https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ცვლილების მოსურნე ალასანია გურიის უცვლელ სოფლებში

18:08; 14.08.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია სტუმრობდა. ცვლილების მოსურნე პოლიტიკოსს უცვლელი და უფრო მეტიც, უარესობისკენ შეცვლილი დახვდა ნატანები, შრომა, მერია, ძიმითი… ამას ამბობდა სოფლების ცენტრებში შეკრებილი ხალხიც, რომელსაც რაოდენობა თუ აკლდა, არ აკლდა გულწრფელობა, ტკივილი და საწუხარი.

მიუხედავად ტელევიზიებით ყოველდღიურად “ყველაზე მაგარი” ქვეყნის _ საქართველოს შესახებ მოთხრობილი საყმაწვილო თუ დიდების ზღაპრებისა, სოფლის ხალხი ერთ ხმაში იძახდა, უმუშევრობამ თურქეთში წაგვლეკა და უწყლობამ ხმელეთზე ამოყრილი თევზებივით დაგვაოსაო.

ლამის, ხუმრობადავიწყებულმა გურულებმა ირაკლი ალასანიას კითხვაზე, ბოლო დროს ყველაზე სასიხარულო დღე რომელი გაგითენდათო, _ ტიტუუ, ბატონო ირაკლი, გზები რო დახნეს, ყველაზე უფრო მაგი გაგვიხარდა, მარტო ჩვენ კი არა, პაწა ბაღნები, ფეხზე რომ ვერ დადიენ და ვერ ლაპარაკობენ, იგენიც გადეირიენ სიხარულით, მარა რად გინდა, დარჩა ეს გზები ასე გადახნული, რომელზეც ბავშვები კი არა, მიხაკო ორაგველიძის მიერ დატიებული ტანკი ლულას ერთი წაბორძიკებით მოიტეხსო!

“გურია ნიუსი” “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს ირაკლი ალასანიას თან ახლდა სოფლების შემოვლისას და მასთან ინტერვიუც ჩაწერა.

_ ბატონო ირაკლი, თქვენ აპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას, თუმცა, ხალხი თქვენი “ექვსეულის” დაშლასაც ვარაუდობს.

_ მთავარი აქ არის თითოეული ჩვენგანის გადაწყვეტილება, გვინდა თუ არა, დაიწყოს ცვლილებები. მე ვხედავ, რომ ჩვენს მოქალაქეებს სურთ ცვლილება. 7 წელია, საქართველოში ნაციონალური მმართველობაა და რაც “გაკეთდა”, არის ის, რომ უმუშევრობა გაიზარდა; სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, არც ერთი დაპირება არ შესრულებულა და ბუნებრივია, საზოგადოებას სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას კრიზისული მდგომარეობიდან. როგორ უნდა გახორციელდეს ეს? ძალადობას საკუთარი თავის, საკუთარი საზოგადოების მიმართ ჩვენ არ ჩავიდენთ, ამ ხელისუფლებას ძალით არ შევცვლით. ამიტომ, რჩება ერთადერთი გზა _ არჩევნები. საარჩევნო გარემო რომ გაუმჯობესდეს, ამ ბრძოლაში ზოგიერთს არ ეყო გამბედაობა და დანებდა, მაგრამ ჩვენ, 6 პოლიტიკური ძალა, ვაგრძელებთ ამ ბრძოლას და დარწმუნებული ვართ, რომ ზეწოლა არჩევნებზე არ იქნება. არ იქნება იდეალური არჩევნები, მაგრამ უნდა იყოს რევოლუციური არჩევნები, უნდა გამოვლინდეს მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ნება. თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავში რწმენა უნდა დააგროვოს და შემდეგ უნდა აღვადგინოთ რწმენა პოლიტიკური პარტიის მიმართ. თუ ჩვენი მოსახლეობის 70-80% გამოვა და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ეს ცვლილება, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, გარანტირებული იქნება.

_ მოსახლეობა ფიქრობს, რომ არჩევნებს მაინც გააყალბებენ!

_ ეს არის შიშის კულტურა, რაც დანერგეს ბოლო წლების განმავლობაში. რწმენა დაგვეკარგა. ხელისუფლება ვერ გააყალბებს შედეგს, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. გარდა ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაფიოდ გადაწყვიტა, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარ უნდა იყოს, უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ცვლილება. თითოეული ჩემი შეხვედრა ეძღვნება იმას, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი მოსახლეობა და შევთავაზოთ მას ამ პრობლემების გადაჭრის გზები. სააკაშვილს ჰქონდა არასწორი პოლიტიკა სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქვეყნის უსაფრთხოების დარგში. ამან გამოიწვია ის, რომ 3 წლის წინ საომარ კონფლიქტში შევედით რუსეთთან და კიდევ უფრო მეტი დევნილი გვყავს ქვეყანაში, ვიდრე მანამდე. ამიტომ, ამ ყველაფრის გადააზრება უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ერთდღიანი სამოქალაქო გმირობა ჩავიდინოთ, მივიდეთ არჩევნებზე და შიშის გარეშე მივცეთ ხმა, ვისაც გვინდა.

_ ბატონო ირაკლი, სოფელი თუ ფეხზე არ დადგა, ქვეყანა წელში გაიმართება? გლეხს ყველანაირი სახსარი მოუსპეს. ყვითელი სიმინდისა და კვეზერელის აპოლოგიაზე, შეიძლება, შთამომავლობამაც დიდხანს იცინოს სიმწრით. გლეხს მოძღვრავენ, რომ ამერიკული ყვითელი სიმინდი ყველაზე ხელსაყრელი და პერსპექტიულია. მინისტრმა, ლამის სანაძლეო დაუდო “გურია ნიუსს”, რომ აბაშური ყვითელი ჯიშის სიმინდი, თუნდაც ერთი-ორი კილო, არსად არსებობს.

_ სწორად დასვით შეკითხვა. პირველ რიგში, უნდა დავუმტკიცოთ ბაკურ კვეზერელს, რომ ის დამარცხდა “სანაძლეოში” და ეს, მომავალ წელს მისი ხელისუფლებიდან წასვლით უნდა დავადასტუროთ. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის პროგრამა იყო პირველი პროექტი, რომელიც ჩვენ, “თავისუფალმა დემოკრატებმა” შევქმენით, იმიტომ, რომ მართლაც გვგონია, მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის პრობლემის გადასაწყვეტად, სოციალური სტრატეგიის დანერგვაა. ვთქვით, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი უნდა შეიქმნას, სადაც სახელმწიფომ ბიუჯეტის ერთი პროცენტი კი არ უნდა ჩადოს, არამედ _ სამასი მილიონი. მე მოლაპარაკებული ვარ საერთაშორისო დონორებთან, რომ ფული ჩადონ და მილიარდამდე გაიზარდოს ეს ფონდი, რომელიც მერე შეღავათიან კრედიტს მისცემს ხალხს და გლეხს ექნება საშუალება, ეს ფული საკუთარ მიწას მოახმაროს. დღეს მიწების 70% დაუმუშავებელია. რაც შეეხება ხორბლის მოსავალს, ეს არის 35% იმისა, რაც შევარდნაძის დროს იყო.

_ დააპატიმრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. თქვენი აზრით, ტაკიძემ “დააქცია ქვეყანა”?

_ ჩვენი საზოგადოების, ხელისუფლების მთავარი პრობლემა არის ის, რომ მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. ადამიანები, რომლებიც არიან გირგვლიანის მკვლელები, გამოდიან ციხიდან და ინდულგენციას იღებენ პირადად სააკაშვილისგან. ამ დროს, ბუნებრივია, ჩვენ ეჭვი გვიჩნდება ნებისმიერ საქმეზე. რა მოხდა გურიაში? საჭიროა, რეალურად დადგინდეს, რატომ მოხდა გამგებლის დაკავება. ეს იყო არა მარტო გამგებელი, არამედ ნაციონალთა ლიდერი ოზურგეთში, ანუ სერიოზული პრობლემებია ნაციონალურ მოძრაობაში. ეს მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ ნაციონალები სააკაშვილს ვეღარ ხედავენ მომავლის ლიდერად. ამიტომ დაჯგუფებებს შორის იწყება ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად. ასე შეიძლება, იყოს ტაკიძის საქმესთან დაკავშირებითაც. მთავარი პრობლემა სამართლიანობისა და მართლმსაჯულების არარსებობაა. სააკაშვილს აქვს მონოპოლია მართლმსაჯულებაზე, მედიაზე, ეკონომიკაზე.

_ ამბობენ, ალასანია სააკაშვილის კაციაო. ეს სტუმრობა წინასაარჩევნო სვლაა თუ კიდევ ჩამოხვალთ?

_ ოთხი თვის წინაც ვიყავი გურიაში. მინდა, დაბეჯითებით გითხრათ, რომ ის, რაზეც ვსაუბრობთ, არის რეალისტური პროგრამა. ამის შესრულება იქნება ჩემი მთავარი საზრუნავი. სოფლის მეურნეობის, სამართლიანობის აღდგენა, დამოუკიდებელი სასამართლოს გაჩენა და ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომ საზოგადოებაში საშუალო ფენა დაიბადოს. ეს იქნება საფუძველი ძლიერი სახელმწიფოს შექმნისა. გარდა ამისა, მზად ვარ და აუცილებლად გავაკეთებთ იმას, მოხდეს ხელისუფლების დეცენტრალიზაცია. მოსახლეობასთან ვსაუბრობთ და ვხედავთ, რომ სოფლებს იმდენად წართმეული აქვთ ფუნქცია, ცნობასაც ვერავინ გასცემს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, პოლიტიკაში ოპონენტი ჩვენთვის მართლაც არ არის მოსისხლე მტერი. გვაერთიანებს სამშობლო და გამოვიყვანთ კიდეც ქვეყანას კრიზისიდან. რაც შეეხება სააკაშვილს, მე იგი მთავაზობდა დიდ თანამდებობას იმიტომ, რომ დაინახა, გადაწყვეტილება მივიღე, წავსულიყავი ხელისუფლებიდან. მიზეზი ამისა იყო ის, რომ არ ვეთანხმებოდი მის აგრესიულ პოლიტიკას, მის ავტორიტარულ თვისებებს პოლიტიკაში და ამიტომ, ვერავინ იტყვის დღეს, რომ რაიმე ფორმით ანგარიშს ვუწევდე მას. მაგალითად, მაისის მოვლენებზე კარგად გამოჩნდა, ვინ თამაშობს ხელისუფლების თამაშს და ვინ აგრძელებს ბრძოლას სამართლიანობისთვის. მე 15 წელი გავატარე სახელმწიფო სამსახურში, სააკაშვილამდეც ვმუშაობდი და ჩემი ამოცანა იყო, სახელმწიფოს სამსახურში ვყოფილიყავი. ახლა უკვე საჯარო პოლიტიკიდან ვაპირებ, სწორედ თქვენთან, ხალხთან ერთად, ჩვენს ქვეყანას სასიკეთო ცვლილებები მოვუტანო. მარტო ვერავინ ვერაფერს შეცვლის, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი არ დაგვიდგა გვერდით. ეს არის გურიაში ჩვენი მოგზაურობის ძირითადი მიზანი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სუს-ში დაიბარეს

16:16; 7 მარტი, 2026
პოლიტიკა

ჩვენი მშვიდობა ოჩო ფეხებზე დგას, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას…” – გიორგი ანთაძე

15:15; 7 მარტი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა

15:08; 7 მარტი, 2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

19:03; 6 მარტი, 2026
პოლიტიკა

კალასი და კოსი საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

18:45; 6 მარტი, 2026

ურეკში დამსვენებელთა შესამჩნევი სიმცირეა

რწმენით და იმედით _ ფოტორეპორტაჟი

ყველა სიახლე

21-ს ქვევით

კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

17:45; 7.03.2026
მსოფლიო

ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

17:33; 7.03.2026
საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7.03.2026
სამართალი

“ავტომანქანაში იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”

16:50; 7.03.2026
პოლიტიკა

თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სუს-ში დაიბარეს

16:16; 7.03.2026
პოლიტიკა

ჩვენი მშვიდობა ოჩო ფეხებზე დგას, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას…” – გიორგი ანთაძე

15:15; 7.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა

15:08; 7.03.2026
საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7.03.2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7.03.2026
მსოფლიო

მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

13:36; 7.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

12:32; 7.03.2026
სამართალი

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს

11:39; 7.03.2026
ზაფრანი

ვინ აბამს სამსახურში რომანებს 

11:18; 7.03.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც შესაძლოა SMS-ით დაგშორდნენ

11:08; 7.03.2026
ზაფრანი

როგორი მეგობარი ხარ?

11:06; 7.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო