ღონისძიების ორგანიზატორებია საერთაშორისო ორგანიზაცია “ფემინ არტის” საქართველოს ფილიალი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტი.
უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების სპეციალისტის, ლელა გელიეშვილის თქმით, თურქეთის მხარე ძალიან დაინტერესებულია უნივერსიტეტის სამხატვრო სკოლით.
“ჩვენთანაც აპირებენ განათლების მიღებას ბავშვები უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების სპეციალობაზე. ასეთივე ერთობლივი გამოფენის გამართვა იგეგმება ჰერაკლიაშიც, საიდანაც არიან ეს ბავშვები და ბატონი ადნან თურანი. იქნება ერთობლივი ვორქშოფი”, _ გვითხრა მან.
პერფორმანსზე მხატვრის მიერ შესრულებული ფერწერული ტილო ლატარიით გათამაშდა, ხოლო გამოფენიდან ერთი ნამუშევარი საჩუქრად უნივერსიტეტს გადაეცა.
გამოფენა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში კიდევ 3 დღე გაგრძელდება.