https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სიმართლე არასდროს დაიკარგება!”

19:07; 27.07.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც თავად ანზორ დოლიძე ამბობს, მისი ოჯახი, დედის ძმის _ გრიგოლ ანდრიას ძე კალანდაძის ფირალობის გამო დაისაჯა _ 1937 წელს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანის მკვიდრი, 32 წლის გრიგოლ (გრიშა) ესეს ძე დოლიძე დააპატიმრეს, ხოლო 1938 წლის 17 თებერვალს _ “სამეულის” გადაწყვეტილებით, დახვრიტეს.

ამონარიდი არქივიდან: “სასამართლოს თავმჯდომარე: ხანიკინა, წევრები: ახუგბა, გაჯიევი. დამნაშავედ იქნას ცნობილი გრიგოლ დოლიძე და მას მიესაჯოს დახვრეტა, პირად ქონებას გაუკეთდეს კონფისკაცია”. დოლიძის დახვრეტის შესახებ ოჯახმა 23 წლის შემდეგ შეიტყო.

_ მამა სოფელ ასკანის თავმჯდომარე იყო, ცოტა მოგვიანებით, დააწინაურეს და ჩოხატაურის აღმასკომის თავმჯდომარედ გადაიყვანეს. ასკანელმა მეზობელმა, რომელმაც იცოდა ჩემი ბიძის, გრიგოლ კალანდაძის ფირალობის შესახებ, დაასმინა ჩემი ოჯახი _ ეს ყაჩაღის, ხალხის მტრის დისშვილის ოჯახი არისო. მამა ჯერ დააქვეითეს, ასკანაში გამოუშვეს უფრო დაბალ თანამდებობაზე. 1937 წელს კი, ჩოხატაურში ჩაის მრეწველობის უფროსის პოსტზე ყოფნის დროს, დააპატიმრეს. როგორც არქივის მასალებიდან ირკვევა, სამი ადამიანის გადაწყვეტილებით, იგი თბილისში დახვრიტეს, თუმცა ოჯახს ატყუებდნენ, რომ 10 წელი ჰქონდა მისჯილი. ალბათ დაგაინტერესებთ რატომ და ვის გამო დაისაჯა ჩემი ოჯახი ასე. საუბარია ჩემს ბიძაზე _ გრიგოლ კალანდაძეზე, რომელიც მაშინდელი დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებას, ნოე ჟორდანიას უჭერდა მხარს. ჯერ მიწები ჩამოართვეს, მერე იძულებული გახდა ოჯახი დაეტოვებინა და ტყეში მიმალულიყო, რადგან ხელისუფლება სასიკვდილოდ ეძებდა.

ცნობილი ფაქტია, რომ ბიძაჩემი მისმა მეუღლემ დაასმინა; ჩოხატაურის მაშინდელ კაგებეს უფროსს, სარდიონ ჯიბუტს მისი ადგილსამყოფელი გაუმხილა. ბიძაჩემი მიწურ სახლში იმალებოდა, როცა კაგებეს თანამშრომლები მიადგნენ და ჩაბარება უბრძანეს. ფიზიკურად ძლიერი და მკვირცხლი კაცი იყო, მასთან დაპირისპირებას ყველა ერიდებოდა. ალყაშემორტყმული სახლის კედელი მხრით გაანგრია, სარდიონ ჯიბუტი მხარზე გაიდო და ტყეში შეასწრო სამართალდამცავებს მხარზე კაგებეს უფროსი ჰყავდა და ვინ ესროდა! როცა სამშვიდობოს გავიდნენ, ბიძაჩემმა იარაღი აყარა ჯიბუტს; ადრე მეგობრები იყვნენ და უთხრა, რომ მის მოსაკლავად მოსვლა არ უნდა გაებედა… დაინდო, ცოცხალი დატოვა. სარდიონ ჯიბუტმა კი დამალული პატარა ცეცხლსასროლი იარაღით, სავარაუდოდ, ქალის იარაღით, ზურგში ესროლა, ხუთი ტყვია დაახალა და იქვე მოკლა. თითქოს დასრულდა ეს ისტორია, მაგრამ, თურმე, არ დასრულებულა. როცა ძმა მოუკლეს, დედაჩემი 9 წლის იყო, შემდეგ გათხოვდა, შვილები გააჩინა და “ფირალი” ძმის გამო, ჯერ ქმარი დაუხვრიტეს, შემდეგ კი მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს! მაშინ, დედა ჩემზე იყო ფეხმძიმედ. კიდევ ბევრი უბედურება გადავიტანეთ; ძალიან უჭირდა ჩემს ოჯახს, დედა ავად იყო. ღვთის წყალობით გავიზარდე, სტუდენტი გავხდი. გადავწყვიტე, მამის ისტორია მომეკვლია. ბევრი ვიწვალე _ ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში დავდიოდი, პასუხი ვერ მივიღე და ბოლოს, გადავწყვიტე მაშინდელი ხელისუფლების ხელმძღვანელისთვის _ ნიკიტა ხრუშჩოვისთვის მიმემართა. სანამ არ შემიშვეს, სახლში არ წამოვედი. შევედი ხრუშჩოვთან, მოვუყევი ჩემი ოჯახის ისტორია და პირდაპირ ვუთხარი: მინდა გავიგო ვინ იყო ჩემი მამა, მრცხვენოდეს თუ მეამაყებოდეს მისი სახელის-მეთქი. მისი სიკვდილის მიზეზის მოძიება მოვითხოვე.

დედას მაშინაც არ სჯეროდა, რომ მამა მკვდარი იყო. კიდევ ატყუებდნენ, ციხეში ზისო. მოხდა ისე, რომ ხრუშჩოვმა ჩემი განცხადება ამიერკავკასიის სამხედრო პროკურორს გადასცა. რამდენიმე ხნის შემდეგ, პროკურორმა დამიბარა. მამაჩემის დახვრეტის მიზეზი მოკვლეული ჰქონდა, საქმე უმაღლეს სასამართლოს გადასცა და უმაღლესმა სასამართლომ მამა უდანაშაულოდ ცნო! ამის საბუთი მომცეს კიდეც, მაგრამ მე ტკივილის და სიმწარის მეტი არაფერი დამრჩა: არც მამის საფლავი მაქვს, დედა კი მძიმე სენით გარდაიცვალა. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, კაგებეს არქივში ვნახე მამაჩემის დახვრეტის საქმე, ვნახე თუ ვინ გაასამართლა, როდის დახვრიტეს, განაჩენი სად აღსრულდა. მაშინდელმა არქივის თანამშრომლებმა ამოწერის უფლება მომცეს და ამოვიწერე კიდეც ვინ იყო მომჩივანი. გავეცანი მამას მიცემულ ჩვენებებს; პირველ ჩვენებაში, ყველა ბრალდებას უარყოფს, მაგრამ შემდეგ, სხვადასხვა პიროვნებები ჩნდებიან საქმეში და აშკარად ზეწოლის და წამების შედეგად მოპოვებული უსაფუძვლო ბრალდებების აღიარება იკვეთება. ყველაფერი შეთითხნილი იყო, თანაც უნიჭოდ და აშკარად არაქართველების მიერ იყო გაკეთებული _ გაუმართავი ქართულით იყო ნაწერი. მამაჩემი გამართლდა, მაგრამ ამის შესახებ დედას არ გაუგია, რადგან მას ბოლომდე სჯეროდა, რომ მისი ქმარი ცოცხალი იყო. ის მამაჩემის ფოტოსთან ერთად დავასაფლავეთ. გვიან, მაგრამ მაინც მოვახერხე მოღალატის და ხალხის მტრის სახელი მომეცილებინა ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ საქმე ის არის, რა გამოვიარე და რა გამოიარა ჩემმა ოჯახმა არაფრის გულისთვის! როცა კაგებეს არქივში ვიმყოფებოდი, ჩემნაირი გაუბედურებული ოჯახების საქაღალდეები დასტად იდო. ეს ჩემი ოჯახის ისტორიაა, რომელიც თქვენ გაგიზიარეთ. ამით მინდა საზოგადოებას ვუთხრა ჩემი სათქმელი: უფლება არ ჰქონდათ ასე მოქცეოდნენ ჩემს მშობლებს, ის ტკივილი არასოდეს ყუჩდება, რომელსაც უსამართლოდ აყენებენ ადამიანს, _ ცრემლმორეული იგონებს წარსულს ანზორ დოლიძე.

“თითქოს რაღაცა გავაკეთე, მაგრამ რა?! ამ უკუღმართობასთან ბრძოლამ ბევრი ტკივილი მომაყენა, ყველაზე ძვირფასი წამართვა. ადამიანს რომ ცხოვრებას დაუნგრევ, სულში ჩააფურთხებ, ვერავითარი კომპენსაცია ვერ აანაზღაურებს; ამ იარას არაფერი მოარჩენს, იგი ჩემთან ერთად მოკვდება. ამიტომ, უსამართლოდ ადამიანის დაჩაგვრას, ოჯახის გამწარებას, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს თუ ქვეყანა და სახელმწიფო გვაქვს. იმ დროს უკან ვერავინ დააბრუნებს, ვერც იმ ადამიანებს დასჯიან, რომლებმაც ჩემი ოჯახი გააუბედურა, მაგრამ გაკვეთილი უნდა იყოს, უნდა ახსოვდეს ყველას, სიმართლე არასდროს დაიკარგება _ სწორედ მაშინ გამოჩნდება, როცა არავინ ელის მის გამოჩენას და ნათელს მოფენს ყველაფერს”, _ ამბობს ბატონი ანზორი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მამალაძე, იქ, სადაც მიდიხარ, ვერ გაგიშვებთ _ სკოლა დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

15:01; 7 თებერვალი, 2026

გუბერნატორი თხილის ფასის შესახებ

ღირსების ორდენები გადასცეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026
მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8.02.2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8.02.2026
მსოფლიო

მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

11:54; 8.02.2026
ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8.02.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8.02.2026
ზაფრანი

სლავა და ბობიკა

10:29; 8.02.2026
ზაფრანი

„დავსაჯეთ, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო…“

10:16; 8.02.2026
სამართალი

სპეცოპერაცია რუსთავში- დაკავებულია რამდენიმე პირი

9:57; 8.02.2026
ზაფრანი

“18 წლის ვიყავი, როცა”- ალექსანდრე ჩივაძე პირველი შეკრების შესახებ

9:45; 8.02.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7.02.2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო