როგორც ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანია აქტიურად განაგრძობს საქართველოს ბიზნეს გარემოს შესწავლას და ქვეყანაში ინვესტიცების დაბანდების შესაძლეობლობას. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ დაინტერესებისთვის, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი საფინანსო-საკონსულტაციო კომპანია იჩენს საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება.
Lazard დამოუკიდებელი საფინანსო-საკონსულტაციო და აქტივების მართვის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 1848 წელს. კომპანია 26 ქვეყნის 40 ქალაქში საქმიანობს. სათაო ოფისები მდებარეობს ნიუ-იორკში, პარიზსა და ლონდონში. კომპანიის შემოსავალმა 2012 წლის 1971 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.