(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ “გურიამ” მორიგი შეხვედრა გამართა და წაუგებელი სერია ხუთამდე გაზარდა. ჩვენებურთა მეტოქე ამჯერად ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხული თბილისის “ზოოვეტი” გახლდათ. მთელი მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა, თუმცა, პირველ ნახევარში გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მეორე ნახევარში გიგლა იმნაძემ შეტევა გააძლიერა და “გურიის” თავკაცის გადაწყვეტილებამ გაამართლა _ ჩინებულად მოთამაშე და მატჩის უდავოდ გამორჩეულმა მობურთალმა, გიგა კვერენჩხილაძემ ერთიმეორეზე უკეთესი გოლები გაიტანა. “გურიაში” საგოლე ანგარიში პენალტით გიორგი მელქაძემ გახსნა. არა ერთხელ სტუმრები ძელმა იხსნა. საბოლოოდ, 3:0 მოგებით, ჩვენებურებმა 11 ქულა მოაგროვეს და მე-2 ადგილზე “ზოოვეტი” ჩაანაცვლეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved