https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მარინა თოთლაძე: “მწარე სიმართლე, თუ როგორ მოვიდა “გურია” დღემდე”

9:12; 27.12.2013
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გთავაზობთ მარინა თოთლაძის წერილს, რომელშიც ლანჩხუთის გურიაში მიმდინარე მოვლენებზეა საუბარი.

_ თუ რატომ გადავწყვიტე სიმართლის თქმა, ამას სამი მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ “დღეს მოვა, ხვალ მოვას ძახილში 4 თვე გავიდა” (ეს ფრაზა “გურია ნიუსთან” ინტერვიუში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ურუშაძემ თქვა); მეორე _ “რკინის ქალამნების” გამო, რომელიც თურმე, საკრებულოს თავმჯდომარეს “გურიას” გამო ჩაუცვამს, და მესამე _ გურიის ფედერაციის კახა ებრალიძის წერილი, თითქოს ის გუნდს 500 ათასი ლარით შეინახავდა. მან მე წერილით გამომიწვია და წერილითვე გავცემ პასუხს.


მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო ფაქტი: მე პირადად მოვიწვიე აუდიტი და ჩავატარე შემოწმება. აუდიტის დასკვნაში ნათლად ჩანს, თუ როგორ ამყოფინეს პირველ ლიგაში მყოფ გუნდს ფინანსები, რა გააკეთეს და მათი გასაკეთებელი დღეს ჩვენი გასაკეთებელი რატომ არის. ჩვენ იმიტომ ვამბობ, რომ კლუბში პირადად ჩემი ფინანსები იხარჯება. მინდა თუ არ მინდა, მე ჩემს ძმას ვუდგავარ გვერდში, მერე კი “გურიას” და იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ნამდვილად დაიმსახურეს ეს ჩემგან.


არ მქონდა ჩაფიქრებული, ასეთი რაღაც მეთქვა, მაგრამ თუ თქმაა, სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას. რაც შეეხება აუდიტის ჩატარებას, ეს მე მოვითხოვე, რადგან არ ჩატარდა. ვიკითხე კიდეც, თუ რატომ არ უშვებდნენ კლუბში აუდიტს. როდესაც დავრწმუნდი, რომ არ იყო ამ კუთხით არანაირი ძვრა, პირადად მოვიწვიე, გამომდინარე იქედან, რომ ჩემს ინტერესებში შედიოდა მცოდნოდა, რა მოხდებოდა კლუბში ჩემი ძმის დანიშვნის შემდეგ. ვამჩნევდი, რომ საქმე მთლად კარგად არ იყო, ამიტომ ავიღე ჩემი ძმისგან ნებართვა. მან მიმართა საკრებულოს და მისი თანხმობის შემდეგ, ჩემი სახსრებით ჩავატარე აუდიტი. ხელთ მაქვს დასკვნა, რომელსაც გადავცემ საკრებულოს და დაველოდები, თუ რა ზომებს მიიღებს.


იძულებული ვარ, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ვისაუბრო _ ზოგს “ძილი არ აქვს გურიას სიყვარულით”, ზოგიც “რკინის ქალამნებს იცვამს”. ხალხს ჰგონია, ბიუჯეტი მხოლოდ ფეხბურთს ხმარდება, ამიტომაც მინდა სიმართლე ითქვას, თუ ვინ რას აკეთებს. დავიწყებ იქედან, რომ ჩემი ძმა საპარლამენტო არჩევნებამდე იყო ვეტერანთა კლუბის წევრი და კობა სწორედ წინა ხელისუფლებისადმი დაუფარავი კრიტიკული შეხედულების გამო მოხსნეს სამსახურიდან. მოიყვანეს მისი საქციელი “უმსგავსობის მაგალითად”, გამოაქვეყნეს გაზეთში, რომ სხვას არ მიებაძა. ამ ყველაფერს დაედო პოლიტიკური სარჩული, რის გამოც ვიცავდი ჩემს ოჯახს, მე კი მიცავდა რუსეთის დიპლომატიური კორპუსი. ქუჩაშიც კი როცა გამოვდიოდი, ზურგს უკან მეძახდნენ, “ოკუპანტი” მოდისო, სახლშიც არაერთხელ მომვარდნიან; უფრო მეტიც, ჩემი ძმა, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირეს _ მანქანის ოთხივე საბურავზე ჭანჭიკები მოუშვეს. დღეს ყველას ახსოვს, რომ ლანჩხუთელები ვართ, მაშინ კი არავის გახსენებია.


თუ სასიკეთო საქმეს ვაკეთებდი, ისე მიიღეს, თითქოს მიამიტები ვიყავით. მწყინს, როცა კლუბს 85 ათასი ლარი გამოუყვეს და ამას მოჰყვა აჟიოტაჟი. ამ თანხიდან 17 700 ლარი გადაირიცხა წინამორბედის მიერ დატოვებულ ვალში, 20% _ საშემოსავლო გადასახადში და რაც დარჩა, ის ხვდა წილად ფეხბურთელებს. საწყენია ისიც, რომ ბოლო პერიოდში, თბილისის “დინამოსთან” შეხვედრისთვის, თუნდაც, დუბლების თამაშის შემთხვევაში, ფეხბურთელების დედაქალაქში წასაყვანი თანხაც კი არ იყო გამოყოფილი, ბიჭებს მხოლოდ პირდებოდნენ, რომ ხელფასს გადაუხდიდნენ. თუ კლუბის ასეთი გულშემატკივრები არიან, “დღე და ღამეს ათენებენ” და მომეწონა კიდევ “რკინის ქალამნები”, რატომ არ ეხმარებიან გუნდს?! ერთი დღით ადრე ჩავედი და ბიჭებს ვუთხარი, შევეცდებოდი ეს მდგომარეობა გამომესწორებინა. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ბიჭების კეთილშობილება _ როდესაც ნახეს საბუთი, თუ საიდან და როგორ მოვიტანე ეს თანხა, ფულის აღებაზეც კი უარს ამბობდნენ. ბიჭების ასეთი საქციელი კიდევ ერთხელ მოწმობს მათ ერთგულებასა და კეთილშობილებას, რამაც კიდევ დამარწმუნა, რომ მათაც შესტკივათ გული “გურიაზე”.


რაც შეეხება ჩემი ფეხბურთით დაინტერესებას _ ჩემი ძმა, კობა მირზაშვილი, არასდროს მალავდა, რომ იყო “ქართული ოცნების” მომხრე, რაც არა ერთხელ დადებითად შეაფასა ყოფილმა გამგებელმა გია გოგუაძემაც კი. და ეს ეს იმ დროს, როცა გარკვეული კატეგორია ღიად ვერ ბედავდა “ოცნების” მაისურის ჩაცმას, თუმცა, ისინი დღეს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს.


როცა თემურ ჩხაიძე კენჭს იყრიდა საპარლამენტო არჩევნებში, მისი სამი მეგობარი ჩვენს სახლში ცხოვრობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. დაყარეს ჭორი, თითქოს ისინი ფულს გვიხდიდნენ. მე მჯერა, რომ ამას დავით უგრელიძე, გია გილიგაშვილი და მერაბ თევზაძე არ იტყოდნენ, ასეთ ცილს არ დაგვწამებდნენ და შეურაცხყოფას არ მოგვაყენებდნენ არც ჩემს ძმას და არც ჩემს ოჯახს. მაინც მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამას ყოველგვარი ფინანსების გარეშე ვაკეთებდით _ ამით კიდევ უფრო დაამტკიცა და ღიად გამოხატა ჩემმა ძმამ საკუთარი პოზიცია.


საწყენია, რომ როცა ჩემი ძმა კლუბის დირექტორი გახდა, ყველამ ზურგი გვაქცია. ის ჯერ დაინიშნა ერთი თვით. უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად “გურიას” უნდა ეთამაშა 10 აგვისტოს; 8 აგვისტოს კი გუნდმა დავალიანების გამო თამაშზე უარი განაცხადა. როცა ჩემმა ძმამ მითხრა, რომ 4 000 ლარის გამო თამაში იშლებოდა, მაშინვე ავდექი და გამოვაგზავნე ეს თანხა, თუმცა, ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს ფული იყო წინა სახელფასო დავალიანება.


მიუხედავად იმისა, რომ კობამ ფეხბურთელებს თანხა გადაუხადა, ისინი, ვინც გარკვეულ დავალებას ასრულებდნენ გუნდის დასაშლელად, მაინც წავიდნენ. ჩემი აზრით, ეს არც ქართველი მამაკაცის და არც ქართველი ფეხბურთელის საკადრისი საქციელი არ არის _ მათ დიდი სურვილი ჰქონდათ, გუნდი დაშლილიყო და ის ერთთვიანი გამოსაცდელი ვადა, რაც კობა მირზაშვილს ჰქონდა მიცემული, მის საწინააღმდეგოდ მოეტრიალებინათ, თუმცა, არ გამოუვიდათ. თუ გუნდი დაიშლებოდა, წინამორბედ ხელმძღვანელობას ექნებოდა სათქმელი, რომ აი, მოვიდა ახალი დირექტორი, რომელმაც გუნდი დაშალა, გათამაშებიდან მოხსნა და ცუდი შედეგი დადოო. ამ დროს მზადდებოდა საკითხი ბაზის გადმოცემის შესახებ _ საშვილიშვილო სირცხვილი იქნებოდა, რომ ბაზის დაკარგვა დაბრალებოდა ჩემს ძმას. ასევე მოხდებოდა ასეთი რამ _ თუ არ იარსებებდა გუნდი, მუნიციპალიტეტს ექნებოდა თანხა, რომლითაც გაისტუმრებდა ბანკის ვალს, თავისთავად, ბაზა გაიყიდებოდა, შემოსავლის ნაწილით გაისტუმრებდნენ ბანკის ვალს, დანარჩენი თანხა კი სად წავიდოდა, ეს მკითხველისთვის არ იქნება რთული მისახვედრი.


კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას _ თუ შესაძლებელი იყო, პირველ ლიგაში მყოფი გუნდისთვის დახარჯულიყო ბიუჯეტის თანხა, საკრებულო დადგომოდა გარანტად და აეღოთ ბანკის ვალი, უმაღლეს ლიგაში მყოფმა გუნდმა რა დააშავა? არ ვამბობ, რომ არაფერი გაუკეთებიათ _ რამდენჯერმე გადმორიცხეს თანხა, მაგრამ ეს კეთდებოდა მხოლოდ საჩვენებლად, რომ აი, ჩვენც რაღაც გავაკეთეთო!


ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გათვლილი იყო იმაზე, რომ ჩემი ძმა გაეშვათ სამსახურიდან და გუნდის დაშლა, ბაზის გასხვისება და ვალების გაუსტუმრებლობა დაბრალებოდა მას. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთაგანაც ჩემს ძმას ნისიად აქვს წამოღებულ კვების პროდუქტები და ასე მოატანინა გუნდს დღემდე თავი. მათი სახელები არ ვიცი, მაგრამ ყველას მადლობას ვუხდი დახმარებისთვის.


თუ ჩემმა ძმამ თავის თავზე აიღო ყველაფერი, დანაშაულია? კლუბი ხომ მარტო კობას არ ეკუთვნის? ის ლანჩხუთის სიამაყეა. ხაზგასმით მინდა ვთქვა: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ ფეხბურთელებს, როცა რამეს ვეუბნები, ჩემი სჯერათ, მე კი ვცდილობ მათ იმედი არ გავუცრუო.


ამბობენ, რომ ბიუჯეტში თანხა არ არის. თუ ასეა, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც იკითხოს ვინმემ, რით არსებობს გუნდი? რომ არა მე, რა უნდა ექნათ, რას აპირებდნენ? მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, ბიჭებს, რომელთაც ერთმანეთის გამონაცვალი დახეული ბუცები აცვიათ, წვიმაში თუ ქარში თავს არ ზოგავენ, თამაშობენ და გვახარებენ გულშემატკივრებს.


ერთ რამეს ვერ ვიგებ _ დანიშნეს ჩემი ძმა კლუბის დირექტორად, მაგრამ არ დაუნიშნეს თანამშრომლები. პასუხად ამბობენ, რომ არ არის ფინანსები. ასევე, მებადება კითხვა: რატომ აქვს ჩემ ძმას კვების პროდუქტების ამდენი ვალი? უნდა ჩატარებულიყო ტენდერი და გამოევლინათ მეწარმე, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა გუნდის კვებით უზრუნველყოფაზე. მაგრამ არა, ტენდერიც კი არ ჩაატარეს, მიზეზი ისევ ბიუჯეტში თანხის უქონლობაა, თუმცა, გუნდი მაინც არსებობს.


ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბაზაზე საწვრთნელად გუნდი პირველად გაიყვანეს გიალო ჩხაიძემ და კობა მირზაშვილმა _ 8 ფეხბურთელით გავიდნენ. ვიდრე ვარჯიშის ელემენტარული პირობები შეიქმნებოდა ბაზაზე, რამდენიმე ფეხბურთელი ჩემთან ცხოვრობდა ოჯახში, ერთი კვირა მაინც, თუ მეტი არა. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დავით მახარაძეს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში. ძალიან დიდი წვლილი გუნდის შექმნაში უდევს გიალო ჩხაიძეს, ამის შემდეგ მოვიდა დავით მახარაძე. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ გუნდი უმაღლეს ლიგაში მესამე ადგილს იკავებს.


მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კრიზისი პიკს აღწევს, ვცდილობ, გუნდს დავეხმარო. ჩემი აზრით, კლუბს არ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მწვრთნელები დავიქირავოთ, მაშინ როცა ადგილობრივი, არანაკლებად პროფესიონალი მწვრთნელები ფინანსურ კრიზისს და გასაჭირს გაგებით ეკიდებიან.


დაფინანსების გარდა, ფეხბურთელებს წამახალისებელ თანხასაც ვაძლევდით _ როცა პირველად დავესწარი თამაშს ფოთში, მაშინ იმდენად მოვიხიბლე, რომ გადავწყვიტე დამეწესებინა ბონუსი _ ყველა გოლზე, მიუხედავად წაგება-მოგებისა, 200 დოლარი. თბილისის “დინამოსთან” თამაშის დროს გაურკვევლობაში იყო გუნდი და როცა ბაზაზე დავბრუნდით, გადავეცი 10 ათასი ლარი. მერე გამახსენდა, რომ ორი გოლის ფული არ იყო ნაანგარიშევი, მივბრუნდი და ისიც გადავიხადე. ასევე, არ იყო გასვლით მატჩებზე გულშემატკივრის წასვლის საშუალება, ამიტომ, ჩემი ჯიბიდან გადავიხადე ავტობუსის და რამდენიმე მიკროავტობუსის საწვავის ფული.


იქედან მოყოლებული, გულშემატკივართა ტრანსპორტირების ხარჯს და გატანილ გოლზე დაწესებულ წამახალისებელ ჯილდოს _ 200 დოლარს მე ვიხდიდი. ამას ყველაფერს იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გიჩვენოთ, რამდენი დავხარჯე, არამედ ზოგიერთი ადამიანის კაცობასა და გუნდის სიყვარულს ვუსვამ ხაზს. შეიძლება ფული არ გქონდეს, მაგრამ თუ ვერ გააკეთებ, არ უნდა გააფუჭო. ასევე 5 500 ლარი გადავიხადე ჯარიმა იმის გამო, რომ კლუბს არ აქვს ლიცენზია. როგორც გავიგე, ლიცენზია იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ მოგვარდება სახელფასო დავალიანება და იქნება შტატები. ეს ყველაფერი ჩემი ძმის მოსვლამდე უნდა გაკეთებულიყო, რადგან, სწორედ მაშინ არ იყო არც სახელფასო და არც საშტატო პრობლემები _ როცა ფეხბურთელი გოლს გაიტანდა, პრემია ყველა თანამშრომელს ეწერებოდა.


ჯარიმა რომ არ გადაგვეხადა, ვკარგავდით 3-დან 5 ქულამდე. როცა ადგილზე თამაშობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ “გურიას” არ გააჩნია სტადიონი (მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაშია სტადიონი, რომლის თემა სულ სხვა საკითხია, რომელსაც შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ!), არ იყო პრობლემა, მაგრამ როცა გასვლით თამაშებზე მიდიოდნენ, მეტი ფინანსები იყო საჭირო. “სპარტაკთან” თამაშის დროს არ იყო თანხები, გამომდინარე იქედან, რომ მუნიციპალიტეტი ისევ არ აფინანსებდა გუნდის გასვლას, ბიუჯეტში თანხის უქონლობის გამო. ამიტომ, ისევ ჩემი გადასახდელი გახდა ტრანსპორტირების, სასტუმროს, დუბლების და კიდევ სხვა ხარჯების ფული და დამატებით 10 ათასი ლარი პრემიებისთვის, რამაც ნაწილობრივ გადაფარა გორთან თამაშის პრემიების დავალიანება.


მცხეთაში თამაშის დღეს ჩემი ძმა ნერვიულობის ნიადაგზე რეანიმაციაში მოხვდა. ძალიან მიკვირს, რატომ უნდა გადავიხადო მე ფეხბურთელების ტრანსპორტირებისა და სასტუმროს ფული იმ დროს, როცა გუნდი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა? ასევე, ბოლნისის “სიონთან” თამაშის წინ ისევ შეიქმნა დავალიანების პრობლემა; ფეხბურთელებმა უარი განაცხადეს თამაშზე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ 300 და 500 ლარობით მეწარმეებისგან მოაგროვა გარკვეული თანხა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს საკმარისი არ იყო. როდესაც ამის შესახებ გავიგე, ვესაუბრე ფეხბურთელებს და დავპირდი, რომ თამაშის ბოლომდე 5 ათას ლარს მე გავუგზავნიდი. მართლაც, ჩემი რძალი წავიდა ქობულეთში, რათა ეს თანხა გადაეცა გუნდისთვის. ამ დროს ფეხბურთელებს თხოვნით მიმართა მამა საბამ, რომ ეთამაშათ. შემდეგ ვიგებ, რომ ჩემი დახმარების გარეშე გადაწყვიტეს ეს პრობლემა და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფეხბურთელებმა ითამაშეს გულშემატკივრების თხოვნითა და მამა საბას ხათრით. შეგნებულად მოხდა ჩემი სახელის დაბლოკვა, რის შედეგადაც მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს თანხა აღარ გადამეცა გუნდისთვის. ჩემი ძმის ეგრეთ წოდებული “ახლობლების” მიერ, რომლებიც ითვლებიან “გურიას” გულშემატკივრებად, გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს მე 5 ათასი ლარი არ გავიმეტე და გუნდი დავშალე.


საინტერესოა, იმას, ვინც ჩემსკენ იშვერს თითს, რამდენი ლარი აქვს საკუთარი სახსრებით “გურიას” საკეთილდღეოდ დახარჯული?


14 დეკემბერს, კლუბისთვის გამგეობის მიერ გამოიყო 800 ლარი და 100 ლიტრი საწვავი, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი და მე ისევ გავუგზავნე ჩემს ძმას დამატებით თანხა, რაც მოხმარდა სასტუმროს, ტრანსპორტირების და კვების ხარჯებს.


გასვლით თამაშებზე გულშემატკივრის გამგზავრებას რაც შეეხება, ეს ჩემი პატარა წვლილი იყო, რადგან მათი თამაშზე დასწრება გუნდისთვის გარკვეული სტიმულია _ გულშემატკივრებს ხომ მეცამეტე მოთამაშეს ეძახიან?!


ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ გამიკეთებია _ თავდაპირველად, ჩემს ძმას შევუწყვე ხელი, შემდეგ კი კეთდებოდა სპონსორისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. რა თქმა უნდა, მქონდა მოლაპარაკება სპონსორთან საკითხი, მაგრამ ვამბობდი, რომ საჭიროა ურთიერთმომგებიანი წინადადების შეთავაზება. ყველა კარგად იშვერს თითს ჩემი ძმისკენ და წერენ პრესაში, რომ “დღეს-ხვალეს ძახილში 4 თვე გავიდაო”, მაგრამ თუ ჩემი ძმა იტყუება და მათ ჰყავთ რეალური სპონსორი, რატომ არ ჩამოიყვანეს?!


თუ მე ჩამოვიყვანდი სპონსორს, ასევე გათვლილი გვქონდა დაახლოებით 80 ადამიანის დასაქმება _ საწარმოს გავაკეთებდი, სპონსორი აიღებდა თავის წილს, მაგრამ მოგების გარკვეული წილი მეც დამრჩებოდა, რომელსაც ისევ კლუბს მოვახმარდი.


როდესაც დარწმუნდნენ იმაში, რომ მე ნამდვილად ვიყავი ამის გამკეთებელი, დაიწყეს ხელის შეშლა. ვითხოვდი მიწის იჯარით აღებას, მაგრამ ამაშიც ხელი შემიშალეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სპონსორს, რომელთანაც მე მქონდა მოლაპარაკება, ასეთ გაუგებარ სიტუაციაში, როცა გუნდს ამხელა დავალიანება აქვს, ვერ ჩამოვიყვანდი _ ჩვენ მას ვერ ვუქმნიდით ვერანაირ პირობას.


თავდაპირველად შემომთავაზეს 1 ლარად მიწის გასხვისება, შემდეგ თქვეს, რომ მიწა 9 ლარი ღირდა და შესაძლებელი იქნებოდა ამ ვარიანტის მოსინჯვა. ასევე, ნიშნის მოგებით მიმანიშნეს, რომ მიწის საბაზრო ფასი 70 დოლარიაო. მას შემდეგ ველოდებით, როდის განიხილავენ შემოთავაზებულ წინადადებას, თუმცა, პასუხი დღემდე არ მიმიღია. 21-ე საუკუნეში, ელექტრონული ფოსტითაც კი შეეძლოთ მოეწოდებინათ ჩემთვის გადაწყვეტილება, მაგრამ მზად არ ჰქონდათ, რადგან დღემდე არ არის ჩატარებული აუდიტი ბაზაზე და არ არის შეფასებული ბაზის რეალური ღირებულება.


როდესაც საკრებულოში ვიყავი მისული, გაჟღერდა ასეთი ფრაზა, რომ მე უნდა ვიყიდო ბრენდი. მაშინ ვიკითხე, 8 აგვისტოს, როცა გუნდი იშლებოდა 4 ათასი ლარის უქონლობის გამო, თქვენ, როგორც საკრებულოსა და გამგეობის წევრებმა, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, როგორც გულშემატკივრებმა და ბოლოს, როგორც მამაკაცებმა, რა გააკეთეთ იმისათვის, რომ ბრენდი, რომელსაც ასე ამაყად ახსენებთ, გადაგერჩინათ?!


დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ძმის თანამშრომლებს და ახლობლებს, რომლებიც უხელფასოდ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ “გურიასთვის” და გვერდიდან არ სცილდებიან კობას, ისევ და ისევ “გურიას” საკეთილდღეოდ.


ასევე, მინდა დიდი გულისტკივილი გამოვთქვა დეპუტატ თემურ ჩხაიძის მისამართით და შევახსენო, რომ იმ დროს, როდესაც მას სჭირდებოდა, ჩემი ძმა, სხვებთან ერთად, მის გვერდით იდგა. ამჯერად, გვერდში დგომა ჩემს ძმას კი არა, იმ “გურიას” სჭირდება, რომლის წარმატებითაც ამაყობს მთელი გურია. ბატონო თემურ, მეგონა ფეხბურთი თქვენთვის უფრო მეტს ნიშნავდა!!!

მარინა თოთლაძე

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

სამტრედიელი მერი არაბიძე ,,მაიას თასი 2025″-ის გამარჯვებულია

09:46; 18 დეკემბერი, 2025
სპორტი

განადგურებული მოედანი და გაბრაზებული ფანები – რა მოხდა სტადიონზე, სადაც მესი დაგეგმილზე ნაკლები დროით გამოჩნდა

11:40; 14 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025
სპორტი

“ბორჯღალოსნების” ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა

13:00; 30 ნოემბერი, 2025

მომავალი წლიდან თავდაცვის სამინისტრო საბჭოთა ვერტმფრენების ექსპლუატაციიდან ამოღებას გეგმავს

გაყიდული ტერიტორია, სადაც მიცვალებულებია დაკრძალული

ყველა სიახლე

სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24.12.2025
ფინანსები

„ჰილს კონსტრაქშენი” ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის” პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:38; 24.12.2025
ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო