გურულს ცხენი წაექცა და ვეღარ დგება. ადგას ნერვებმოშლილი თავზე. ამ დროს გამოიარა ექიმმა, რომელთანაც წინადღით იყო გურული ნამყოფი.
_ აუჰ, რა მოუვიდა, კაცო, ამ ცხენს? _ შეწუხდა ექიმი.
_ სვამდა, ეწეოდა და ფაშატებში დარბოდა, ძამა! _ შეუღრინა გურულმა.
_ სამოცდაათი წელიწადი გვიკითხავდენ, ბიჯო, მარქსიზმ-ლენინიზმს და თავში არაფერი არ შედიოდა; დავლევ, ძამა, ორ ჭიქა ადესას და ხელად ავარდება თავში…
_ “ზაკუსკას” არ აყოლებ, ალბათ, ღვინოზე…
_ რავა, მარქსიზმ-ლენინიზმიზა “ზაკუსკად” სტალინიზმი უნდა მიმეყოლებია, თუ?!
გურული ექიმთანაა. ექიმი მხრებს იჩეჩავს:
_ ვერაფრით ვერ გავიგე, რა გჭირთ?!
_ მე რომ გითხრა, ფულს მაინც გადამახდიებ, ძამა?!
_ პაწე მომითმინე ჟუჟუნა და ზაფხულში წაგიყვან ცოლად, კარგად რომ ჩამოცხება მერე!
_ ზაფხულში რეიზა?
_ რეიზა და ნამეტარი მაგრად უბერავ!
გურული კაციჭამიების კუნძულზე გარიყა ზღვამ. დაიჭირეს და ზის ქვაბში, ქვაბს ცეცხლი უნთია ქვემოდან. ჩააჭრეს ნიორი, ხახვი, წიწაკა, მწვანილები. მოკლედ, ხარშავენ ცოცხლად. აბორიგენებს, სადილის მოლოდინში, წრე აქვთ შემორტყმული ქვაბისთვის, უკრავენ ტამტამებს და რიტუალურ ცეკვებს ასრულებენ. განწირულ გურულს ერთი ცხვირში რგოლგაყრილი კაცი ეცნო და რამდენიმე წლის უკან ლანჩხუთიდან გადაკარგულ ნაცნობს მიამსგავსა, გადარჩენის იმედი მიეცა და დაუძახა:
_ გურული არ ხარ, შენ, ძამა?!
ის კაცი პასუხს არ ცემს და აგრძელებს დოლზე ბრაგუნს. რაც უფრო ცხელდება წყალი, მით უფრო სასოწარკვეთილი ხმით და ჯინიანად კივის გურული:
_ გურული არ ხარ, შენ ძამა?!
ბოლოს, როგორც იყო, ამოიღო იმანაც ხმა:
_ კი ვარ გურული, მარა, მშია, ძამა!