დღევანდელმა ძლიერმა წვიმამ ღრმაღელისა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემები შექმნა, _ ამiს შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ეზოებში ჩამოწვა მეწყერი და დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები.
შემთხვევის ადგილზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილი და მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი, ლევან ჩხაიძე იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
[sexy_author_bio]