“აკრძალული საგნები სამ მსჯავრდებულს ი.ბ-ს, ბ.ბ-სა და გ.კ-ს აღმოაჩნდა. აღნიშნულმა მსჯავრდებულებმა თანამშრომლების მიმართ აგრესია გამოხატეს, ამასთან კატეგორიული უარი განაცხადეს შემოწმება-დათვალიერების განხორციელებაზე, თუმცა, წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონით გათვალისწინებული შემოწმება-დათვალიერების პროცედურები მაინც განხორციელდა.
შედეგად, ი.ბ-ს შარვლის საქამრედან ამოღებული იქნა ე.წ. “შტირი”. შარვლის საქამრეში ასევე “შტირი” აღმოაჩნდა მსჯავრდებულ ბ.ბ-ს, ხოლო გ.კ-ს ლითონის ბასრი ფირფიტა, ლურსმანჩაჭედებული ხის ნაჭერი და დაშლილი მაკრატელი ჩამოართვეს.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო,” _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.