“გოქაძისათვის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არ აუხსნიათ. მისი გათავისუფლება არ უკავშირდება ოპტიმიზაციას და ხარჯების შეზღუდვას, რადგან კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას მიმდინარე წელს რეკორდული, დაახლოებით მილიონ 300 000 ლარიანი ბიუჯეტი აქვს. გოქაძის გათავისუფლების მთავარი მიზეზი პოლიტიკური შეხედულებებია. თუმცა ამით “ნაციონალებს” ვერაფერს დააკლებენ. ჩვენ ერთმანეთს გვერდით ვუდგევართ”, _ განაცხადა გია უკლებამ.
გია გოქაძე ააიპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას კატეგორიულად უარყოფს დაწესებულების ხელმძღვანელი ლადო პატარიძე. მისი თქმით გოქაძეს სამსახურში დარჩენა და ხელშეკრულების გაგრძელება შესთავაზა თუმცა, მან ამაზე უარი თავად განაცხადა.