(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ბახმაროს მთის ძირას, დასავლეთის მხრიდან, სოფელ უკანავას მთებში, ორი წელია გზა გაჰყავთ, რომელიც მდინარე ბახვისწყალზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას უნდა მოემსახუროს. ჰესის სათავისკენ უკვე გაყვანილია 4 კმ გზა. ამჟამად მიმდინარეობს ქვა-ღორღის დაშლა აფეთქებების გარეშე. შპს “ბახვი ჰიდრო პაუერის” ხელმძღვანელობა ჰესის სათავის მშენებლობის დაწყებას წლეულს ვარაუდობს. თავიდან, როგორც მათ თქვეს, ესტონელმა ინვესტორებმა დაიწყეს საქმიანობა, მაგრამ უფინანსობის გამო, მალე მიატოვეს. მერე მოვიდნენ ყაზახი ინვესტორები. მშენებლობის პროექტის ღირებულება, ჯერჯერობით, 3 000 000 ლარს შეადგენს და მოგვცემს 6 მეგავატ ენერგიას. ნამქერის შემთხვევაში, ჰესის სიმძლავრე 7-8 მეგავატამდე გაიზრდება. მდინარე ბახვზე ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved