16 წლის პრიშა ტაპრემ ლა-მანშის სრუტე გადაცურა. ინფორმაციას The Dailymail ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, თინეიჯერმა, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ლა-მანში გადაცურა, თქვა, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“.
16 წლის პრიშა ტაპრემ, ჰერტფორდშირში მდებარე უოტფორდიდან, 4 სექტემბერს 21 მილი გაცურა დოვერიდან კაპ გრის ნეზამდე, რასაც 11 საათი და 48 წუთი მოანდომა, ეს ყველაფერი კი ქველმოქმედებისთვის თანხის შესაგროვებლად გააკეთა.
პრიშამ, რომელიც უოტფორდის საცურაო კლუბთან ერთად ცურავს, თქვა: „ეს უბრალოდ არარეალურია. მე ჯერ კიდევ არ მიფიქრია იმის შესახებ, რომ ინგლისის არხი გადავცურე, მაგრამ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.”