შპს "ოქროს ვერძი XXI"-ის დირექტორთან, ნიკოლოზ შეყილაძესთან, რომლის თანახმად, შეყილაძეს ვალდებულება აქვს აღებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი სამეცნიერო, ფოტო და ვიდეო მასალები განათავსოს ვებგვერდზე, სადაც უნდა მონიშნულიყო წარწერა: "მუნიციპალიტეტში არსებული ძეგლების დაფიქსირება მოხდა "დამკვეთის" ფინანსური მხარდაჭერით".

ხელშეკრულებას თან ახლავს რამდენიმე წერილი, მათ შორის, იმდროინდელი მაღალჩინოსნების, რომლებიც გამგეობას სთხოვენ, რომ ამ საქმეში მიიღონ მონაწილეობა, რადგან "ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების კატალოგის მომზადება მნიშვნელოვანი საქმეა". არც ერთ დოკუმენტში შესაბამისი ვებ-გვერდი მითითებული არ არის. ჩვენი მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ინტერნეტში ვერც "ოქროს ვერძი XXI" ვიპოვეთ და ვერც ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების კატალოგი.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 2010 წელს "რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის" მუხლიდან, მეუფე იოსების წერილის საფუძველზე, 4 000 ლარია გადარიცხული. გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსთან, ზურაბ ჩანტლაძესთან დაზუსტებული ინფორმაციით კი ირკვევა, რომ 2010 წელს რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მუხლიდან 8 549 ლარი დაიხარჯა.

2011 წელს გამგეობაში სამი წერილი შევიდა. საერთო ჯამში, ეპარქიის ანგარიშზე იმდროინდელი გამგებლის, გია გიორგაძის რეზოლუციით 15 ათასი ლარი გადაირიცხა. თუმცა, ამავე წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ეს თანხა 18 000 ლარია.

2012 წელს გამგეობაში 6 წერილია შესული: "გთხოვთ, ჩაგვირიცხოთ 8 ათასი ლარი ეკლესიის დახმარების ფონდიდან," _ წერს მეუფე იმჟამინდელ გამგებელს ლელა იმედაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ "ეკლესიის დახმარების ფონდი" არ არსებობს, წერილზე რეზოლუცია მაინც დევს და თანხაც, სავარაუდოდ, გადარიცხულია. სავარაუდოდ იმიტომ, რომ რატომღაც, გამგეობამ არც გადარიცხვის დოკუმენტები მოგვაწოდა და არც შესაბამისი ბრძანებები.

მსგავსი წერილები მიმდინარე წელსაც არის გამგეობაში შესული და მეუფის ყველა წერილს "გთხოვთ, თანხა ჩაგვირიცხოთ ეკლესიის დახმარების ფონდიდან", შესაბამისი რეზოლუცია ადევს.

"გთხოვთ, ჩაგვირიცხოთ 600 ლარი ეკლესიის დახმარების ფონდიდან უფასო სასადილოსთვის და 1000 ლარი საწვავისთვის," _ ეს წერილი მეუფე იოსებმა თამაზ ჯინჭარაძეს 2013 წლის 11 ნოემბერს მიწერა. რეზოლუციის თანახმად, თანხა გადარიცხულია, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვა დოკუმენტი გამგეობაში არ აქვთ.

როგორც მეუფე იოსები ამბობს, ყველა დოკუმენტაცია ეპარქიაში ინახება და მოთხოვნის შესაბამისად გამგეობას მისცემენ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, თეა უჯმაჯურიძემ განგვიმარტა, რომ ყველა დოკუმენტი, რომელიც არსებობდა, ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, გამოგზავნილია.

რაც შეეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას, "2005-2006 წლის ბრძანებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაარქივებულია და ჩვენთან არ ინახება. 2007 წელში ასეთი პროგრამა არ გახორციელებულა", _ გვწერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე.

თანდართული განმარტებითი ბარათით, რომელსაც ხელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსი, როლანდ ლაშხია აწერს, ირკვევა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის უცნობია, თუ რა ღონისძიებებზე იქნა გახარჯული გაცემული თანხები.

"განვმარტავ, რომ რელიგიის მხარდაჭერაზე ჩარიცხულია თანხები სუბსიდირების სახით. თუ რა ღონისძიებაზე იქნა გახარჯული თანხა, ჩვენთვის არ არის ცნობილი", _ გვწერს ლაშხია.

რაც შეეხება კონკრეტულ გადარიცხვებს; 2009 წლიდან დღემდე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ მუხლით 241 635 ლარი აქვს გაცემული. თანხების უმეტესობა კერძო პირების ანგარიშებზეა გადარიცხული. ყველაზე მეტი თანხა, ფიზიკური პირის, გულადი კბილაშვილის _ ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვრის, მამა ანდრიას ანგარიშზეა გადარიცხული.

_ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჯიხეთში, სტიქიის შედეგად დაზიანებული მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 800 ლარი. თანხა ჩაირიცხოს ფიზიკური პირის, ანდრია კბილაშვილის ანგარიშზე, _ აღნიშნულია, #315 ბრძანებაში (20.06.2013), რომელსაც ხელს აწერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე.

"გაცნობებთ, რომ თებერვლის თვეში, დიდთოვლობის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზა. რამდენიმე ადგილზე ჩამოწოლილი მეწყერი გზის სრული ჩაკეტვის საშიშროებას ქმნის. თქვენ მიერ მოვლენილი სპეციალისტების მიერ შესწავლილი იქნა დაზიანების ხარისხი. სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, აღდგენითი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 4500 ლარის ოდენობით. გთხოვთ, ზემოთ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად რელიგიის მხარდაჭერის ფონდიდან 4500 ლარი ჩაგვირიცხოთ ფიზიკური პირის, ანდრია კბილაშვილის ანგარიშზე", _ ასეთ წერილს უგზავნის მამა ანდრია 2011 წლის 10 მარტს იმჟამინდელ გამგებელს, გიორგი გოგუაძეს. ამ წერილის საფუძველზე, გამგებლის ბრძანებით, თანხა მეორე დღესვე გადაირიცხა.

იმავე წლის 9 სექტემბერს მამა ანდრიას პირად ანგარიშზე 400 ლარი სარეზერვო ფონდიდან გადარიცხეს, სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერში მისასვლელი გზის შესაკეთებლად.

იმავე წელს, მამა ანდრიას წერილის საფუძველზე, 1000 ლარი ტაძრის დღესასწაულის მოსაწყობად ისევ პირად ანგარიშზეა გადარიცხული.

2010 წელს, მამა ანდრიას პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ოდენობა, გამგეობის მიერ მოწოდებული ბრძანებების თანახმად, 20 000 ლარს სცილდება.

მიმდინარე წელს, ზაზა ურუშაძის #558 ბრძანების თანახმად, "რელიგიის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან" 1 999 ლარი ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ფიზიკური პირის _ ზაზა ჟღენტის (მამა საბა) ანგარიშზე გადაირიცხა. ბოლო წლების დოკუმენტაციის თანახმად, მამა საბას პირად ანგარიშზეც სოლიდური თანხებია გადარიცხული.

