https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემაში კვლავ სერიოზული პრობლემებია

4:09; 21.09.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთს დღესაც სწყურია და, ალბათ, მომავალშიც დიდხანს დარჩება მწყურვალი, თუ ხელისუფლებამ ამ პრობლემის მიმართ ისევ დღევანდელი, მაყურებლის პოზიცია შეინარჩუნა.

“გურია ნიუსის” ოზურგეთის განყოფილებას უამრავი მოქალაქე აკითხავს და უწყლობასთან დაკავშირებით თავის გულისწყრომას გამოხატავს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ წყალი, რომელიც მას მიეწოდება, სასმელად უვარგისია:

_ ოზურგეთის ახალ წყალსადენში მდინარის წყალი მაგისტრალში პირდაპირ ჩაედინება, ყოველგვარი დამუშავების გარეშე. ამიტომ არის წყალში მთებიდან ჩამომდინარე წყლების (ნიაღვრების) და გახრწნილი ფოთლების შლამი. მე ამ წყალს ვიყენებ, როგორც ტექნიკურს, სასმელი წყალი კი ჩემი სოფლის წყაროდან ჩამომაქვს, _ ამბობს დ. ა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ამირან გირკელიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს პროექტი უყურადღებოდ არასდროს ყოფილა, რის გაკეთებაც შეიძლებოდა, ძალისხმევა არავის დაუკლია.

_ ბატონო ამირან, შემოქმედში ბჟუჟჰესიდან წყალმომარაგების ახალი პროექტის გახორციელებისას, თქვენ გამგებლის მოადგილე ბრძანდებოდით და თვალყურს ადევნებდით მიმდინარე მშენებლობას. კონკრეტულად რა ხდებოდა და რატომ არ მოგვცა სრულყოფილი შედეგი ამ პროექტმა?

_ მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. ამ პროცესს ყველა ადევნებდა თვალყურს, მე გამგებლის მოადგილე ვიყავი. მშენებლობა გახორციელდა მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამით.

_ ვინ გაიმარჯვა ტენდერში და იყო თუ არა სხვა მონაწილე?

_ ტენდერი ჩვენ არ გამოგვიცხადებია, თვითონ მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. დიდი ღირებულებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ტენდერი იყო გამოცხადებული. გაიმარჯვა რუსეთის ფირმამ, შპს “ინგეოკომმა”. მართალია, მან გაიმარჯვა, მაგრამ ხელშეკრულებით სხვა ფირმას “ორიონს” გადასცა სამუშაოების შესასრულებლად.

_ რამდენი იყო პროექტის ღირებულება?

_ ტენდერი გამოცხადდა 8 მილიონის ღირებულების პროექტზე, შემდეგ 6 მილიონი იყო, თუ არ ვცდები. ეს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩათვალა საჭიროდ.

_ პროექტი სახელმწიფო პროგრამით გახორციელდა?

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან მაგას კავშირი არ ჰქონდა. ამ თანხის განმკარგავი იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი. მშენებელსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გახორციელდა სამუშაოები, რაზეც სახელმწიფო იყო ზედამხედველი, ობიექტი კი უნდა ჩაებარებინა მუნიციპალური განვითარების ფონდს. პროექტი ზუსტად როდის გაკეთდა, არ მახსოვს _ 2004-ში თუ 2003-ში. პროექტს ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ვალერის არ ახსოვს? პროექტის შედგენა დაიწყო თამაზ სალუქვაძის გამგებლობის დროს, ჟანი კალანდაძის გუბერნატორობისას ჩაეყარა საფუძველი. მალე იგი გარდაიცვალა, მერე მოვალეობას გორგაძე ასრულებდა, მაშინ დაიწყო მშენებლობა.

_ როგორ განაწილდა თანხა _ ვის რამდენი უნდა გადაეხადა?

_ 40 პროცენტს იხდიდა მუნიციპალური განვითარების ფონდი, 40 პროცენტი იყო საჩუქარი და 20 პროცენტი იყო ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა. ეს თანხა ათი წლის ვადაშია გადასახდელი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე, თამაზ სალუქვაძე ამბობს, რომ პროექტი მისი გამგებლობის დროს დაიწერა:

_ 2004 წელს, როცა გამგებლად დავინიშნე, იანვარში დავიწყე მუშაობა წყალზე. მაშინ რაიონს ამდენი ფული არ ჰქონდა და მოვითხოვეთ 600 000 ლარი თანადაფინანსებისთვის. ფინანსთა მინისტრი ნოღაიდელი იყო. მაშინ მე, ჟანი კალანდაძე და ვანო ჩხარტიშვილი (იგი დეპუტატი იყო) ერთად ვიყავით წასული და ვთხოვეთ 600 000 ლარი. მინისტრი დაგვპირდა დაფინანსებას. პარალელურად, დავიწყეთ მუშაობა მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. გარკვეული თანხები ავანსის სახით გავეცით, რომ გაკეთებულიყო პროექტი. მერე უნდა გაკეთებულიყო მთლიანი პროექტი, თუმცა, მერე მე აღარ ვიყავი გამგებელი. ამის შემდეგ მოხდა პროექტის განხორციელება.

_ ვინ განახორციელა პროექტი?

_ მუნიციპალიტეტმა გადაიხადა მერე ამ პროექტის ფული.

_ პროექტის ფული მუნიციპალიტეტმა გადაიხადა?

_ კი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოხდა თანადაფინანსება. მერე შეიცვალა პროექტი, სხვა თანხებზე იყო საუბარი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი, მათი ფული იყო უფრო მეტი, თვითონ კურირებდნენ ამ საქმეს, მაგრამ იმავდროულად იყო მუნიციპალიტეტის გარკვეული წილი. შეიცვალა რაღაცები და ზუსტი ციფრები აღარ მახსოვს, რადგან მე მერე არანაირი შეხება აღარ მქონია ამ საქმესთან.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა, ივანე ტაბატაძემ ჩვენს კითხვებს, რომლებსაც აქვე გთავაზობთ, არ უპასუხა:

_ ბატონო ივანე, გაეცანით თუ არა სტრუქტურას, როგორია იგი, მისაღებია თუ არა თქვენთვის, თუ არ არის მისაღები, რის შეცვლას აპირებთ?

_ როგორც კერძო პირი, კმაყოფილი იყავით თუ არა წყალკანალის მომსახურებით, წყალი იყო თუ არა სუფთა, უვნებელი და თუ არ იყო, ხელმძღვანელის რანგში რა გეგმებს ისახავთ, რომ მოსახლეობის მოთხოვნა იქნეს დაკმაყოფილებული? თუ იქნა აღმოჩენილი დარღვევები და როგორ აპირებთ გამოსწორებას?

_ უკომენტაროდ, _ ასეთი იყო ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაბარგებული და ისევ ხელისუფლებაში გადმობარგებული ტაბატაძის პასუხი.

რესპუბლიკური პარტიის რეგიონული ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ტიფო მიქატაძემ “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნა, რომ წყლის თემა გასცდა სოციალურ თემატიკას და პოლიტიკური სტატუსი შეიძინა:

_ ოზურგეთის ე.წ. “წყლის თემა” საინტერესო და რთულია შემდეგი მომენტების გამო _ ჯერ ერთი, იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარდებოდა და შეეხო რამდენიმე გუბერნატორს, მუნიციპალურ საკრებულოს (ცვლადი შემადგენლობით), საკრებულოს თავმჯდომარეს და გამგებელს, ანუ მიმდინარეობდა კომპეტენტურ პოლიტიკურ ფიგურათა ცვლა, თუმცა, მემკვიდრეობითობა პრობლემის მიმართ დამოკიდებულებაში იგივე, უცვლელი რჩებოდა და რჩება. მუნიციპალური და რეგიონული დონის პოლიტიკურ ფიგურათა გარდა, პრობლემასთან შეხება ჰქონდა ცენტრის შესაბამისი კომპეტენციის სამსახურებსა და ხელმძღვანელებს.

“წყლის თემა” არ არის უმნიშვნელო. იგი გამოირჩევა როგორც ფინანსების მოცულობით, ასევე, სოციალური აქტუალობითა და სიმწვავით. ამდენად, მან რეგიონული (და არა მხოლოდ) მნიშვნელობის “სოციალურ პოლიტიკურ” პრობლემათა სტატუსი შეიძინა. ასეთების მიმართ კი ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული, სპეციფიკური დამოკიდებულება არსებობს და მისი კვლევა, მონიტორინგი და გადაწყვეტა, ძირითადად, პოლიტიკური მიზანშეწონილობით არის განპირობებული.

მეორეც, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქ იკვეთება და ერთმანეთშია გადახლართული არაკომპეტენტურობის, უპასუხისმგებლობისა და დანაშაულებრივი ქცევის ელემენტები კომპეტენციის სხვადასხვა დონეებზე და სხვადასხვა პირთა მხრიდან.

ზემოთ აღნიშნული მომენტებისა და ამ პრობლემის ირგვლივ საჭირო, სრულფასოვანი საჯარო და კომერციული ინფორმაციის მოპოვების სირთულის გამო, ვეჭვობ, მოხერხდეს მოქალაქეთა ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ოზურგეთის “წყლის თემის” სრული შესწავლა და “გაშიშვლება”. ეს უნდა გააკეთონ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა, გუბერნატორმა ან სამართალდამცავმა ორგანოებმა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ეს არც ერთი მათგანის ინტერესებში არ შედის. ანუ მემკვიდრეობითობა გრძელდება და თემა, ჯერჯერობით, “დახურულია”.

პრობლემის “პოლიტიკური” სტატუსიდან გამომდინარე, ისევ პოლიტიკურ პროცესებს შეუძლია მისი “გაცოცხლება” და “გახსნა”, ანუ თუ ეს თემა გამოყენებული იქნება არსებული ხელისუფლების ერთი ჯგუფის მეორესთან დაპირისპირებისთვის, ან ხელისუფლების ცვლის შედეგად ახალ პოლიტიკური ჯგუფის მიერ (სურვილისა და ნების შემთხვევაში), რეგიონსა და მუნიციპალიტეტში, ბოლო წლებში ჩამოყალიბებულ და დღეს არსებული გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ ჯგუფთან საბრძოლველად, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბარში ტიფო მიქატაძემ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის სერვისცენტრს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობით მიმართეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”. რომლებმაც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ “ქალაქის წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად, 2005 წელს ჩატარებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს “სმუ ინგეკომმა”, რომელმაც წარმოადგინა სატენდერო წინადადება თანხით _ 3 876 245 ლარი. ეს გახლავთ კომპანია, რომელმაც ვერ შეასრულა წინა ორი _ ბათუმის წყალკანალისა და ქობულეთის სანიაღვრე პროექტები. პროექტმა რამდენჯერმე განიცადა ცვლილება, რაც აისახა ხარჯთაღრიცხვაში და საინვესტიციო პროექტის ღირებულება გაიზარდა. თავად პროექტირებაში გადახდილია 113 ათას 400 ლარი. ამ პროექტის მიხედვით, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობა უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო 24-საათიანი წყალმომარაგებით, მიწოდება უნდა მომხდარიყო ანასეულში მდებარე რეზერვუარებიდან. წყალი უნდა ყოფილიყო ხარისხიანი, თვითდენითი და არადამოკიდებული სეზონურობაზე.

პროექტში მითითებულია, რომ ცენტრალური მილი უნდა დაიფაროს ქვიშით, რადგან წყალს აქვს მაღალი წნევა, რომელიც იწვევს მილების ვიბრაციას. დაზიანებულია ცენტრალური მილები, რადგან ქვიშის ნაცვლად, ზოგიერთ ადგილებში ქვანარევი მიწის გრუნტია გამოყენებული.

მოკვლეული მასალებიდან ირკვევა, რომ დახარჯულია სოლიდური თანხა, რეალობა კი კატასტროფულია. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ პროექტი ჩავარდა _ ოზურგეთის მოსახლეობას წყალი არც 8-საათიანი გრაფიკით მიეწოდება და რაც მიეწოდება, ისიც სასმელად უვარგისია.

ეჭვს იწვევს ექსპერტიზის დასკვნაც და შესაბამისად, ისმება კითხვა, რაზე აწერს ხელს იმჟამინდელი გამგებელი და რამდენად შეესაბამება, თუნდაც მაშინდელ რეალობას პროექტის შესრულების ხარისხი?

ჩვენ, “თავისუფალმა დემოკრატებმა”, შევძელით, მოგვეკვლია მასალები ამ საკითხებზე, მაგრამ მაინც ვერ მივიღეთ პასუხი, თუ რამდენად მიზნობრივად გაიხარჯა პროექტით გათვალისწინებული თანხა”, _ თქვეს პრესკონფერენციაზე თავისუფალმა დემოკრატებმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ მექვაბიშვილი, რომელიც 2008 წელს ოზურგეთის რაიონის გამგებელი იყო (სწორედ მან მოაწერა ხელი პროექტის ჩაბარების აქტს) “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ “მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა შემოქმედის თვითდინებითი წყალსადენი, სადაც, დაახლოებით, 4-მილიონამდე ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება შემოქმედის წყალსადენს, რომელიც დაპროექტებული იქნა სპეციალისტების მიერ, მისი გამწმენდი ნაგებობა დგას შემოქმედში და თვითდინებითია. წყაროს წყლით ვერ უზრუნველყოფ ამხელა ქალაქს, ამიტომ, ბუნებრივია, წყალსადენი მდინარეზე უნდა იყოს. ეს წყალსადენი ჩავიბარეთ და პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულებულია. ამ წყალსადენით მიიღო წყალი ქალაქმა და იღებს დღესაც”.

“თავისუფალი დემოკრატების” ბრალდებას ავთანდილ მექვაბიშვილი ასე პასუხობს: _ რბილად ვიტყვი _ ბატონი თემურ სალუქვაძე ამ თემაში აბსოლუტურად გაურკვეველია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ იმას, რომ თვითდენითი წყალსადენი მუშაობს გამართულად. პროექტი აბსოლუტურ პარამეტრებს აკმაყოფილებს, გაკეთდა წყალსადენი, ბუნებრივი ფილტრატები, რეზერვუარები. თუ ქალაქი წყალს არ იღებს კარგად, ეს არის ძალიან მოძველებული შიდა სისტემის ბრალი. სისტემის რეაბილიტაცია დაწყებულია და ბევრგან შეიცვალა, მაგრამ ყველგან _ არა. გაცრეცილია შიდა წყალმომარაგების სისტემა, ანუ ბევრი წყალი იკარგება. შესაბამისად, წყალს ამ დაცრეცილი მილებიდან, ერევა ათასგვარი სიბინძურე, რომელიც არ არის შემოქმედის თვითდინებითი წყალსადენიდან შემოტანილი. იქ იფილტრება, იქლორება, ხდება დამუშავება და ქალაქში შემოდის სუფთა წყალი. შემოქმედის წყალსადენი რომ არ ყოფილიყო, მოსახლეობა წყურვილით ამოწყდებოდა!

“გურია ნიუსმა” ამ საკითხთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორს კითხვები 5 სექტემბერს გაუგზავნა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად შეიზღუდა მოძრაობა

17:28; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

წაქცეული ხე ავტომობილს, გაზის მილს და ელექტროხაზებს დაეცა

16:24; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ოზურგეთელი ახალგაზრდის მორიგი წარმატება

15:54; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

15:42; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ქალაქიდან გასვლა უკვე პრობლემა გახდა”

15:27; 7 დეკემბერი, 2025

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი გოგონას საქმე

"გურია" უმაღლესისკენ!

ყველა სიახლე

ზაფრანი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი 2026 წელს წარმატებულად დაიწყებს

20:16; 7.12.2025
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად შეიზღუდა მოძრაობა

17:28; 7.12.2025
საზოგადოება

წაქცეული ხე ავტომობილს, გაზის მილს და ელექტროხაზებს დაეცა

16:24; 7.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთელი ახალგაზრდის მორიგი წარმატება

15:54; 7.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი

15:47; 7.12.2025
საზოგადოება

მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

15:42; 7.12.2025
საზოგადოება

“ქალაქიდან გასვლა უკვე პრობლემა გახდა”

15:27; 7.12.2025
საზოგადოება

2024/2025 სასწავლო წლებში სკოლაში სწავლა 9 024-მა მოსწავლემ შეწყვიტა – დეტალები

15:03; 7.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
პოლიტიკა

“საჭიროა საერთაშორისო გამოძიება” – ბარამიძე ქიმიურ ნივთიერებაზე

13:46; 7.12.2025
მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

13:02; 7.12.2025
საზოგადოება

“სუს-ის ციფრები ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს არ ასახავს”- ქურდოვანიძე

12:29; 7.12.2025
სამართალი

არასრულწლოვანი გოგონები თანატოლ გოგონას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12:20; 7.12.2025
პოლიტიკა

საპროტესტო აქცია თბილისში _ “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება”

12:06; 7.12.2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო