“სემეკის თბილისში გადატანას შემცირებები მოჰყვა. 60 ჩვენი თანამოქალაქე სამუშაოს გარეშე დარჩა. ხელისუფლება აცხადებს, რომ თურმე უმჯობესია სემეკი თბილისში დაბრუნდეს. მე ვეკითხები “ქართულ ოცნებას”, თუ ქუთაისში ვერ ხედავთ განვითარების შესაძლებლობას, რას ჰპირდებით ამ ქალაქს? გვექნება თუ არა ჩვენ განვითარების შანსი? დღევანდელი ხელისუფლება არაფერს დაიშურებს იმისათვის, რომ პარლამენტი ისევ თბილისში გადაიტანოს, რაც ქუთაისისათვის კვდომის პროცესის დასაწყისი იქნება”, _ განაცხადა გია თევდორაძემ.
2014 წლის პირველი თებერვლიდან სემეკი ფუნქციონირებას თბილისში განაგრძობს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კომისიის საქმიანობის გაუმჯობესება სახელდება.