სახელმწიფო სექტორის, გადამამუშავებელი და შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, ასამდე ფერმერმა, მანდარინის ექსპორტიორებმა, საერთაშორისო შემსყიდველებმა ერთად განიხილეს ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც მანდარინის ინდუსტრიის განვითარების წინაშე დგას.
“ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია მანდარინის ინდუსტრიის განვითარება. წელს მანდარინის სუბსიდირების უპრეცედენტო პროგრამა განვახორციელეთ.
სახელმწიფოს ხელშეწყობით მანდარინის ექსპორტი გაიზარდა, რაც ახალ ბაზრებთან ხელმისაწვდომობამაც გახადა შესაძლებელი. ფორუმზე მანდარინის ინდუსტრიის განვითარების ფაქტობრივად ყველა მიმართულებაზე ვისაუბრეთ,” _ განაცხადა დავით ნატროშვილმა.
ფორუმზე ისაუბრეს აღნიშნული სექტორისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა მანდარინის მოყვანის უახლესი ტექნოლოგიების ათვისების შედეგები.
აღსანიშნავია, რომ აჭარისა და გურიის რეგიონებში EPI-ის შექმნილი აქვს ოთხი სადემონსტრაციო სასწავლო ნაკვეთი, სადაც 3000-მდე ფერმერმა მანდარინის მოყვანის უახლოესი ტექნოლოგიებისა და ეფექტიანი წარმოების საკითხებზე სასწავლო კურსი გაიარა.