1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად (98%-მა) დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის „დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე.
რეფერენდუმი გაიმართა აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზეც.
რეფერენდუმის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“
საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 3.334.282 ადამიანმა, რაც ამომარჩეველთ საერთო რიცხვის 90,79%-ს შეადგენდა.
სარეფერენდუმოდ გამოტანილ კითხვას დადებითი პასუხი გასცა 3.295.493 ამომარჩეველმა, რაც კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99,08 %-ს შეადგენდა.
სარეფერენდუმოდ გამოტანილ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა 16.917 ამომარჩველმა, რაც კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,51 %-ს შეადგენდა.
ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 13.690, რაც კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,41%-ს შეადგენდა.
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3. 657. 477. რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი – 3. 302. 572, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,3%-ს; კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი – 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89.3%-ს;
რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო “სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.
ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმიდან რამდენიმე დღეში, 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.