_ მედიაში ცდილობენ, შექმნან ისეთი განწყობა, რომ ეს ჰესი ქვეყანას სჭირდება და ეს კარგია. ამ შეფასებას ჟურნალისტები კი არ უნდა აკეთებდნენ, შეიძლება მართლა კარგია, მაგრამ მოდი რა, სპეციალისტებმა გვითხრან ეს. განიხილონ და იმსჯელონ, მაგრამ მე ამის იმედი არ მაქვს, არც იმის იმედი მაქვს, რომ ოფიციალურ პასუხს მომცემენ კანცელარიიდან. მაგრამ მარტო მე ხომ არ ვარ. იმ 800 კაცს რას ეუბნებიან, რომელთაც მიმართვაზე ხელი აქვთ მოწერილი? ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებმაც არჩევნებზე ხმა მივეცით და გავამარჯვებინეთ ამ ხელისუფლებას. ბედნიერები ვიყავით, როცა ნაციონალები წავიდნენ, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ გვატყუებენ. ახალი ხელისუფლება აგრძელებს იმავე გზას, რასაც ძველი და ისევ ფიქრობს ჰესების აშენებაზე.
_ და წესების დაცვით თუ აშენდა, ბატონო ირაკლი, ჰესები, მაინც წინააღმდეგი იქნებით?
_ დაგვარწმუნონ! ჯერ ერთი, ჩაატარონ ნორმალურად გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევა. 111 შენიშვნა აქვს გარემოს დაცვის სამინისტროს. არასამთავრობო ორგანიზაციებს კიდევ მეტი. ცივილიზებულად ჩაატარონ კვლევა და მერე ვილაპარაკოთ. რაც მთავარია, არ უნდა დავუშვათ სოფლის დატბორვა. თურქეთში ორმა სოფელმა უარი თქვა გადასახლებაზე და იქ ჰესი დაადაბლეს. ჩვენ რა უბედურება გვჭირს! საზოგადოება არის გულგრილი და ეს გულგრილობა დაგვღუპავს ჩვენ”.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეთა მიმართვა 27 დეკემბერს შევიდა კანცელარიაში. ოფიციალური პასუხი კი 10 დღეში იქნება.