ამის შესახებ “გურია ნიუსს” გურიის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ აცნობა:
_ დღეს, ხუთ საათზე შევხდები ჟურნალისტებს და გეტყვით ყველა იმ საკადრო ცვლილების შესახებ, რომელიც იგეგმება და რომელზეც ამ დროისთვის მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, _ გვითხრა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი მოადგილის პოსტს მამუკა დოლიძე დაიკავებს სიმართლეს არ შეესაბამება.
_ მამუკა დოლიძე ჩემი მოადგილე არ იქნება. მისი კანდიდატურა არც განიხილებოდა და არ ვიცი საიდან ატყდა ასეთი აჟიოტაჟი, _ გვითხრა ჩხაიძემ.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, დოლიძის შესაძლო მოადგილეობის შესახებ “გურია ნიუსის” მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, გიორგი ჩხაიძე არც უაყროფდა და არც ადასტურებდა.