როგორც მოგეხსენებათ, ცნობილი რეჟისორი 2012 წელს “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო და რეგიონებში მათ მხარდასაჭერად ხშირად ხვდებოდა ხალხს.
_ ჯერ არ შეცვლილა არაფერი იმიტომ, რომ ძალიან მკვეთრად იბრძვის ის ძალა, რომელიც თითქოს მოვიშორეთ და ვერ მოვიშორეთ. ეს ისეთი სენია, რომელსაც ასე იოლად ვერ მოიშორებ. ეს სენი ახალი არ გახლავთ _ XX საუკუნეშია დაწყებული. იმ ბოროტების თესლის გაგრძელებაა, რომელიც საქართველოში აღმოჩნდა. ამიტომ, ადვილად ვერ მოიშორებ, ისევე, როგორც ადვილად ვერ ამოძირკვავ სარეველას. ასე იქნება ბოლომდე ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, _ მიიჩნევს რობერტ სტურუა.