თავად პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ჯერჯერობით, ამ ნუსხაში არ არიან. გამოცემის ინფორმაციით, ”შავი სიის” კანდიდატებად მოიაზრებენ: კრემლის ჩინოვნიკებს _ ФСБ-ს ხელმძღვანელს _ ალექსანდრ ბორტნიკოვს, პრეზიდენტის თანაშემწეებს _ სერგეი გლაზევს და ვლადისლავ სურკოვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს _ სერგეი ივანოვს, უშიშროების საბჭოს მდივანს _ ნიკოლაი პატრუშევს, თავდაცვის მინისტრs _ სერგეი შოიგუს და შავი ზღვის ფლოტის მეთაურს _ ალექსანდრ ვიტკოს. პოლიტიკოსებს შორის კი ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო, ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი, რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსეი პუშკოვი და ЛДПР -ის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი.
იმ შემთხვევაში კი თუ რუსეთი ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმს აღიარებს, 17 მარტს “შავი სიის” წევრები ოფიციალურად გამოქვეყნდება, ხოლო 19 მარტს გახდება ცნობილი დამატებითი სანქციები, რომელსაც ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას დაუწესებს.