https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოსამართლეთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც აკრიტიკებენ

16:01; 22.01.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “მოსამართლეთა ერთობის” ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კონკურსი ხარვეზებით მიმდინარეობს და “გურია ნიუსთან” საუბრისას ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვაკანსიები 23 ქალაქში 35 საშტატო ერთეულზე აქვს გამოცხადებული. აქედან 5 ვაკანსია თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე. კონკურსანტთა რეგისტრაცია კი 2014 წლის 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს.

“საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” აღმასრულებელი დირექტორის ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, ჯერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკრეტული კრიტერიუმები უნდა გაეწერა და შემდეგ გამოეცხადებინა კონკურსი, რადგან  ამ პირობებში კონკურსის ჩატარება მოსამართლეთა ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს.

“ეს კონკურსი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმითაა, რომ იუსტიციის საბჭო არ ცდილობს, შეცვალოს არსებული პრაქტიკა. საბჭოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, მოსამართლეთა დანიშვნა ორ ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე რეალურად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის წოდებას ანიჭებს და უკვე შემდეგ სხდომაზე ხდება მისი გამწესება კონკრეტულ სასამართლოში. ეს არის სრულიად ბუნდოვანი და არეული პროცესი. პირველად დანიშვნის დროს აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება 2/3–ით იყოს მიღებული, ანუ უფრო მაღალი ლეგიტიმაცია და ხმათა მეტი რაოდენობა სჭირდება გადაწყვეტილებას კონკრეტული მოსამართლის შესახებ. მომდევნო სხდომაზე კი, როცა დგინდება, კონკრეტული მოსამართლე სად უნდა მუშაობდეს, ამ თემაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს უმრავლესობა. გამწესებას ასეთი ფორმით კანონმდებლობა არ არეგულირებს, რომ ჯერ უნდა დანიშნო ადამიანი და მერე განამწესო. პრობლემას წარმოადგენს იცის, რომ არ არის კონკრეტულად გაწერილი კრიტერიუმები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რითაც უნდა იხელმძღვანელოს კონკურსანტის მოსამართლედ დანიშვნისას. ის მოთხოვნები რაც წარმოდგენილი აქვთ ფორმალურია და არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კანდიდატის შეფასება დეტალურად მოხდეს. ამასთან, ადამიანები, რომლებსაც უარი ეთქვათ მოსამართლედ დანიშვნაზე,  ვერასდროს მიიღებენ სინამდვილეში პასუხს, თუ რატომ ეთქვათ მათ უარი. დასაბუთებული პასუხის გაცემის ვალდებულება საბჭოს არ გააჩნია“,- აცხადებს ჯანეზაშვილი და დასძენს, რომ „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ კრიტიკულები არიან, მაგრამ მათი პოზიციას საბჭოს არამოსამართლე წევრები არ ითვალისწინებენ, რადგან გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება. მნიშვნელოვან და საკვანძო თემებზე მათი პოზიცია იგნორირებულია ხოლმე”.

ამასთანავე, ჯანეზაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია საბჭოს მხრიდან კონკრეტულად ითქვას, მონაწილეობენ თუ არა კონკურსში რეზერვში მყოფი მოსამართლეები.

“მნიშვნელოვანია ასევე რეზერვის ინსტიტუტიც, რომელიც კანონმდებლობით რეგულირდება. მოსამართლე რეზერვში შეიძლება ჩაირიცხოს, როცა მისი შემცირება მოხდება, მაგრამ ეს ვადა მისი სამოსამართლო ვადის ამოწურვას არ უნდა აღემატებოდეს. დღესდღეობით, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რეზერვში 5 მოსამართლე ირიცხება. მათგან რამდენიმე 7 წელზე მეტია რეზერვშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ანაზღაურებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ეს თანხა ხელზე 400 ლარს შეადგენს. თუკი რეზერვში გვყავს მოსამართლეები და ელოდებიან კონკრეტულ სასამართლოებში გამწესებას, მაშინ როგორ ტარდება კონკურსი რეზერვში ჩარიცხული მოსამართლეების გარეშე? ეს საკითხი დგას, თუმცა პასუხი არ ვიცით. წლების მანძილზე კონკურსი რამდენჯერმე ჩატარდა, ეს მოსამართლეები კი ისევ რეზერვში რჩებიან. უნდა არსებობდეს კონკრეტული რეგულაციები, რომ ამ ადამიანებს წლების განმავლობაში არ ჰქონდეთ ფუჭი მოლოდინები. პრობლემაა ასევე ის, რომ მათზე ვრცელდება ის რეგულაციები, რაც სხვა მოსამართლეებზე, რომ ისინი არ შეიძლება სხვა ანაზღაურებად სამუშაოზე დაინიშნონ, გარდა აკადემიური სამეცნიერო სამუშაოსი. იუსტიციის საბჭო ცალსახად არ ეუბნება მათ უარს. ვფიქრობთ, რომ რეგულაციები რეზერვთან დაკავშირებით დასახვეწია, რაც პრობლემას ქმნის როგორც მოსამართლეებისთვის, ასევე სისტემისთვის. ამასთანავე, არ არის განსაზღვრული, რა რაოდენობის მოსამართლე სჭირდება ქვეყანას. ამიტომაც არის, რომ ხან 35 საშტატო ერთეულზე აცხადებენ ვაკანსიას, ხან სხვა რაოდენობაზე. დათვლა და დაანგარიშება არ ხდება, რამდენი მოსამართლეა საჭირო, რომ გადატვირთულობის პრობლემა არ იყოს”, _ აცხადებს ჯანეზაშვილი.

 გარდა ამისა, ჯანეზაშვილი ხაზს უსვამს მივლინების პრაქტიკას და აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა სურვილის გათვალისწინება არ ხდება.

“მანკიერი პრაქტიკაა, რომ მოსამართლე, რომელსაც განაცხადი კონკრეტულ სასამართლოში ჰქონდა შეტანილი, იშვიათად ინიშნება იმ სასამართლოში, სადაც წარადგინა განაცხადი. ანუ, შეიძლება, სრულიად სხვა სასამართლოში დაინიშნოს და იმავე დღეს მივლინებულ იქნეს სრულიად სხვა ქალაქში და სხვა სასამართლოში. მივლინების პრაქტიკა კიდევ უფრო მანკიერი გახდა დანიშვნის პროცესში. მე თავად შევსწრებივარ სიტუაციას, როდესაც სხდომის მდივანი ურეკავს მოსამართლეს და ეკითხება თანახმა არის თუ არა ქუთაისის მაგივრად, სადაც მას ჰქონდა განაცხადი შეტანილი, მცხეთაში განმწესდეს? სხდომის მდივანს თუ ეს ადამიანი ეტყვის რომ თანახმაა, ეს უკვე საკმარისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. ადამიანი უნდა დაიბარო და ისე უთხრა ეს, ან არადა საშუალება მაინც მისცე არჩევანი თავად გააკეთოს, როდესაც მას სამუშაო ადგილს უცვლი”, _ ამბობს ჯანეზაშვილი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ევა გოცირიძე  არასამთავრობო ორგანიზაციის შენიშვნებს სამართლიანად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მიუხედავად საბჭოს არამოსამართლე წევრების მცდელობისა, რომ ეს პრობლემები მოგვარებულიყო, საბჭოს წევრების უმრავლესობა მანკიერი პრაქტიკის გამოსწორებას არ ჩქარობს.

“ვიზიარებ “მოსამართლეთა ერთობის” მოსაზრებებს. ჩვენ მოვითხოვეთ კონკურსის გამოცხადება გადადებულიყო, სანამ ყველაფერი არ დაზუსტდებოდა, მაგრამ არ გაითვალისწინეს.  გარდა კრიტერიუმებისა სხვა პრობლემებიც არის. წინა კონკურსის დროს საბჭომ კანონის შეუსაბამოდ იმოქმედა, როდესაც კონკურსის პროცედურა ორ ნაწილად გახლიჩა და კონკურსის ერთი ნაწილი მოაქცია კანონის ჩარჩოში. კანონის მიხედვით, მოსამართლე კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე შეიძლება გამწესდეს საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც 2/3-ის თანხმობა სჭირდება. საბჭომ კი კონკურსი გაყო, თავიდან კენჭი უყარა კანდიდატებს, ვინც ზოგადად შეიძლება მოსამართლედ აირჩეს, ხოლო როდესაც მათი კონკრეტულ ადგილზე გამწესება მოხდა, ეს გადაწყვიტა არა კონკურსის პირობებით, არამედ საკუთარი შეხედულებებისამებრ. მათი განმარტებით, ამას თითქოს არ ესაჭიროებოდა 2/3-ის თანხმობა. ეს კანონდარღვევა იყო, რადგან მოსამართლის განმწესება კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე უნდა მომხდარიყო და არა მათი მოსამართლედ არჩევა. ამ დარღვევის გამოსასწორებლად დავაყენეთ საკითხი, რომ თავიდანვე ჩატარდეს კონკურსი ერთ ეტაპად. ნამდვილად აღარ დავუშვებთ ამას, რომ კონკურის ორ ეტაპად ჩატარდეს. არამოსამართლე წევრები საბჭოს წარვუდგენთ ჩვენს რეგლამენტაციას როგორ უნდა ჩატარდეს კონკურსი. თუ ის არ გაითვალისწინებს ჩვენს რეგლამენტს და გადაწყვეტს, რომ ძველებურად გააგრძელოს კანონდარღვევა, მაშინ ჩვენ სხვა ზომებს მივმართავთ და კონკურსში მონაწილეობას არ მივიღებთ”,_ აცხადებს გოცირიძე.

მისივე თქმით, საბჭოს მიერ ძირითადად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებებია გათვალისწინებული და ხშირ შემთხვევაში არამოსამართლე წევრების პოზიცია იგნორირებულია.

“საშიშროება იმისა, რომ რამდენიმე ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება და არა საბჭომ, არსებობს. საკითხთა უმრავლესობის გადაწყვეტას უბრალო უმრავლესობა სჭირდება. ანუ არამოსამრთლე წევრების გარეშეც შეიძლება ბევრი საკითხის გადაწყვეტა. ჩვენი თანხმობა საჭიროა მხოლოდ მოსამართლეთა გამწესების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დროს და მცირე შემთხვევებში. ჩვენი მრავალი წინადადება თითქმის ყოველთვის იგნორირებულია. მიჭირს იმის თქმა ამას ვინ წყვეტს, მაგრამ ცხადია, აქ დიდია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გავლენა და მისი პოზიცია, როგორც წესი, ყოველთვის გაზიარებულია მოსამართლე წევრების მხრიდან.  მოსამართლეებს თავიანთი ინტერესები აქვს, რომელიც ხშირად განსხვავდება ჩვენგან, ამიტომ კუბლაშვილის პოზიციას იზიარებენ”,_ აცხადებს გოცირიძე.

რაც შეეხება რეზერვში მყოფ მოსამართლეებს, გოცირიძე ამბობს, რომ ისინი კონკურსებში მონაწილეობას ვერ იღებენ და წლების განმავლობაში რეზერვში რჩბიან.

“ფაქტია ის, რომ ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ ხდებოდა რეზერვში მყოფი მოსამართლის განმწესება თანამდებობაზე ხელმეორედ. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ინსტიტუტი გამოყენებული იყო არა იმ მიზნით, რასაც უნდა ემსახურებოდეს, არამედ არასასურველ მოსამართლეთა თავიდან მოსაცილებლად. კონკურსიც კი იმგვარად ტარდებოდა, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლადამთავრებულების კანდიდატურები განიხილებოდა პირველ რიგში და თუ რჩებოდა ადგილები შემდეგ ცხადდებოდა კონკურსი ყოფილი მოსამართლეებისთვის. ამ პრაქტიკას შევეწინააღმდეგეთ და აღვკვეთეთ. ახლა კონკურსი ყველა კანდიდატისთვის ტარდება, მათ შორის რეზერვში მყოფი მოსამართლეებისთვისაც. ამასთან, მიგვაჩნია, რომ როდესაც სხვადასხვა სასამართლოში საქმეების მოზღვავებაა, რეზერვში მყოფი მოსამართლეები უნდა მიამაგრონ ამ სასამართლოს და არა რომელიმე სასამართლოს მოქმედი მოსამართლე. პასუხები ასეთ საკითხებზე ხან უარყოფითია, ხან ორაზროვანი. როგორც წესი რეზერვის მოსამართლეები დაწუნებულები არიან და მათი გამწესება არ ხდება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი მათი ვადის ამოწურვამდე სრულიად გათავისუფლების უფლება არ აქვს. ამასთან, არ არის განსაზღვრული კონკრეტული რაოდენობა, რამდენი მოსამართლე სჭირდება ქვეყანას. ეს შეიძლება მოსახლეობის რაოდენობასთან, საქმეების რაოდენობასთან და სხვა სტანდარტებთან იყოს დაკავშირებული. ფაქტია, რომ საქართველოში სხვა ქვეყანაში უფრო ცოტა მოსამართლეა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხიც შესასწავლია და არაერთხელ დავაყენეთ საბჭოს წინაშე. საბჭოს მხრიდან არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. ამას სტატისტიკა და მონაცემების მოგროვება სჭირდება, რისი გაკეთებაც არ სურთ”, _ განუცხადა გოცირიძემ “გურია ნიუსს”.

მისივე თქმით, კორკურსის დასრულების შემდეგ მოსამართლეთა შერჩევას დაახლოებით 2 თვე მაინც დასჭირდება.

“გურია ნიუსი” მთალი დღის განმავლობაში ცდილობდა დამატებითი ინფორმაცია კონკურსის მიმდინარეობის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძისგან მიეღო, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

პროკურატურის პრესსამსახური: "თქვენ მარინა ფერაძის შესახებ თუ გსმენიათ რამე?"

"ევროკავშირში მიხვდნენ, რომ ანტიევროპულ პროპაგანდას უნდა დაუპირისპირდნენ"

ყველა სიახლე

სამართალი

დაშავებულები 31 და 39 წლის არიან – ახალი დეტალები სამტრედიაში მომხდარ ავარიაზე

22:13; 10.02.2026
სამართალი

ავარია სამტრედიაში _ არიან დაშავებულები

21:49; 10.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

19:12; 10.02.2026
საზოგადოება

“დღეს უსაფრთხო აღარაფერია – მათ შორის, არც ქუჩაში გადაადგილება”- თორნიკე მიგინეიშვილი

18:09; 10.02.2026
საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პრემიერ-მინისტრს სამთავრობო კომისიის სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

17:56; 10.02.2026
საზოგადოება

დაზიანებული ხიდებიდან ტენდერებამდე: რა ეტაპზეა ჩოხატაურში სტიქიით დაზარალებული სოფლების დახმარების პროცესი

17:45; 10.02.2026
საზოგადოება

სს “წყალი მარგებელი” აცხადებს ტენდერს კვებისა და დასუფთავების მომსახურებაზე ნაბეღლავის ქარხანაში

17:37; 10.02.2026
საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

16:57; 10.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:43; 10.02.2026
სამართალი

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

16:21; 10.02.2026
ფინანსები

თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო – „ქოლგა თბილისი ფოტოს”

14:14; 10.02.2026
ფინანსები

ირაკლი კობახიძე: “ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა”

13:06; 10.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

12:21; 10.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში – ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და ამოტრიალდა

11:47; 10.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
0

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო