“თბილისის მერიის გადაწყვეტილება სატელევიზიო ანძის განათების გამორთვასთან დაკავშირებით შეიცავს შანტაჟისა და პირდაპირი საბოტაჟის ნიშნებს. გვსურს ყველას შევახსენოთ, რომ მსგავსი ქმედება ისჯება საქართველოს კანონდმებლობით.
ანძის განათება პირდაპირ უკავშირდება საავიაციო უსაფრთხოებას. ამიტომ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიცავს სერიოზულ საფრთხეს საჰაერო ნავიგაციისთის.
აქვე შევახსენებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს მტავრპბას, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს არცერთხელ არ შეუფერხებია თბილისის მერიისთვის კანონით გათვალისწინებული ტრანსფერის გადარიცხვა. შესაბამისად ბიოუჯეტის ჩავარდნით სპეკულაცია, თითქოს საფრთხე ექმნება დედაქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას არ შეესაბამება სიმართლეს.
კიდევ ერთხელ შევახსენებ თბილისის მერიას, რომ მათი გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ შეიცავს საბოტაჟების ნიშნებს, საფრთხეს უქმნის მოიქალაქეების უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ აღადგინოს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის სატელევიზიო ანძისთის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად”, _ ნათქვამია განცხადებაში.