“როცა საკრებულოს თავმჯდომარე მთავრობის გადადგომას განიხილავს როგორც ჩიხიდან ერთადერთ გამოსავალს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ შიხიაშვილი არ უფიქრდება შედეგებს, რაც მთავრობის გადადგომას მოჰყვება, არც იმ შედეგებს უფიქრდება, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს. ამის გაკეთება რომ შეძლებოდათ, აქამდე გააკეთებდნენ. ჩვენ ვართ აღმასრულებელი ორგანო, საკრებულო-წარმომადგენლობითი.როდესაც ასეთ კამათში შევდივართ, ერთმანეთს გაუთავებლად რაღასაცვუმტკიცებთ, გვავიწყდება თბილისელები. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ”.
მერის მოადგილე, პაპუნა პეტრიაშვილი კი აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავრობა მზად არის საკრებულოს წევრების ყველა რაციონალური შენიშვნა გაითვალისწინოს. მან ამის შესახებ კახა კუკავასა და მამუკა კაციტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე 2014 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილის განცხადებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა დედაქალაქის მთავრობის უნდობლობა და რაიონების გამგებლების გადადგომა კონსესუსი არ მიიღწევა.
“საკრებულოს უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატი ბიუჯეტის მიღების წინაპირობად მთავრობის უნდობლობისა და რაიონული გამგებლების თანამდებობებიდან გადაყენების საკითხს ასახელებს, ამაზე კონსესუსსვერმივაღწევთ“, _ ამბობს მერის მოადგილე.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ და განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია 11 მარტამდე არ მოხდეს ბიუჯეტის დამტკიცება, რათა დაითხოვოს თბილისის საკრებულო და ფედერალური მმართველობა დამყარდეს, რაც კუკავას თქმით მათ პოზიციებს გაამყარებს.
“მერის მოვალეობის შემსრულებლად განიხილება ერთადერთი კანდიდატი და ეს ირაკლი შიხიაშვილია. ხელისუფლება ცდილობს ყველანაირი მეთოდები გამოიყენოს, არ მოხდეს ბიუჯეტის დამტკიცება, დაითხოვოს საკრებულო და ერთპიროვნული მმართველობა დაამყაროს. ახლაც მომსწრენი ვართ როგორ აიძულებენ საკრებულოს უმცირესობის ზოგიერთ წევრს დატოვონ უმცირესობა, რათა ბიუჯეტის დასამტკიცებლად საჭირო ხმები შეამცირონ. ამის მაგალითია ხვიჩა სანაიას მიერ უმცირესობის დატოვება”, _ განაცხადა კუკავამ.