როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ დოლიძემ გვითხრა, “ეს ბატონი ოთარის პირადი ცხოვრებაა და მომხდარის შესახებ არაფერი იცის”.
“მე რა ვიცი 15 წლის წინანდელი ამბავი?! გერმანიამ არჩევნებში მონაწილეობა რომ აუკრძალა საქართველოს მოქალაქეს ეგ ვიცი მე.მოვა ბატონი ოთარი და გააკეთებს განცხადებას. ეს მისი 15 წლის წინანდელი პირადი ცხოვრებაა და ბევრი არაფერი ვიცი,” _ გვითხრა დოლიძემ.
ოთარ ფარცხალაძის ნასამართლობის შესახებ განცხადება თბილისის მერმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა; “2001 წლის 16 იანვარს, ის გასამართლებულია აუსბურგის სასამართლოს მიერ. ძირითადი სასჯელი _ პატიმრობა 1 წელი და 3 თვე,” _ თქვა გიგი უგულავამ და იუსტიციის მინისტრს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ ფარცხალაძე ძალოვან სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობეbზე მუშაობდა, მათ შორის 2008 წლამდე _ შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2013 წლის დეკემბრამდე კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
ნასამართლეობას მაშინ მისთვის ხელი არ შეუშლია.