“ვერაფერს გეტყვით უგულავას განცხადებაზე, ისევე როგორც რთულია, სერიოზული შეფასება მისცე ვანო მერაბიშვილის იმ რაღაც მოგონილ ზღაპარს, რომელსაც ჩვენ ვისმენთ; მაგრამ მათ პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხება ასეთი მეთოდების გამოყენებისკენ უბიძგებს,” _ ამბობს მანანა კობახიძე.
კობახიძის თქმით, უგულავას განცხადება სრული სიცრუეა, თუმცა, ამის მიუხედავად “კანონმა უნდა იმოქმედოს და რაც არის კანონით გათვალისწინებული, ის ზომები გატარდეს.”
თბილისის მერმა რამდენიმე წუთის წინ მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ნასამართლობის შესახებ განცხადება გააკეთა.
“2001 წლის 16 იანვარს, ის გასამართლებულია აუსბურგის სასამართლოს მიერ. ძირითადი სასჯელი _ პატიმრობა 1 წელი და 3 თვე,” _ თქვა უგულავამ და იუსტიციის მინისტრს დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდა.