https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

1924 წლის აჯანყების ისტორიიდან

8:05; 28.05.2021
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბოლშევიკების გამეფების შემდეგ სისხლიანი ტერორისა და განუკითხაობის ლოგიკური შედეგი 1924 წლის საყოველთაო აჯანყება იყო. “ნაადრევმა გასაბჭოებამ საქართველოში გარკვეული პერიოდის მანძილზე გააძლიერა მენშევიკები და გამოიწვია ფართო მასობრივი აჯანყება 1924 წელს… თვითონ სტალინის აღიარებითაც საქართველო წაღმა-უკუღმა უნდა გადახნულიყო”, _ წერდა ლევ ტროცკი.

სათანადოდ მოუმზადებელი აჯანყება სასტიკად იქნა ჩახშობილი, ვინაიდან “შეთქმულებმა მეტი რომანტიზმი გამოიჩინეს, ვიდრე საღი პოლიტიკური გონიერება”, წერდა გერონტი ქიქოძე.

თუ რა “ენთუზიაზმით” უსწორდებოდნენ აჯანყებულებს, ამას სენაკის მაზრის კომუნისტური რაზმის მეთაურის დავითაიას “კაციჭამიური” განცხადებაც ცხადყოფს: “თითოეულ კომუნისტს გვწყუროდა ღვინოსავით გვესვა აჯანყებულთა სისხლი”. შეადარეთ ეს სიტყვები ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილის ნათქვამს, რომელიც გაზეთ “ივერიაში” (1906 წ., # 8) დაიბეჭდა: “ჩვენ გამოგვაგზავნეს მეორედ დავიპყროთ კავკასია, ცეცხლითა და მახვილით. ჩვენი მოვალეობა ჩვენ წმინდათ უნდა შევასრულოთ. აი, როგორც ამ ჭიქას, ისე დავლევთ სისხლსაც…” ამ სიტყვების მთქმელი “სისხლისმსმელები”, ერთი რუსი და მეორე ქართველი, ერთსა და იმავე “მტერს” _ ზოგადად ქართველ ხალხს ებრძოდა და ანადგურებდა. ცნობილი საზოგადო მოღვაწის შალვა ამირეჯიბის თქმით, დასავლეთ საქართველოს ერთ სოფელში 25 კაცის დახვრეტა იყო გადაწყვეტილი. სოფელი პატარა იყო და ამდენი ახალგაზრდა არც კი მოიძებნა, მაგრამ მაინც მოაგროვეს დიდი და პატარა და ყველა დახვრიტეს. კახეთში კი მთელი ქორწილი დააპატიმრეს და ნეფე, მაყრები და სტუმრები ყველა საიქიოს გაისტუმრეს.

სერგო ორჯონიკიძე რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის 1924 წლის ოქტომბრის პლენუმზე გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ აღდგა “მენშევიკების მიერ დაშინებული” თითქმის მთელი საქართველოს მოსახლეობა, და მოიყვანა სხვადასხვა ციფრები: როცა 1904-05 წლებში ბოლშევიკების პარტია მხოლოდ რამდენიმე ასეულ კაცს მოითვლიდა, მენშევიკთა რიგებში 15 ათასი წევრი იყო;

1920 წელს მენშევიკთა პარტიის ყრილობაზე თავი 60 ათასმა წევრმა მოიყარა, მაშინ მხოლოდ თბილისსა და თბილისის მაზრაში 12 ათასი მენშევიკი და მხოლოდ 500 ბოლშევიკი იყო;

1921 წელს გურიაში მენშევიკებს 8600 წევრი ჰყავდათ, ბოლშევიკებს 600-მდე;
“გურიაში გლეხობა უკიდურესად შეგნებულია, _ ამბობდა ორჯონიკიძე, _ ყოველი ცოტად თუ ბევრად გავლენიანი და შეგნებული გლეხი რომელიმე პარტიის წევრია _ ან მენშევიკია, ან ბოლშევიკია, ანდა კიდევ ესერი. უპარტიო გავლენიან გლეხს გურიაში ძნელად თუ იპოვი და აი, ამ სამნახევარი წლის მანძილზე ჩვენ ვერ მოვახერხეთ გურული გლეხობის გამოხსნა მენშევიკებისაგან, მაშინ როცა საფუძვლიანად და გადაჭრით გამოვიხსენით მენშევიკებისაგან თბილისის, ბათუმის, ფოთის და საერთოდ საქართველოს მუშები… ეს მუშები 1921 წელს მასობრივად გამოეხმაურნენ მენშევიკთა მთავრობის მოწოდებას შაშხანით ხელში გამოელაშქრათ ჩვენ წინააღმდეგ, როცა მენშევიკებს შევუტიეთ”.

საქართველოს ყველა კუთხეში აჯანყების სისხლში ჩახშობას უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვების, ქალების და მოხუცების. ოფიციალური ცნობებით, აჯანყებაში სულ 980 კაცი დაიღუპა, ნოე ჟორდანიას სხვა ციფრი _ 5000 მოჰყავს, რაც, ალბათ, უფრო ახლოს არის სინამდვილესთან (არსებობს კიდევ განსხვავებული მონაცემებიც _ 15 000 მოკლული). ცეტკინის თბილისში ვიზიტის დროს მას შავებში ჩაცმული სამი ქალი (მათი მენშევიკი ქმრები დახვრეტილი იყვნენ) ესტუმრა, რომლებმაც გადასცეს დოკუმენტი, სადაც აღწერილი იყო, რა მოხდა სინამდვილეში 1924 წლის აჯანყების დროს. მათი მონაცემებით, მარტო თბილისში 250 მუშა იყო დახვრეტილი, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი _ 6 ათასზე მეტი გლეხი და მუშა. ოფიციალურ წყაროებში მითითებული იყო მხოლოდ მსხვილი და ცნობილი თავად-აზნაურების, ოფიცრებისა და მემამულეების სახელები, მუშებისა და გლეხების კი საგულდაგულოდ იყო მიჩუმათებული, თითქოს მათ აჯანყებაში მონაწილეობა არც კი მიუღიათ.

დასჯილთა რიცხვი ბევრად ნაკლები იქნებოდა, _ წერდა ცეტკინი, _ რომ არა ადგილობრივი გლეხობა, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა ამ პუტჩის მოთავეების გასამართლებას და საკადრისად დასჯას. გლეხები საკუთარი ხელით ხოცავდნენ აჯანყებულთ, მათ, როგორც ყაჩაღებსა და ბანდიტებს, ისე ექცეოდნენ. აჯანყების მცირე მასშტაბებთან შედარებით, _ აგრძელებს ავტორი, _ ეს ციფრი დიდია (მხედველობაში აქვს ოფიციალური მონაცემები _ ი. მ., ლ. ხ.), მაგრამ არცთუ ისე დიდია ქვეყანაში, სადაც იარაღის ტარება და მოხმარება ჩვეულებრივ ამბად ითვლება და ყოველი მამაკაცის უფლებას წარმოადგენს… სადაც ყველას, განსაკუთრებით გლეხს, თავის ქოხში იარაღის პატარა საწყობი აქვს.

ცეტკინი ეჭვქვეშ აყენებდა იგივე შავოსანი ქალების მონაყოლს და საერთოდ მსხვილი აჯანყების ამბავს. მისი აზრით, შეთქმულება ფართოდ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ცუდად ორგანიზებული (რაც სიმართლეს შეეფერება _ ი. მ., ლ. ხ.) და ფართო მხარდამჭერა ვერ მოიპოვა. გურიაშიც კი, სადაც ამბოხებამ უფრო მნიშვნელოვანი ხასიათი მიიღო, მეოთხე დღეს იყო ლიკვიდირებული. რადგან აჯანყება მუხანათურად მოხდა, ამიტომ საბჭოთა წყობილების წარმომადგენლები იძულებული იყვნენ, დაეცვათ მუშურ-გლეხური სახელმწიფო, საქართველოს ნაციონალური დამოუკიდებლობა და საკადრისი პასუხი გაეცათ მტრისთვის.
კლარა ცეტკინის მიერ გამოთქმული აზრი ის მუდმივი ფორმულირებაა, რაც არაერთხელ გამოუყენებია რუსულ ხელისუფლებას სხვის საშინაო საქმეებში ჩასარევად, სხვის ტერიტორიაზე საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ან ჩაგრულთა მასების “ტირანიისაგან” გასათავისუფლებლად. ეს ფორმულა დღემდე რუსების საგარეო პოლიტიკის აქტუალურ ნაწილად რჩება.

ცეტკინი ისეთი თავგამოდებული ენთუზიაზმით, ისე დაბეჯითებით ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი, რომ ქვეყანაში სერიოზული არაფერი მომხდარა (ლეონიდ უტიოსოვის სიმღერისა არ იყოს, Всё хорошо, прекрасная маркиза, Дела идут и жизнь легка…), რომ აჯანყების ნიშნები და მისი შედეგები არსად შეიმჩნევა (გოგირდის აბანოებშიც კი (!)), რომ საქმეში ჩაუხედავ ადამიანსაც კი მაშინვე საწინააღმდეგო აზრი ებადება. ავტორი თითქოს შიშობს, რომ არ დაუჯერებენ და სქელტანიან წიგნად გარდასახული მისი შრომა ფუჭად ჩაივლის. ცეტკინი წერდა ვი

რტუალური, გამოგონილი საქართველოს შესახებ, წერდა იმის შესახებ, რის ნახვა და გაგონებაც სურდათ მას და მის მასპინძლებს _ ქართველ და რუს ბოლშევიკებს.აჯანყების ჩახშობის შემდეგ ხალხში თავისუფლებისაკენ ლტოლვა მაინც არ ჩამქრალა. ამ ამბებიდან ცოტა ხანში თბილისში გურიიდან მასწავლებელი ქალი ჩამოვიდა. ალბათ, ხალხს აჯანყების დამარცხების გამო გული გაუტყდაო, _ შეეკითხნენ მას, რაზეც მასწავლებელმა უპასუხა: რას ბრძანებთ! მთელი გურია იმას გაიძახის, ერთი კვირა ხომ მაინც თავისუფლად ამოვისუნთქეთ, რა ვუყოთ რომ პირველი აჯანყება სუსტი გამოდგაო!.. ქართველებში დამპყრობლების წინააღმდეგ ჩარჩენილი ბოღმა და პროტესტი არ ქრებოდა, მაგრამ მომდევნო წლების არნახულმა რეპრესიებმა და ტერორმა ეს მუხტი ლამის მთლიანად ჩააქრო, რაშიც უზარმაზარი წვლილი ჩვენში არსებულ “მეხუთე კოლონას” _ რენეგატ ქართველებსაც მიუძღვით.

ამონარიდი წიგნიდან ,,ტერორისტები”, ავტორები ირაკლი მახარაძე. ლაშა ხეცურიანი

გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა გაიმართება

,,სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა" _ გამოფენა ღია სივრცეში

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვინ აგებს პასუხს სტადიონის სარეაბილიტაციო თანხის მითვისების გამო და რატომ არიან მოქმედი ჩინოვნიკები პირში წყალჩაგუბებულები

20:10; 29.01.2026
სამართალი

კაცი გარდაცვლილი იპოვეს

19:04; 29.01.2026
პოლიტიკა

ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს

19:03; 29.01.2026
პოლიტიკა

ექსპერტთა მისია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად

18:59; 29.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება წარუდგინა

17:38; 29.01.2026
სამართალი

“თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს” _ საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

14:44; 29.01.2026
საზოგადოება

დადგენილება: ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

14:42; 29.01.2026
პოლიტიკა

“მეწარმე იურიდიული პირი მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს, ხოლო პოლიტიკა პარტიამ აკეთოს”

14:35; 29.01.2026
მსოფლიო

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

13:57; 29.01.2026
სამართალი

სისტემატურად აუპატიურებდა ოჯახის წევრს _ დაკავებულია 19 წლის ბიჭი

13:50; 29.01.2026
საზოგადოება

“ჩემთან თუ 15-20 ლარით ნაკლებს არ დახარჯავთ, ვიდრე სუპერმარკეტში, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას”

13:39; 29.01.2026
საზოგადოება

ლანჩხუთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

13:36; 29.01.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას – გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს!

13:32; 29.01.2026
პოლიტიკა

დავით შარაშიძეს, რომელიც პოლიციელის ცემაშია ბრალდებული, უფლებამოსილება შეუჩერეს

12:34; 29.01.2026
სამართალი

დააკავეს თუ არა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინციდენტში მონაწილე პირები

12:26; 29.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო