_ ვაი დედა, ვაი დედა, რა მთავრობა მევიდა, სულ გაგვიყიდენ ყველაფერი, _ გაჰკივის გურული ქალი.
_ რავა, ჩვენი იყო თუ? _კითხა გაკვირვებულმა ქმარმა.
ჩასუქებულ შვილს დედა ეუბნება:
_ წაი, ახლა, ნენა, შენ და დეიწყე პატრულში მუშაობა. სანამდი უნდა იყო მუქთად და ითვალო ბუზები?
_ დევიწყო, რავა, ნინიას ბაღია?
_ ნინიას თუ არა, მერაბიშვილის ხომაა, ნენა?
გურულს ცოლი ეუბნება:
_ ვაი, ჩემს დღეს, ხომ მოვკვდი ამ მთავრობის ხელში.
_ ეჰ, ქე მაინც ჩემს ხელში მომკვდარიყავი, _ მიუგო გულდაწყვეტილმა ქმარმა.
ერთი გურული ქალი მეორეს ეძახის
_ ლილიააა!
_ რა იყო, ეთერია?
_ ნახე, რამხელა ლექსი დოუწერია გაზეთში ნინუცას?
_ ახლა მაქანეც დეიწყო ნისიობა ხომ?
გურულს ეკითხებიან:
_ რა ეშველება ახლა ამ მთავრობას?
_ რავა, ავადაა თუ? _ სხარტად მიუგო გურულმა.