რაც შეეხება დეკემბრის თვის წინასწარ მონაცემებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, დაახლოებით, 8.5%–ით განისაზღვრება.
“აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, წლიური ეკონომიკური ზრდა 3,1% იქნება, მაგრამ მარტში დაზუსტდება სოფლის მეურნეობის მაჩვენებელი, რაც, სავარაუდოდ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 2013 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3,5-3,6%-ის დონეზე დაფიქსირდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ჩვენი პროგნოზი 2014 წლის 5%–იან ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მართლაც პესიმისტური აღმოჩნდება და უფრო ოპტიმისტური და რეალისტური იქნება მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომელიც საქართველოში წელს ეკონომიკის 6.3%–იან ზრდას ვარაუდობს”, _ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში 20%-ზე მეტით გაიზარდა ექსპორტი, შემცირდა უარყოფითი საგადამხდელო ბალანსი 500 მილიონი დოლარით, რაც დამაიმედებელი მაჩვენებლებია.