70 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტმა, 18 წლის მარიამ ჭანტურიამ , რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ფინალურ შეხვედრაში, ნიდერლანდელი ჰილდე ჯაგერი (4:00 _ ვაზარი) დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.
გუშინ, ასევე, ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი 57 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ძიუდოისტმა ქალმა ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.
ჩემპიონატი ჯერ არ დამთავრებულა, ახლა ტატამზე კიდევ ვიხილავთ საქართველოს ნაკრების მესამე მონაწილეს, 78კგ. წონის ძიუდოსტს, სოფიო სომხიშვილს.