აღსანიშნავია, რომ სასულიერო პირების პირად ანგარიშებზე თანხები სარეზერვო ფონდიდან და ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსების მუხლიდანაც არის გადარიცხული; გიორგი გოგუაძის 2010 წლის 3 თებერვლის #18 ბრძანების თანახმად, "ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამული დაფინანსების ხარჯებიდან გამოიყოს 500 ლარი ეკლესიების მოვლა-პატრონობის მუხლიდან აცანის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრისთვის". სარეზერვო ფონდიდან 500 ლარი 2010 წლის 24 მარტს წმინდა ლაზარეს ხსენების დღესასწაულზე სოფელ ჯუნეწერის ეკლესიაში გასამართი ღონისძიებისთვის დეკანოზ ზაზა ჟღენტის პირად ანგარიშზე გადაირიცხა. იმავე წლის პირველ აპრილს კი, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებისთვის 500 ლარი მამა იოანეს პირად ანგარიშზეა გადარიცხული. 2012 წელს სარეზერვო ფონდიდან 500 ლარი გამოიყო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ლანჩხუთის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის სადღესასწაულოდ მოსაწყობად. თანხა ფიზიკური პირის, ირაკლი ორმოცაძის ანგარიშზეა გადარიცხული. ინდმეწარმე ნიკოლოზ ქურიძეს 2012 წელს 756 ლარი სარეზერვო ფონდიდან შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, "სახალხო მსვლელობის _ ალილოსთვის სხვადასხვა საჩუქრების შესაძენად", 162 ლარი კი საპატრიარქოსთვის კვების პროდუქტების შესაძენად გადაირიცხა.

აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2013 წლის 29 მარტს 230 ლარი ხევსურეთის ეპარქიის ფუძნარის ღვთისმშობლის მონასტრისთვის არის გამოყოფილი, ოღონდ რის საფუძველზე, უცნობია. ბრძანებას, რომელსაც ხელს ზაზა ურუშაძე აწერს, სხვა დოკუმენტაცია არ ახლავს.

როგორც აღვნიშნეთ, ლანჩხუთის გამგეობას თანხები ბრძანებებით აქვს გაცემული, რომელშიც თანხის დანიშნულება წერია. უმრავლეს შემთხვევაში, თანხა პირად ანგარიშებზეა ჩარიცხული. ჩოხატაურისგან განსხვავებით, ლანჩხუთის გამგეობის მიერ გამოგზავნილ 2009-2013 წლის დოკუმენტაციაში, შემოქმედის ეპარქიის წინამძღვრის, მეუფე იოსების წერილი, რომ შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული თანხა ეპარქიის ანგარიშზე ჩაირიცხოს, სულ 4-ჯერ შეგვხვდა.

მეუფე იოსები ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ლანჩხუთის გამგეობის მიერ გაცემული თანხების შესახებ ინფორმაცია მისთვის უცნობია:

_ ვერაფერს გეტყვით პირად ანგარიშებზე გადარიცხულ თანხებზე. მე შემიძლია გითხრათ, რამდენი ჩამოირიცხა ეპარქიის ანგარიშზე და რაში დაიხარჯა. ლანჩხუთის გამგეობამ ვის და რის საფუძველზე გადაურიცხა თანხები, მე არ ვიცი, _ ამბობს მეუფე.

რაც შეეხება ოზურგეთს; მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ღურჯუმელიძის წერილის თანახმად, 2007-2012 წლებში თანხების გაცემა შემოქმედის ეპარქიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ხდებოდა:

_ თანხები ასახული იყო შესაბამისი წლების ბიუჯეტებში და მისი გაცემა ხდებოდა შემოქმედის ეპარქიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მიმდინარე წლიდან კი, გაცემა ხდება წერილობითი მოთხოვნისა და გამგებლის ბრძანების საფუძველზე, _ აღნიშნულია წერილში.

ამ დოკუმენტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შემოქმედის ეპარქიას 2007 წელს 15 000 ლარი ჩაერიცხა, 2008 წელს _ 102 100 ლარი, 2009 წელს _ 81 000 ლარი, 2010 წელს _ 63 800 ლარი, 2011 წელს _ 60 000 ლარი, 2012 წელს _ 55 000 ლარი, 2013 წელს _ 48 000 ლარი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებულ ყველა წერილს თუ ბრძანებას, თან საგადასახადო დავალების ქვითრის ასლიც ახლავს, რაც იმას მოწმობს, რომ თანხები ნამდვილად გადარიცხულია. თუმცა, ოზურგეთის გამგეობამაც ვერ მოგვაწოდა დოკუმენტაცია, თუ რაში დაიხარჯა ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხები.

აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული თანხის გადარიცხვის მოთხოვნის წერილებში მითითებული თანხების რაოდენობა არ ემთხვევა ღურჯუმელიძის ხელმოწერილ წერილში აღნიშნულ ციფრებს; მაგალითად, 2012 წელს მხოლოდ 53 000 ლარის გადარიცხვის ქვითრები და წერილებია, 2000 ლარის ასავალ-დასავალი კი უცნობია.

მეუფე იოსების მიერ გამგეობისადმი მიწერილი წერილები მხოლოდ 2011, 2012 და 2013 წლებით არის დათარიღებული. წინა წლებში დახარჯული თანხების ბედი გაურკვეველია _ არც ბრძანება არსებობს და არც წერილი; 2007 წელს ჩარიცხული 15 000, 2008 წელს _ 102 100 ლარის, 2009 წელს ჩარიცხული 81 000 ლარის, 2010 წელს ჩარიცხული 63 800 ლარის შესახებ მხოლოდ გადარიცხვის დოკუმენტაცია არსებობს.

როგორც ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებმა განმარტეს, ეპარქიისგან წერილებს ყოველთვის ითხოვდნენ, თუმცა, უშედეგოდ და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ დოკუმენტაცია არასრულყოფილია.

მეუფე იოსები კი ამბობს, რომ შესაბამის წერილებს ყოველთვის აგზავნიდა და ყველა დოკუმენტი იმისა, თუ რაში და როგორ დაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, ეპარქიაში ინახება.

_ არავის მოუთხოვია. ჩვენ ყველა დოკუმენტაცია წესრიგში გვაქვს. თანხები ეკლესია-მონასტრებს ხმარდებოდა და ხმარდება, _ განმარტავს მეუფე.

 ეპარქიისგან განსხვავებით, ამ თემაზე იურისტების კომენტარების მოპოვება რთული აღმოჩნდა. რამდენიმე იურისტმა მიზეზით, რომ ეს "ძალიან ფრთხილი თემაა" კომენტარი არ გააკეთა. ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კი, რომელიც სწორედ საბიუჯეტო საკითხებზე მუშაობს, კომენტარი იმ პირობით გაგვიკეთა, რომ მის ვინაობას არ გავახმაურებდით:

_ სწორად გამიგეთ, ძალიან გთხოვთ. მე ვარ მართლმადიდებელი და ამ თემაზე იმ კომენტარს ვერ გავაკეთებ, როგორიც საჭიროა. თუმცა, თქვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტები ცხადჰყოფს, რომ საქმე გვაქვს კანონმდებლობის უხეშ დარღვევასთან _ შესყიდვების, საგადასახადო, თვითმმმართველობის და ა.შ. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ბომბი, რომელთანაც შეხება არავის უნდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას თანხები სრულიად არაკანონიერად აქვს გადარიცხული. ბევრთან მისაუბრია ამ თემაზე, პირველ პირებს ვგულისხმობ და ყველა მათგანს ვუთხარი, რომ ეს ძალიან დიდი დარღვევაა. მითხრეს, რომ ამ თანხების გადარიცხვა სიტყვიერი მოლაპარაკებების შედეგად ხდება, რაც დაუშვებელია და რისი უფლებაც არ აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას. რომ არაფერი ვთქვათ დისკრიმინაციაზე, ფაქტია, რომ სოლიდური თანხები არამიზნობრივად იხარჯება. მაგრამ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, აქ ამ თემას ტაბუ ადევს. შესაბამისად, რთულია ამაზე ხმამაღალი განცხადების კეთება, თუმცა ეს დოკუმენტაცია ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი დარღვევები ხდებოდა და ხდება, _ გვითხრა იურისტმა.

მსგავსი პასუხები აქვთ იმ იურისტების უმრავლესობას, რომლებსაც "გურია ნიუსმა" ამ თემაზე კომენტარი რამდენჯერმე უშედეგოდ სთხოვა. ერთადერთი, ვინც საჯარო კომენტარზე დაგვთანხმდა, ლევან ალაფიშვილია, რომელიც ეკლესია-მონასტრების დახმარებისთვის თანხების ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემაში რაიმე კანონდარღვევას ვერ ხედავს:

_ უმჯობესია, ნათლად გავმიჯნოთ ცენტრალური/სახელმწიფო ბიუჯეტი და ადგილობრივი ბიუჯეტი. ცენტრალურ ბიუჯეტში არის მუხლი სათაურით "საქართველოს საპატრიარქო" სადაც გათვალისწინებული თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება საპატრიარქოს ფარგლებში წარმართულ საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და დაწესებულებებზე. აღნიშნულის საფუძველი კი გახლავთ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება, აგრეთვე მის საფუძველზე გამოცემული პრეზიდენტის/მთავრობის აქტები თუ ერთობლივი პროგრამები. რაც შეეხება ადგილობრივ ბიუჯეტს, რა მუხლი იარსებებს ადგილობრივ ბიუჯეტში, ისევე როგორც ხარჯების გაწევის წესსა თუ დანიშნულებას განსაზღვრავს ადგილობრივი ხელისუფლება. ვერაფერს გეტყვით თქვენს მიერ დასახელებულ შემთხვევაში "რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის" მუხლის არსებობა-არარსებობის შესახებ, თუმცა შეგვიძლია გავიხსენოთ და ვნახოთ დედაქალაქის ბიუჯეტი, რომელშიც "ქ.თბილისის რაიონების კეთილმოწყობის ღონისძიებების" ფარგლებში ხორციელდება "ეკლესია-მონასტრების დახმარება", აღნიშნულის საფუძველი კონსტიტუცია და კონსტიტუციური შეთანხმება გახლავთ. კონსტიტუცია და კონსტიტუციური შეთანხმება საკანონმდებლო/ნორმატიული აქტების იერარქიის უმაღლეს საფეხურზე მდგომი აქტებია; შესაბამისად, უპირატესი ძალა აქვს ყველა სხვა კანონის (მათ შორის, სამოქალაქო კოდექსისა თუ ბიუჯეტის) მიმართ. კონსტიტუციითა და კონსტიტუციური შეთანხმების ტოლფასი აქტით სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ სახელმწიფოს რაიმე ვალდებულება ნაკისრი არ აქვს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საპატრიარქოსთვის თუ ეკლესია-მონასტრების დახმარებისთვის თანხების ბიუჯეტში ასახვით, რაიმე კანონდარღვევას ვერ ვხედავ, _ გვითხრა ალაფიშვილმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჟურნალისტური გამოძიება

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში

21:05; 12 მაისი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

14:04; 27 აპრილი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

20:03; 29 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

13:03; 15 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I

10:03; 1 მარტი, 2017

ბესელიას "თეთრი სიის" დილემა

ახდენენ თუ არა ასკანაში კანდიდატებზე ზეწოლას ბიზნესმენი და გუბერნატორი

ყველა სიახლე

საზოგადოება

კალანდა სოფელ შემოქმედში

20:13; 13.01.2026
საზოგადოება

ექსკლუზივი: სენაკის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია – დაინიშნა ახალი უფროსი

19:54; 13.01.2026
პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13.01.2026
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან გააძევეს და პატიმრობაში დატოვეს

16:05; 13.01.2026
მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

15:46; 13.01.2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13.01.2026
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი”- ადვოკატი

14:38; 13.01.2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს” – სალომე ზურაბიშვილი

13:23; 13.01.2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13.01.2026
საზოგადოება

კალანდა

13:04; 13.01.2026
საზოგადოება

საუკუნეებს მიღმა დაბადებული ტრადიციები და რიტუალები

12:50; 13.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

12:21; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ფულთან დამოკიდებულება

12:20; 13.01.2026
მსოფლიო

გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

12:15; 13.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო