„დღემდე იმდენი ვაქცინა მაქვს გაკეთებული და ამის წყალობით გადავურჩი, ალბათ, ბევრ ისეთ დაავადებას, რომელსაც შეიძლება წაეღო ჩემი სიცოცხლე“,- ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
,,იმ წესრიგს , რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან ამ მძიმე დროში, ეპიდემიის გართულებულ ვითარებაში მე რაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით შევნიშნო, მრევლის მხრიდან შეგნებული დამოკიდებულება არის. ყველა ცდილობს, რომ პირბადეში იყოს და დისტანცია დაიცვან. ხალხი ხედავს ნამდვილად საფრთხეს.
რაც შეეხება კამპანიას აცრებთან დაკავშირებით , ვხედავთ, რომ ძალიან მძაფრი აზრთა სხვაობა არსებობს, ახლა მთელი აქცენტები მოდის ეკლესიის მისამართით . მე ასე ვიტყოდი, რომ შეიძლება მთლად უსაფუძვლო არ იყოს ეს, მაგრამ თავი და თავი ამ აზრთა სხვაობის არის ის რომ როგორც ჩვენ მქადაგებლები ვართ ქრისტეს სახარებისა , ასევე უპირველესი მქადაგებლები და მომწოდებლები ჯანდაცვის სისტემის მუშაკები არიან.
თვით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში არის აზრთა სხვაობა და ეს ძალიან დიდ დაბნეულობას იწვევს.ისეთ დაბნეულობას იწვევს, რომ სივრცეებს აჩენს სხვადასხვა სპეკულაციისთვის და ვინც ცდილობს, რომ საერთოდ რელიგიურ ჭრილში განიხილოს ეს ამბავი, მე ამას სერიოზულად არ შევხედავდი, მაგრამ გასაგებია, ისინი ვინც ეწინააღმდეგებიან და პირიქით ემხრობიან ამ პროცესს, მოდით ერთი ვთქვათ, რომ ყველას უნდა სიცოცხლე, უბრალოდ ერთნი ხედავენ სიცოცხლის გადარჩენას აცრაში, მეორენი კი აუცრელობაში. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ვითარება შეიქმნა და ეს ართულებს თვითონ მთლიანობაში ამ პანდემიასთან ბრძოლას, სერიოზულ პრობემებს ქმინს და ჯერ კიდევ მაშინ, როცა საუბარი არ იყო ვაქცინაზე, მაშინ საუბარი იყო ტაძარაში წასვლა არ წასვლაზე, დისტანციაზე, მაშინაც კი გაიყო აზრები, ეპიდემიოლოგი, რომელიც ამ საკითხზე პროფესიონალურ აზრს უნდა აწვდიდეს, ამბობდა, რომ მე მოძღვარი როგორც მეტყვის ისე მოვიქცევი.
რიგითი ადამიანი , რომელიც მედიცინაში საერთოდ არ არის გარკვეული რა ქნას და რა თქვას. ასე, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა. სამართლიანები უნდა ვიყოთ ყველა შემთვევაში და თავისთავად ცხადია, როცა ექიმებში არსებობს დაბნეულობა და ორაზროვანი განწყობები, გამორიცხული არ არის არსებობდეს იგივე სასულიერო პირებს შორისაც.
პირადად მე დღემდე იმდენი ვაქცინა მაქვს გაკეთებული და ამის წყალობით გადავურჩი ალაბათ ბევრ ისეთ დაავადებას, რომელსაც შეიძლება წაეღო ჩემი სიცოცხლე და გამონაკლისი არც დღევანდელობა არის ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი განმარტება, მეტი არგუმენტები, მეტი დამაჯერებლობა, თორემ არაპროფესიონალურად მოწოდება, რომ აიცერით, ხან ისეთი არგუმენტი ითქმება , რომ უმეცარ კაცსაც შეიძლება გაეღიმოს.
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას რომ გაძლიერდეს და შეძლოს მართოს ვითარება ისე, რომ უყურადღებოდ არ დარჩეს არცერთი დაავადებული, საერთოდ თავიდან ავირიდოთ ისეთი ტიპის გართულებები, რომელსაც მიქავს ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ დასაკარგი ადამიანები არ გვყავს.მიუხედავად იმისა ერთი აზრისანი ვართ თუ არა. სხვადასხვა აზრი არსებობს მოქალაქეებს შორისაც, სასულიერო პირებს შორისაც და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა არის , მთვარია ფუნდამენტურ ღირებულებებს შორის ვიყოთ ერთნი ჩვენ და ამას მივაღწიოთ,“- განაცახადა მეუფე გრიგოლმა.