ღაზას სექტორში, ისრაელი-პალესტინას საზღვარზე დაპირისპირება ისევ გრძელდება.
როგორც REUTERS იუწყება, ტანკით გახორციელებული შეტევის შედეგად ისრაელის სამხედროებმა პალესტინის ბოევიკთა ჯგუფის, ჯიჰადისტების 2 წევრი მოკლეს, მესამე კი დაჭრეს.
ისრაელის სამხედროები ადასტურებენ მიზნობრივ სადამკვირვებლო პოსტის განადგურებას.
მათი თქმით, გახორციელებული შეტევა ღამით, საზღვრის ღობესთან ბომბის აღმოჩენას უკავშირდება.
გავრცელებული ცნობით, ბომბი სამხედრო ინჟინრებმა ააფეთქეს. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ღაზას სექტორში საზღვართან საომარი ქმედებები, 30 მარტის მასობრივი დემონსტრაციის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. ისრაელმა დემონსტრაცია საზღვრის ღობის გარღვევის მცდელობად მიიჩნია.
გავრცელებული ცნობით, სამხედროების მიერ ცეცხლის გასნის შედეგად 113 პალესტინელი დაიღუპა.