“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიიდან” თანხების უკანონო გადარიცხვასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2013 წლის 31 დეკემბრის N11ა/10154 განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს კომპანია “პრემის” და სამშენებლო კომპანია “ოლივდიზაინის” საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღება, ამ უკანასკნელში 50%იანი წილის მფლობელად ფიგურირებს დავით კეზერაშვილის მეუღლე სოფიო ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მეუღლის, სოფო ჩიქოვანის კომპანიაში რომელიც თანადამფუძნებელიც ტელეკომპანია “ტაბულას” ხელმძღვანელის თამარ ჩერგოლეიშვილის დაა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის წარმომადგენლები დღეს შევდნენ,” _ ნათქვამია განცხადებაში.