იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი “საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების გაზრდას, ამასთან, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა სარგოების მეტნაკლებად დაახლოებას. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. კერძოდ, პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეთა სარგოებისთვის საჭიროა 6 184 800 ლარი, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სარგოებისთვის 300 600 ლარი. აღნიშნული თანხები გათვალისწინებულია 2014 წლის სახელწიფო ბიუჯეტის პროექტში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved