თბილისის ზოოპარკის თანამშრომელი ნანა ზარქუა “რუსთავი 2” – თან საუბარში აღნიშნავს, რომ 3-4 წელია ზებრებში ასეთი მატება არ ყოფილა და პატარა ზებრის დაბადება განსაკუთრებით უხარიათ.
პატარა ზებრა თავს კარგად გრძნობს. ვინაიდან სქესი ჯერ არ იციან, სახელიც არ შეურჩევიათ.
ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, მალე კიდევ ახალი ბინადრები ეყოლებათ: მაიმუნები ჰოლანდიიდან, პინგვინები დიდი ბრიტანეთიან და ორი ძუ ლეოპარდი აზიის ქვეყნებიდან. ახალი ბინადრებისთვის ზოოპარკში ინფრასტრქტურის მოწყობა მიმდინარეობს.