“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ყაჩაღები ნიღბებით იყვნენ, ისინი სალაროში შევარდნენ და მორიგეეები, რომლებიც საწვავს ასხამენ მანქანაში, წებოვანი ლენტის საშუალებით დააბეს და ხელ-ფეხშეკრული ძირს დაყარეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხა წაიღეს თავდამსხმელებმა. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.
შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის გოჩა ფერსაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.