როდესაც ქართველები ოქტომბრის არჩევნებზე მივლენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი საარჩევნო სისტემა სერიოზულად არის გაუმჯობესებული ,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნას.
“ვენეციის კომისია ძალიან მაღალი დონის ორგანიზაციაა, რომელიც სამუშაოს სერიოზულად უდგება. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გააგზავნა დოკუმენტის პროექტი ვენეციის კომისიაში. მე იმედი, მაქვს, რომ პარლამენტი ამ სესიის დარჩენილ დღეებს გამოიყენებს იმისათვის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე გაითვალისწინოს. ეს ეხება სხვა მნიშვნელოვან რეკომენდაციებსაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. როდესაც ქართველები ოქტომბრის არჩევნებზე მივლენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი საარჩევნო სისტემა სერიოზულად არის გაუმჯობესებული, რათა არჩევნების შედეგების ნდობა ყველას ჰქონდეს”,- ამბობს კელი დეგნანი.
ცნობისთვის, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, მთელი რიგი საკითხები გაუთვალისწინებელი დარჩა.