სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იღებს. სესიის პირველ დღეს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი პოლიტიკური ჯგუფის – “ლიბერალ დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის” – ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს.
შესაბამისად თინათინ ხიდაშელი პარტიის “ლიბერალ დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის” ბიუროს წევრი გახდა.
სტრასბურგში ქართულ საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის წევრები: თედო ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, თინათინ ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და თინათინ ბოკუჩავა წარმოადგენენ.