ფინანსთან მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, გასული წლის ოქტომბრისა და ნოემბრის დაზუსტებული მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 4.1 და 8.1 პროცენტი დაფიქსირდა. რაც შეეხება დეკემბრის თვის წინასწარ მონაცემებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 8.5%-ით განისაზღვრება. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წლის 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, კორსერვატიულადაც შეიძლება შეფასდეს. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ბანკი საქართველოში 6.3%-იან ზრდას ვარაუდობს.
უცხოური ინვესტიციების ზრდის შესახებ ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2013 წლის მეორე კვარტლიდან უცხოურ ინვესტიციებში მნიშვნელოვანი გამოცოცხლება დაფიქსირდა. მე-3 კვარტალში საქართველოში შემოდინებული ინვესტიციების მოცულობა 20%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს. 2013 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში 700-მდე მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.