“ამ ათი პარტიის მიზანია შეიცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა და შეიქმნას ისეთი სააჩევნო გარემო, რომელიც უკეთ გამოხატავს ელექტორატის ინტერესებს. იმისთვის, რომ დემოკრატიის პროცესი იყოს ბუნებრივი, საჭიროა ობიექტური საარჩევნო გარემო. ხელისუფლების დღევანდელი დამოკიდებულება კოდექსთან მიმართებაში ქმნის სურათს, რომ მათ არ გააჩნიათ პოტენციალი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების კონსოლიდაციისთვის. საარჩევნო გარემო ყველა პარტიისთვის უნდა იყოს თანაბარუნარიანი და ობიექტური. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა წინა ხელისუფლებისადმი და გვქონდა იმედი, რომ ახალი მთავრობა აღმოფხვრიდა მანკიერ მხარეებს, მაგრამ ვხედავთ, რომ არც არაფერი შეცვლილა. თუ არ მოხდა ცვლილებები, ქვეყანა კიდევ უფრო მეტ ჩიხში შევა”.
პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში არსებული სიტუაცია ითხოვს ცვლილებებს, რომელიც სწორედ საარჩევნო კოდექსზე და გარემოზე გადის. მისი თქმით, საარჩევნო ბარიერი არც ერთი კონკრეტული კანდიდატის რეიტინგზე არ უნდა იყოს მორგებული. მაჭავარიანის განცხადებით, ახალ პარტიებსაც უნდა ჰქონდეთ საშუალება მივიდნენ ამომრჩევლამდე და გააცნონ პრიორიტეტები.
“საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობოების რეკომენდაციებში ორი მნიშვნელოვანი საკითხია ხაზგასმული, ეს არის მცირე პარტიების განვითარება და არსებობა პოლიტიკურ ველზე და მეორე საკითხია გენდერული ბალანსი, რასაც მთავრობა არ იღებს მხედველობაში. თუკი ვინმეს ოდესმე გაუგია, რომ ეს არის მათი ინტერესის სფერო, ეს არის ბლეფი”.
“ქალთა პარტიის” განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უაღრესად მნიშვნელოვანია და ამიტომ, უნდა განხორციელდეს ის ცვლილებები, რომელიც ჯანსაღ საარჩევნო გარემოს შექმნის, სხვანაირად მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისევ ორი ხელოვნურად გაძლიერებული ძალა იქნება გამოკვეთილი, სხვა პარტიები კი იძულებულნი იქნებიან დატოვონ პოლიტიკური ასპარეზი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved