“მანდატურის სამსახური იყო ერთ-ერთი, რომელმაც სკოლების უსაფრთხოება მაღალ დონეზე აიყვანა. საერთაშორისო კვლევებითსკოლების უსაფრთხოება 7%-დან78%-ზეავიდა. განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელების მიერ დაწყებული “მანდატურის რეფორმა” მშობლებმა სწორედ ამის გამო მიიღეს ნეგატიურად და ახლაც განათლების სამინისტროს ეშინია ხმამაღლა განაცხადოს, რომ აუქმებს მანდატურის სამსახურს. ამ ვითომდა რეფორმის შემდეგ 600 მანდატური უმუშევარი დარჩა, დარჩენილებმა კი ისე დაკარგეს ფუნქცია, რომ ისიც კი გაურკვეველია ვინ უნდა გადაუხადოს მათ ხელფასი. სკოლებს ამის საშუალება არ აქვთ, კანონის შეცვლის შემდეგ კი მანდატურებისთვისგამოყოფილისახელფასოფონდი სკოლებს არ გადაეცათ. მთავრობა უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით და განათლების სამინისტროში მიმდინარე მოვლენებით.”
შაშკინის განცხადებით, ეს პროცესები განათლების სამინისტროს მესვეურების დაბალი მენეჯმენტის და გამოუცდელობის შედეგია. ის ასევე ამბობს, რომ სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს, რათა მანდატურებმა თვითონ თქვან სამსახურზე უარი, საკუთარი სურვილით დატოვონ სასწავლო დაწესებულებები და ამით სამინისტრომ აიცილოს საზოგადოების გულისწყრომა.
ინფორმაციას მანდატურის სამსახურის გაუქმების შესახებ არ ადასტურებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მანდატურის რეფორმა წარმატებით განხორციელდა და არათუ უქმდება ეს სამსახური, არამედ სამსახურს დაემატა ფსიქოლოგიურო ცენტრებისა და კარიერის დაგეგმვის ფუნქციები.